ჩვენი ხსნა ანუ მეფე ერეკლეს თავგადასავალი

კრიშტიანუ რონალდუმ იცის...

მწუხარება

მოგონება

სიამაყე

გმირები
“გვტკივა. გულის სიღრმეში კი გვიყვარს ტკივლი. გვიყვარს, როცა მხედრული სულით დავძლევთ ტკივილს და მერე ამით ვიამაყებთ. ამაყი ხომ გვიყვარს და გვიყვარს. ხოლო, რადგან ტკივილიც გვიყვარს და ამაყიც, თანაც უკვე 1991-92 წლების ომიც შორსაა, გადავწყვიტეთ, მოგვნატრებოდა ტკივილი და სიამაყე.

გავიდა დაახლოებით 20 წელი და დავივიწყეთ წარსულში მოჭრილი სხეულის ნაწილების ისტორია. დავივიწყეთ ის, თუ რატომ მოგვაჭრეს ხელ-ფეხი. ამის გასახსენებლად მოჭრილი ხელ-ფეხის დარჩენილი ნაწილები კიდევ ერთხელ მივუშვირეთ ქირურგის ხერხს. ახლა ხომ გვახსოვს? ახლა ხომ გვტკივა? ახლა ხომ ვამაყობთ? რა ხეირი? ჰოდა ამით ჩვენს გმირებს გაუმარჯოს!” _ თქვა და გამოსცალა თასი გერონტი გერასიმეს ძე ბლეყვერთაშვილმა.

_ კაკუ… კაკუ…

_ გააღეთ ვინმემ. – წამოიძახა გერონტიმ.

კარში ეს ადამიანი შემოვიდა.

_ ვინა ხარ, ჯოუ? – შეეკითხა განცვიფრებული გერონტი.

_ ვეღარა მცნობთ, ბოზებო?

_ ბაბუაკაცო, ამ ხნისა ხარ და არა გაკადრებ, თორემა დედას ჩამაგიღებდი მარილიანი კოლოფიდანა! ვინა ხარ და საითა მიხვალ-მეთქი! – გაბრაზდა გერონტი.

_ ვეღარ მცნობს… რა იყო, ამერიკული ქუდი რომ მახურავს, მაგიტო ვეღარ უნდა მიცნო ეს 300 წლის კაცი? თუ ისიც შენნაირი იყო, მასინ ამ ხმალს შენი პაპის პაპის ტრაკი ეყოლება გადარჩენილი, იცი ეს შენ?

_ მეფე ერეკლე? – შეჰკივლა გერონტიმ და ცარიელი თასი აკანკალებული ხელიდან გაუვარდა.

_ Он самый, უკაცრავად, Yes indeed!

_ კკკიმმაგრრააამ… სიკკკვდიილლი… მკვდდდარიი…

_ მკვდარი ის არის, ვინც ეგ გასწავლა. სანამ საქართველოსადმი მიყენებულ შეურაცხყოფას არ გამოვასწორებ, მანამ მიწა არ მიმიღებს. იცი ეს შეენ?

გერონტი სკამზე იდო, ცივი ოფლი ასხამდა. გამოშტერებულ-შეშინებული ბანჯგვლიანი ხელი ხელით სუფრას ჩასჭიდებოდა. მეორით ოფლს იწმენნდა შუბლიდან. სუფრის დანარჩენი წევრები… რეჟისორმა ისინი გაქვავებულ პოზაში წარმოგვიდგინა.

_ დიახ, ჩემო გერონტი. მე შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომის გამო ყოველი დღე ჩემთვის ჯოჯოხეთია. მეცოდება საქართველო. მენანება საქართველო. მტკივა საქართველო. ჰოი, როგორ მტკივა საქართველოოოოო!

But I’m strong enough!..

_ გაიგე, ბეიბე?

გერონტიმ ვერ გაიგო. ვერც მისმა ჩასველებულმა დუბაიდან ჩამოტანილმა შარვალმა გაგო, რისთვის დასაჯა პატრონმა გაუფრთხილებლად? გაოფლიანებული, ხმალზე დაყრდნობილი და შპაგატიდან რის ვაივაგლახით წამომდგარი ერეკლე აღარ დაელოდა ბატონი გერონტის მოსულიერებას და ცივი საზამრთო “სახით” სახეში გაუქანა.

_ რისთვინა, მეფეო? – წამოიყვირა გერონტიმ და მუხლებზე დაეცა. მისი ჭაღარაშერეული ულვაშები კი ჩამოგორებულ ცრემლებს ოსტატურად მალავდნენ.

_ მეფე დამიძახე? ნეტა კიდევ ვიყო მეფე.

_ შენ ისეთი მაგარი ხარ, სადაც არ მაკვდი, იქ მეფობასაც გაიჩალიჩებდი. – უთხრა გერონტიმ დაღმეჭილი სახით.

_ ვის ეკაიფები, შე თახსირო?!

_ ბოდიში ბიძაკაცო, მაგრამ შერიზე ისე გააჯაზე, იმის მერე სიცილ ვეღარ ვიკავებ. – და გერონტი გადაბჟირდა.

მეფე ერეკლემაც ჩაიღიმა, რამდენიმე წლის მოუჭრელი ნეკა თითის ფრჩხილით ახლახან შეოფლილი წარბი მოიფხანა და ჩამოჯდა:

“ვიყავ 78-ე წელში, როდესაც შორენა კოლონკელიძე გამომეცხადა და მითხრა, ხვალ ამა და ამ დროს თვალები დიდი ხნით დახუჭე, მაგარი სიურპრიზი მაქვს შენთვის გამზადებულიო. თავიდან მეც მეგონა, რომ  ეგ ლამაზი “დიდოსტატის მარჯვენის” მოგონილი  ბეიბი იყო, მაგრამ ბაგრატიონებზე იმდენი საიდუმლო დამიფქვა, მივხვდი, რომ ეგ კროშკა მართლა არსებობდა. ჰოდა შორენა თალაგვაევნამ გამიმეორა, ხვალ თვალები დახუჭე და დიდხანს არ გაახილოო. გგონია, დავეთანხმე? ნურასუკაცრავად. მე რაინდი ვარ  და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საქართველოს ვემსახურები და თუ ჩემი სიკვდილი გინდა, შენვე დამახუჭინე თვალები-თქო, ვუპასუხე. არ ამოუღია ხმა, ისე გაიძურწა. მაგრად ვიკაიფე, როცა გადიოდა, კარებში საწმერთული მოეტნა და  გავიგონე, როგორ გაადინა ზღართანი იქითა ოთახში. :green:

გათენდა 11 იანვარიც. ნუ ვისთვის როგორ. პირადად ჩემთვის ის დღე დახუჭული თვალების ფერი იყო. დამიტირეს, დამკაწრეს, დამჩხოტეს, გამაპატიოსნეს და დიდის ამბით დამასაფლავეს. ჩემმა ლენჩმა შვილმა კი 2 წელიწადსაც ვერს გაძლო და მომეწია. ჰოდა როცა ყოველმხრივ დამიტირეს, უცებ ვახელ თვალს და ის შორენა არ მოკალათებულა ჩემ პირდაპირ? მივიხედ-მოვიხედე, არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი. სადღაც მდიდრულ დარბაზში ვარ და თეთრპარიკიანი ხალხის სურათი კიდია კედლებზე. შორენა რაღაც ხის კუბზე იჯდა, რომლის ერთი კედელი მინის იყო და იქიდან სანახევროდ შიშველი ლამაზმანი იმზირებოდა. მივაშტერდი ამ შიშველ ქალს, მაგრამ ვინ გაცალა. კაპასმა შორენამ ის გამობდღვნილი საწმერთული ჩამოაფარა ყუთს და მედიდურად შემომძახა: მეფეო, ჯერ სექსის მნიშვნელობა უნდა იცოდე, თორემ ამ შორენას ვერ გაუგებო. მერე გადმოიხარა ჩემკენ და მეუბნება: შენ საბედისწერო შეცდომა დაუშვი და შენი ქვეყანა საუკუნოდ დაღუპეო.

ელდა მეცა. ჩემთვის ჩავიბუტბუტე: ხმალი ხელიდან არ გამიგდია და მტრისათვის მეხის დატეხა არ დამზარებია და რა შევცოდე-თქო. ეგ არაო, შენი ცოდვა ტრატატიაო. რატომ-მეთქი, შევესიტყვე. “ტრატატი” რომ არ დაარქვი, იმიტომო. კი მაგრამ, ერთი ასო როგორ დაღუპავს ქვეყანას-თქო? როგრ და… ყველაფერი მომიყვა რა და როგორ მოხდება. გული გამისკდა. ცრემლად ვიღვრებოდი ეს ბუმბერაზი პატარა კახი და ვეხვეწებოდი, გაჩერებულიყო. შორენა კი  ჩემს ჯიბრზე აგრძელებდა და აგრძელებდა. ბოლოს, როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოყვა, ვეღარ მოვითმინე, და ჩემი ხმალი მოვუქნიე…

გადარჩა. საბედნიეროდ, ქარქაშიანი ხმალი მოვუქნიე და მხოლოდ რამდენიმე ჩალურჯებული დააჩნდა ყბის ტერიტორიაზე. ძალიან არ გაბრაზებულა, მაგრამ ეს კი მითხრა: შენ თვალში ხომ არ გეპატარავებიო. მერე კი საქმეზე გადავიდა და გამომიცხადა: შენ, როგორც საქართველოს უშიშარ რაინდს, მის დამცველსა და მისსავე დაქცევაში დამნაშავეს, გეძლევა შენი ქვეყნის ხსნის შანსი. დღეიდან განგამწესებ აშშ-ის ახლადშექმნილი გაერთიანების მთავრობაში ერთ-ერთ ბოლოხარისხოვან წევრად. ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს შენი უკვდავება. სულ იქნები და იქნები. კარგად დაიხსომე: თუ არ გსურს, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც მე აღგიწერე, მაშინ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ქვეყანამ, სადაც ახლა იმყოფები, თავისი კალთა გადააფაროს საქართველოს. დღეიდან შენი სახელია ჯონი ბატკინსი და აბა შენ იცი და შენმა კაცობამო…

ის-ის იყო, უნდა მეთქვა, შენ ცოტა ხომ არ გაