ცნობილი მიძინებულები

ნაპოლეონი

გაფრთხილება: სუსტი ნერვების მქონეთ, თუ კიდევ დარჩნენ აქ, ვთხოვ, ნუ ნახავენ აღნიშნულ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანასკნელი კეისარი მომხდარზე პასუხს არ აგებს.

როგორები არიან ადამიანები, როცა მათ უკანასკნელად ხედავენ. მაშინ, როცა მათ აღარავინ ერჩით და ყველა მათი ცოდვა, ასე თუ ისე, მიტოვებულია. ეს კითხვა 1995 წლიდან მაწუხებს, როცა პირველად ვნახე მიცვალებული, რომელიც წინა დღით ცოცხალი იყო, ჩემი დიდი ბებია. არ ვიცი, მისი “ბრალი” იყო თუ არა, მაგრამ დაახლოებით იმ პერიოდიდან მუდამ მიტაცებდა გარდაცვლილთა შეუცნობელი სამყარო და ძალიან ბევრჯერ ვხატავდი მათ. მიყვარდა სარეცელზე მდიდრულად გაჭიმული მეფე-დედოფლების დახავა. ყოველივე ეს შეგრძნება დაგროვდა და დღეს ამ ფოტოების სახით მოაღწია. არა აქვს მნიშვნელობა წინა ცხოვრებას, ყველა გარდაცვლილის სახე საბრალოდ ჩამოღვენთილია. თითქოს სამუდამოდ “დროებით” გავიდნენ…

ასე გამოიყურებოდა მიძინებული ოტო ფონ ბისმარკი 1898 წლის 30 ივლისს. რკინის კანცლერი, რომელმაც გერმანია გააერთიანა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედის გაყინული გამოხედვა 1963 წლის 22 ნოემბერს

კენედის მკვლელობიდან 2 დღის შემდეგ ამ საქმეში ეჭმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი მოკლეს

რუსი პოეტი სერგეი ესენინი 1925 წლის 27 დეკემბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს

1924 წელს გარდაცვლილი ძია ლენინი დღემდე ასეთად რჩება :)

1948 წლის თებერვალი, ეთხოვებიან მაჰათმა განდის

1865 წლის აპრილი, განისვენებს მონობის მტერი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი

1977 წლის 16 აგვისტოს მსოფლიო ელვის პრესლის სიკვდილმა შეძრა

ანა ნიკოლ სმიტი 2007 წლის 8 თებერვალს გარდაცვლილი იპოვეს

1980 წლის 8 დეკემბრის ფოტო: ლენონს 5 ტყვია ესროლეს

ჯეიმს ბრაუნის დაკრძალვა 2006 წელს

დიდი ენრიკო კარუზო 1921 წლის 2 აგვისტოს სცენაზე გარდაიცვალა

მარიო ლანცა, რომელსაც კარუზოს მემკვიდრესაც ეძახდნენ, 1959 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა

1907 წლის 12 სექტემბერს ერის მამას, ილია ჭავჭავაძეს საგურამოსთან თავს დაესხნენ და მოკლეს

1915 წელი, საჩხერე, განისვენებს აკაკი

1959 წელი, გალაკტიონის დაკრძალვა

1930 წლის 27 ივლისს ლევილში ქაქუცა ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა

1896 წლის 26 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა

1962 წლის 5 აგვისტოს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მერლინ მონრო

არგენტინა დღემდე მისტირის მის "ევიტას", ევა პერონს, რომელიც 1952 წელს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა

პრინცესა დაიანას სახე მოსჩანს ნაავარიები მანქანიდან. ტრაგედია 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, გვირაბ ლ'ალმაში დატრიალდა

დედა ტერეზა პრინცესა დაიანამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა

ამავე 1997 წელს, 15 ივლისს მოკლეს იტალიელი დიზაინერი ჯანი ვერსაჩე

ბრიუს ლი 1973 წლის 20 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს

1968 წლის 5 ივნისს, საარჩევნო კამპანიის დროს, ლოს ანჯელესში სენატორ რობერტ კენედის ესროლეს

ამავე წლის 4 აპრილს შავკანიანთა უფლებებისათვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს

1996 წლის 13 სექტემბერს რეპერი თუფაქ შაკური მოკლეს

ეს ფოტო 1994 წლის 5 აპრილს, კურტ კობეინის გარდაცვალების ადგილასაა გადაღებული. კადრში მისი ფეხი მოსჩანს

2009 წლის 25 ივნისს მსოფლიო მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებამ შეძრა

2005 წლის 2 აპრილს რომის პაპი იოანე პავლე II გარდაიცვალა

რუსი ნობელიანტი მწერალი ალექსანდრ სოლჟენიცინი 2008 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა

თევდორე დოსტოევსკის გარდაცვალების ნიღაბი 1881 წლის 9 თებერვალს

პუშკინი 1837 წლის 10 თებერვალს დუელში მოკლეს

1983 წლის 6 ნოემბერს პეტრე ჩაიკოვსკი გარდაივალა

1910 წლის 20 ნოემბერს ლევ ტოლსტოი გარდაიცვალა. ეს მისი სხეულიდან აღებული ნიღაბია

1916 წლის 29 დეკემბერს გრეგორი რასპუტინი მოკლეს

სტალინი 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა... თუ მოწამლეს?

ბორის იელცინი 2007 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა

რუმინეთის ტირანი პრეზიდენტი ნიკოლაი ჩაუშესკუ 1989 წლის 25 დეკემბერს დახვრიტეს

ბოლივიაში 1967 წლის 9 ოქომბერს ჩე გევარა დახვრიტეს

განგსტერი ჯონი დილინჯერი 1934 წლის 22 ივლისს მოკლეს

ლევ ტროცკი 1940 წლის 21 აგვისტოს მოკლეს

დიდი ჩინელი კომუნისტი მაო ძე დუნი 1976 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა

ნაცისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა ჰერმან გერინგმა 1946 წლის 15 ოქტომბერს თავი ციანიდის შხამით მოიკლა

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ასე გამოიყურებოდა ჰიტლერის გვამი 1945 წლის 30 აპრილს

ასეთი ბედი ეწია ბენიტო მუსოლინის 1945 წლის 28 აპრილს

ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი 2006 წლის 30 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს

ისტორიამ აშშ-ის პრიველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის სახეც შემოგვინახა, რომელიც 1799 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა

ეს ჯეიმს ჯოისის გარდაცვალების ნიღაბია, რომელიც 1941 წლის 13 იანვარს აიღეს

ამედეო მოდილიანი 1920 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა

1886 წლის 31 ივლისს დიდი პიანისტი და კომპოზიტორი ფერენც ლისტი გარდაიცვალა.

ფრედერიკ შოპენის გარდაცვალების ნიღაბი 1849 წლის 17 ოქტომბერს აიღეს

1911 წლის 18 მაისს ავსტრიელი კომპოზიტორი გუსტავ მალერი გარდაიცვალა

ეს ნიღაბი 1662 წელსაა გაკეთებული და ფრანგ ფიზიკოსსა და გამომგონებელს, ბლეზ პასკალს ეკუთვნის

ისტორიამ შექსპირის ნიღაბიც შემოგვინახა, რომელიც 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა

"გულივერის" ავტორი ჯონათან სვიფტი 1745 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა

1883 წლის 13 თებერვალს დიდი რიხარდ ვაგნერი გარდაიცვალა

დიდი ინგლისელი რევოლუციონერი ოლივერ კრომველი 1658 წლის 3 სექტემბერს გარდაიცვალა. კარგია, იმ დროსაც რომ იღებდნენ ნიღბებს. რამდენი ადამიანის "ფოტო" შემოინახეს

 

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

23 thoughts on “ცნობილი მიძინებულები

  1. An Na

    ესეიგი,ვეღარც მომკვდარხარ, ზურიუსმა რომ არ გამოგაჭენოს და არ მოგჯაყოს დუნიაზე :დ
    ანდერძს ვიბარებ, მე თუ გავასწარი, არ მოუშვათ ეს ბიჭი ჩემს კუბოსთან :დ :დ :დ

  2. An Na

    კიარადა ბოლომდე რომ ჩავყევი, შემზარა :|
    მაინც არ მოუშვათ ეს ბიჭი ჩემს ახლო მახლოს @:

  3. მარი

    აჰა, ყველაფერთან ერთად ნეკროფილიითაც ყოფილხარ შეპყრობილი… :დ ახლა გამახსენდა, რა კოშმარებს ვხედავდი, მას მერე რაც თუფაქის გვამის ფოტო ნახე პირველად. :(((

      1. მარი

        გშურდეს, სადაც მე ვარ, კალიის ჭაჭანება არ არის, რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში :p

        1. zurriuss Post author

          მაგ კუთხეში მუმია ზის და ელოდება, როდის მოგკლავს :green:

    1. ჩორვენი

      პ.ს ვისაც გრამატიკულ შეცდომებზე გული შეგტკივათ თამამად შემისწორეთ შეცდომა :)) მნე პოხ : )))

      1. zurriuss Post author

        ოოჰ :green:
        ვიცოდი, ვისი ფოტომასალაც არსებობდა, დანარჩენები თვითონ საიტებზე ვიპოვე, სადაც სხვებიც იყო და ა.შ. ;)

  4. Apple Butaphory

    2 PAC გულწრფელად შემეცოდა..სხვათაშორის ტირანების სახეებს ეტყობათ ის ტანჯვა რასაც სიკვდილის წინ განიცდიდნენ.. ბევრს კი (ილიას,აკაკის და ა.შ) ძალიან მშვიდი სახე აქვს,თითქოს სძინავთ.ალბათ მათი ცხოვრებიდან გამომდინარე..(მხოლოდ ქართველებზე არ გამიმახვილებია ყურადღება):))) კარგი პოსტი იყო :))

  5. დიტროფანე

    ერთ-ერთი უმაგრესი პოსტია! მაგრა გაასწორა :)

  6. rode

    ძალიან საინტერესო იყო, თან სიკვდილის ბლოგერისთვის ;დ ხომ არ გადავარეპორტო ეს პოსტი? ;დ

    დიანა და ანა სმიტი ყველაზე მეტად შემეცოდნენ.

    1. zurriuss Post author

      ეჰ, იმდენი შესაცოდებელი მომკვდარა… მაგრამ ყველას ფოტო არ მოიძებნება.

  7. გვირილა

    ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოსტია შენთან, ამის მოძებნა მე დამეზარებოდა ცალ-ცალკე და არც მომაფიქრდებოდა პრინციპში, შენთან ვნახე სამაგიეროდ :)

    მერლინ მონრო ნამეტანია, საბრალო :(

  8. მაქცია

    ჩეგევარას აქვს საინტერესო მზერა შემორჩენილი.. მაინც ვერ ჩაახშეს მეამბოხე გამომეტყველება, თითქოს წამოდგომას ცდილობსო.. :idea:

  9. marishcaa

    მერლინ მონრო მგონი ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა :evil: თუფაქიც არ იყო კარგ დღეში დაჩეხილს გავდა

  10. marishcaa

    და ესენინი შემეცოდა მგონი ამათგან ყველაზე ხალგაზრდა იყო :roll: .რას იკლავდა თავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.