ექსპერიმენტი House

დავიწყებ ერთი კითხვით:

WTF?

ანუ რა ჯანდაბა მეტაკა? რატომ ვეღარ ვწერ ისე ხშირად და საფუძვლიანად, როგორც ადრე? საკუთარ თავს ვუმეორებ ხოლმე, რომ მე ვარ ბლოგერი და რომ მის გარეშე ძალიან უინტერესო ცხოვრება მექნება(ოდა), ჰოდა ამის შესანარჩუნებლად საჭიროა წერა. ხანდახან მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებულ, მიშვნელოვან მოვლენას უნდა დაველოდო, რომ პოსტად ქცევის ღირსი გავხადო… COME OOON! სანამ ეგეთ მოვლენებს ველოდები, ე ბლოგი ქე მიმრჩება განზე :) ჰოდა, ამიტომაც გთავაზობთ ერთ ექსპერიმენტს, რომელიც აგერ უკვე 2 კვირას მიმდინარეობდა.

უკვე ის დრო იყო, როცა ყველა დროის ყველაზე მაგარი სერიალი მთავრდებოდა და აღარ ვიცოდი, რით ჩამენაცვლებინა. მეც ავდექი და ხელჯოხი ანუ ტროსტი ვიყიდე. ვინც პირადად მიცნობს, ბევრჯერ ვეყოლები ექიმი ჰაუსის სტილზე ჩაცმული, ჰოდა ახლა ამ ყველაფერს ხელჯოხიც დავუმატე და საყვარელ პერსონაჟთან სრული აზრობრივი სიმბიოზი მოვახდინე.

2 კვირის განმავლობაში სახლიდან გარეთ ხელჯოხის გარეშე არ გავდიოდი და მარჯვენა ფეხით კოჭლს ვთამაშობდი. თან განუწყვეტლად ვაკვირდებოდი ხალხის რეაქციას. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოკლედ ჩამოვწერ ექსპერიმენტის შედეგებს:

  • ქუჩაში: თუ ჯოხით მოძრაობ და ძალიან არ კოჭლობ, ყურადღებას არავინ გაქცევს, თუ უფრო საცოდავად ივლი, ჩერდებიან და გზას გითმობენ
  • გადასასვლელზე: რამდენჯერმე გზა ისეთ დროს გადავჭერი, რომ წითელი მალე აინთებოდა და მხოლოდ ორმა მანქანამ დამითმო გზა. ერთმა სინათლეებიც აათამაშა გზის დათმობის ნიშნად.
  • ავტობუსში: მხოლოდ ერთხელ დამითმეს ადგილი. მეორე შემთხვევის დროს ხანდაზმულმა ქალბატონმა, რომელიც უკვე ჩადიოდა და მე გვერდით ვეჯექი, მითხრა, შვილო, ნუ შეწუხდები, ჩემით გავალო. მესამე შემთხვევაში სავსე ავტობუსის უკანა კარიდან ჩამოვედი და ბილეთი ვერ ავიღე. კონტროლიორმა დამინახა და როცა ბილეთის ასაღებად აბრუნება დავაპირე, მითხრა, აღარ გინდაო. დანარჩენი შემთხვევები არაფრით გამორჩეული იყო, რადგან არც არავის მოუქცევია ყურადღება.
  • მეტროში: შევკოჭლავდი, ყველა ადგილი დაკავებულია. ფეხზე არავინ დგება. მერე უცებ ერთი ქალბატონი ადგა, რომლის გვერდით სამი ჩემი ხნის ახალგაზრდა ისხდა, და ადგილი მე დამითმო. გავოცდი. დავჯექი და მადლობა გადავუხადე. ორ სხვა შემთხვევაში ისევ ჩემზე უფროსებმა, ამჯერად მამაკაცებმა, დამითმეს ადგილი. დანარჩენ დროს ან ფეხზე ვიდექი ან დაჯდომას ვასწრებდი :)

დასკვნა

არ შევმცდარვარ: ხალხის უმეტესობა აფიქსირებს არა ფაქტს, არამედ ემოციას. თუ ხელჯოხზე ჩამოკიდებული მოფორთხავ, გამჩნევენ, თუ მხოლოდ ეყრდნობი – ეგ არაფერი. ახალგაზრდობის დამოკიდებულება ინვალიდთა მიმართ სავალალოა, რაც გამოიხატება ასეთ პირთა არშემჩნევაში. ვითომ ვერ ხედავენ და მორჩა. უფროსებში სოლიდარობა კიდევ შემორჩენილია.

