შიში

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/02/Yann-Tiersen-Point-Mort.mp3|titles=Yann Tiersen- Point Mort]

_ ზურა, ვის მოკლავდი?
_ ვის არა, რას.
_ კარგი, რას მოკლავდი?
_ თუ იგი “ვინ” გახდება, მე მას აუცილებლად მოვკლავ. დავჭრი მაინც, რომ აღარ მომეკაროს!
_ ვის, რას?
_ ჩემს შიშს!

_ რატომ? შიში ადამიანს მოსალოდნელი საფრთხისგან იცავს.

_ საფრთხისგან წინდახედულობა და მზადყოფნა იცავს, შიში კი მათი ქვეშაფსია აჩრდილია.

_ რას გრძნობ, როცა გეშინია?

_ იმას, რომ არ ვარსებობ.

_ რა არის შიში?

_ შიში ისეთივე აგონიაა, როგორც უკიდეგანო შიმშილი, ორგაზმი ან სხვა ცხოველური ინსტინქტი. იმ მომენტში მეტს ვერაფერს გრძნობ, რადგან სხეულის ყველა მოლეკულა მხოლოდ ერთი წნეხის ქვეშ ბორგავს. როცა საფრთხე მიდის, ფობიური ორგაზმიც სრულდება. თვალი აგეხილება და გადატანილი სტიქიის შედეგების შეფასებას იწყებ.

_ რა წაგართვა შიშმა?

_ ჩემი შიში თანდაყოლილია. ასე რომ, მას არაფერი წაურთმევია, რადგან არც არაფერი მქონდა.

_ რა არ გქონდა?

_ უფრო საინტერესო, ფერადი, თავგადასავლიანი, რისკიანი და ხიფათიანი ცხოვრება. როცა ხვალინდელ დღეს ზეგ გეგმავ, როცა ტკბები არსებულით და მომავალს მხოლოდ იმედით უყურებ – განჭვრეტა-გაანგარიშების გარეშე, როცა გინდა და შეიძლება, როცა ჩხუბობ, როცა მასწავლებელს სახეში იმ სახაზავს მიაფერთხავ, რომელსაც ორი წუთის წინ ხელებზე მახვილი კუთხით გირტყამდა…

… და არა, როცა გინდა, აკოცო და უკვე მასთან დაშორებაზე გეფიქრება, როცა ცდილობ, უფრო ეგოისტი გახდე და უფრო დამთმობი რომ ხდები, როცა გინდა, გაატრაკო და საკუთარ თავში შესაბამის სიტყვებსა და ემოციებს ვერ პოულობ, როცა გინდა, იყო ძლიერი, მტკიცედ წამოდგები და  ძარღვები ფობიოციტებით გევსება… დიახ, მე არ მქონდა საინტერესო ცხოვრება.

_ ისე ლაპარაკობ, თითქოს მთელი ცხოვრება უკვე გალიე.

_ ჩემი აზრით, ყველამ ასე უნდა ილაპარაკოს, რადგან არავინ იცის, რა წუთს მოკვდება.

_ და მომავალი?
_ მომავალი გაზაფხულის მზით დახეთქილი კოკრებიდან ამოფრქვეული სურნელია, რომელსაც იმ იმედით უნდა უყურო, რომ ამ არომატის, რაც შეიძლება, დიდ ყლუპს ჩაისუნთქავ.

_ შენ რას აპირებ?

_ მეც იმავეს ვაპირებ, რადგან ოპტიმისტი ვარ. თუ შიშს თავი დავაღწიე… სულ დამავიწყდა, შიში სიმსივნეა. არ ვიცი, ჩემი შიში რომელ სტადიაშია და თუ მეტასტაზები არ წასულა, მაშინ მზად ვარ, ვიბრძოლო.

_ ყოველთვის გეშინია?
_ ყოველთვის რომ მეშინოდეს, შარშან ამ დროს მოვკვდებოდი. მაშინ ყველაზე ძალიან შემეშინდა.
_ რისი?
_ ყველა შიში, საბოლოო ჯამში, სიკვდილის შიშამდე დადის.
_ როგორ ახერხებ შიშის დაძლევას.
_ შიშის დაძლევას რომ ვახერხებდე, აღარც შემეშინდებოდა. უბრალოდ, მე მას ვმალავ.
_ სად მალავ?
_ ჩემს ნახატებში :)

 

 

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “შიში

  1. Ibi

    _ სად მალავ?
    _ ჩემს ნახატებში
    შენი ნახატები… მართლა ძალიან მაგარია. პოსტიც და ნახატებიც.. ჰო, კიდევ მუსიკა, რომლის ჩართვაც კინაღამ დამავიწყდა ))

      1. M.N

        რამდენ კომენტარსაც დავწერ უნდა უპასუხოო?? :D დაიღლები….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »