ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა მცოდნოდა, როგორ გამოიყურებოდა ყველა ის, ვინც ჩემთვის რაღაცის მაგალითს წარმოადგენდა: საყვარელი მწერალი, მომღერალი, მხატვარი, კომპოზიტორი და ა.შ. ზოგიერთები მეუბნებიან, ჩემთვის მწერალში მთავარია მისი შემოქმედება და რა აზრი აქვს, როგორ გამოიყურებაო. ჩემი პასუხია “ვაი თქვენს პატრონს!” თუ არ იცი, როგორი სახის ნაკვთები აქვს, რა სიმაღლისაა, როგორი იყო ბავშვობაში, მხოლოდ ნაწარმოებით როგორ იმსჯელებ რომელიმე ადამიანზე?
მოკლედ, შორს რომ არ წავიდე, ცნობილი ადამიანების ბავშვობის ფოტოებს შემოგთავაზებთ და გამოიცანით, ვინ ვინ იყო მანამ, სანამ გვეცოდინებოდა, ვინ ვინ გახდა.
1

მომღერალი
2

ამ უდაოდ ლამაზი ბავშვის გაპრეზიდენტების ერთ-ერთი კოზირი სწორედ მისი სიმპათიური გარეგნობა იყო
3

ის ყოველთვის ყალთბანდი იყო, ბავშვობიდან უმაღლეს პოლიტიკოსობამდე
4

ინდოელი არ გეგონოთ, კუბელი მსახიობია
5

ლეონარდო დიკაპრიოს გარეგნობას ამისას ადარებენ
6

თვალებსა და შუბლზე დააკვიდრით და ეგრევე იცნობთ
7

ეს ქართველი მწერალია - თვალები არ შეცვლია
8

მწერალი, მისი ერთ-ერთი განმასახიერებელი კრის ო'დონელია
9

ბავშვობის ფოტოს არ დავდებ, ასეც თუ მიხვდებით - ჩაგეთვლებათ
10

ამას ბავშვობაში მახინჯს ეძახდნენ და რა მომღერალი დადგა...
11

ეს გაატარეთ...
12

ეს ჩინელი არ არის, ინგლისელი მსახიობია. ულამაზესი, სექსუალური და ა.შ.
13

გახდილი რომაა, ეგ არაფერი - უარესები თავში უტრიალებდა
14

აბა, ჭკვიანნო ქართულისა ბლოგინგისანო, დასცხეთ!








მე–9 თუ არ ვცდები ჯექ ბლექია.. არა? დანარჩენებზე ფიქრი მეზარება. ნუ პირველი მიკ ჯაგერი ან სტივ ტაილერი. :შ
ერთი ჯექ ბლექი ვინაა ვაბშე?
ჩამოთვლილი ვარიანტებიდან მეთოთხმეტე ყველაზე წარატებულია, ალъბათ..
აი ესაა ჯექ ბლექი.. http://static.tvtropes.org/pmwiki/pub/images/Jack_Black.jpg
არ ხსნის ლინკს, მაგრამ ეგ არ არის
პირველი მიკ ჯაგერს გავს, მეექვსე აინშტაინს, მეათე კალასს და მეცხრე და მეცამეტე მეცნობა მაგრად :D სადღაც მყავს ნანახი ეგენი, მაგრამ არ მახსომს.
მეგონა, 11-ს ადვილად მიხვდებოდით
მე11 გალაქტიონია
))) და გავატარეთ 
მიკ ჯაგერი, 5ლენინი, 12 ჯეინ ბირკინი? ის მახინჯი – შონ კონერი მგონია, სანამ არ დაბერდა არაფერი ეშველა. ის ქართველი მწერალი მირზა გელოვანის ფოტო რომ იყო ხოლმე ბავშვობის წიგნებში, იმას მაგონებს. ხოდა მეორე რეიგანია? და ის კრასავჩიკი შეილება ჰემინგუეიე მაგრამ მე მაგის ეგეთი დაავარცხნილი და დაბანილი ფოტო არ მინახავს ჯერ
12-დან ჰემინგუეიმდე ხელახლა დაფიქრდი
მე-5 ლენინია
))))))
მწერალი რჩეულიშვილიიიიიიიიიი?
რომელი, ვახტანგი?
ვიიინ ვახტანგი ?
გურამითქო ;(
ჰოდა არ არის არც ვახტანგი და არც გუარამი
ჯასთ, პირველს და ბოლოს ვიტყვი, რადგან 2 უდიდესი ადამიანია
1. მიკ ჯაგერი და ბოლო, ანუ 14. თვით დიდი ზურიუსი! (დიდხანს ასაიდუმლოებდნენ ამ უკანასკნელის ბავშბოვის სურათს და ყოჩაღ შენ, რომ ხელი მიაწვდინე ამ უნიკალურ და უიშვიათეს ფოტომდე!)
ოოო დამანებე თავი. მაშინ თქვი ვინ არიან. და ის გახდილი რომაა ვინ არის?
ხვალ დავდებ პასუხებს
11 გალაქტიონის მეტი ვერავინ ვიცანი
პირველი მიკ ჯაგერია ^_^ <3
მეცამეტე სალვადორ დალი O.o
ვის ეროტიკულ ფოტოებში დაძვრები ბიჭო შენ?
1 ტაილერი
7 იოსელიანი (?)
11 გალაკტიონი
12 კეტრინ ზეტა ჯონსი
13 დალი
14 :P
1. მიკ ჯაგერი
3. ვინსტონ ჩერჩილი
4. ენდი გარსია
5. ლენინი
6. ალბერტ აინშტაინი
7. ნოდარ დუმბაძე
8. ერნესტ ჰემინგუეი
9. ლუჩიანო პავაროტი
10. მარია კალასი
11. გალაკტიონ ტაბიძე
12. კეტრინ-ზეტა ჯონსი
14. საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული, ამ ბლოგის ავტორი.
2 და 13 არ ვიცი.
P.S. ზურაბ, შემდეგში ასეთ გამოცანებს თუ შემოგვთავაზებ ხოლმე, სურათებს სახელები გადაარქვი
და საკუთარი გონებით რამდენი ამოიცანი?
ყველა
ეს ბოლო ვინ არის ნეტავ, 6 კბილი რომ მოუჩანს? :D
ესეც პასუხები:
1. მიკ ჯაგერი (მანკი,ნან, ქილიფა, კლოუნი, დვორსკი)
2. ფრანკლინ დელანო რუზველტი (ვერც ერთმა გამოიცნო)
3. უინსტონ ჩერჩილი (დვორსკი)
4. ენდი გარსია (დვორსკი)
5. ლენინი (ალიენი, დვორსკი)
6. ალბერტ აინშტაინი (ნან, დვორსკი)
7. ნოდარ დუმბაძე (დვორსკი)
8. ერნესტ ჰემინგუეი (რუსო, დვორსკი)
9. ლუჩანო პავაროტი (დვორსკი)
10. მარია კალასი (დვორსკი)
11. გალაკტიონი ( ♥ Summer ♥, ანა, დვორსკი)
12. ქეთრინ ზეტა ჯონსი (დვორსკი)
13. სალვადორ დალი (კლოუნი)
14.
მივულოცოთ დვორსკის, რომელმაც ფაილებზე დაწერილი სახელების მეშვეობით თითქმის ყველა “გამოიცნო”
1,3,4,5,6,9,10,12,14 – ესენი ჩემით გამოვიცანი