აი, ასე. ვეცადე, მომეწოდებინა მხოლოდ საკუთარ თავზე გადატანილი ამბით მიღებული ინფორმაცია, გადაჭარბებისა და დრამატიზების გარეშე. უფრო საფუძვლიანი შეფასება თქვენთვის მომინდია. ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

13 thoughts on “ექსპერიმენტი House

  1. ლიტერატორი

    ერთმა სინათლეებიც აათამაშა გზის დათმობის ნიშნად.” –––– გზის დათმობის კი არა, მალე გადაფორთხდიო განიშნა :green: :green:

    მეტი გაიგივებისთვის შეგიძლია მოხალისე მედბრატი გახდე რომელიმე საავადმყოფოში :d :d

    1. zurriuss Post author

      აააარა, შორს გააჩერა და თავი დამიკრა თუ რაღაც ამდაგვარი :დ

  2. მარი

    ამ ექსპერიმენტის შესახებ ჩემი დასკვნა:
    1. სნეიპის როლში უფრო ადამიანურად გამოიყურებოდი.
    2. ალბათ მალე ორსული ქალის პაროდიასაც გააკეთებ, ოღონც რამე ხეირი ნახო.
    3. ახალგაზრდებს ისე ადვილად ვერ გააბრიყვებ, როგორც ხანდაზმულებს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი უფრო ნაკლებად უყურებენ ჰაუსს და შენი აფერისტობის ამოცნობა გაუჭირდებოდათ.
    :green: :green: :green: :green:

  3. მაკო

    რა დამთხვევაა, შენ რომ ხელჯოხით დადიოდი და ექსპერიმენტებს ატარებდი, მე ხელზე თაბაშირდადებული დავდიოდი :დ
    მე მართლა ნატკენი მქონდა,მაგრამ თაბაშირი ნამდვილად არ მჭირდებოდა, ძალაუნებურად მეც დავაკვირდი ხალხის რეაქციას, და ყვითელ “მარშუტკაში” ერთმა გოგომ დამითმო ადგილი, მაგრამ არ დავჯექი :))
    მეტროში ქალმა დამითმო ასე 45 წლის ქალმა :დ
    კონტროლიორებთან მეც პრივილეგიით ვსარგებლობდი :დ :) :)
    დასკვნაში მთლიანად გეთანხმები :(((

  4. Kate

    სადაა აქ კომენტარების მეილზე გამოწერა, შე დესპოტო? :დდდ

  5. Sophie שרה Golden

    ქომ ონ-ო? მე შენ გამო გადავეჩვიე და ახლა შენ თვითონ ურევ ინგლისურს???

    უზრდელები და უგულოები ყოფილან ეს ახალგაზრდები. მაგრამ შეიძლება ახალგაზრდა რომ იყავი, ამიტომ გარიდებდნენ თვალს.

    1. zurriuss Post author

      ჩემ გამო გადაეჩვიე? რა მაგარია!!! :))
      ჰო, ეგრეც შეიძლება ვივარაუდოთ. თუმცა ამ ხნის განმავლობაში თმა საკმაოდ შემითეთრდა :დ

  6. დოდუ

    ზუსტად ასეა :cry:
    სამწუხაროა,მაგრამ რა ვუყოთ :cry:
    ისე,კაი იდეა კი მომაწოდე ხო იცი :d :d

  7. qetusia

    რატომღაც მგონია რომ ვისაც მართლა აქვს რაიმე ფიზიკური ნაკლი, მას სულაც არ სიამოვნებს ადგილს რომ უთმობენ=))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »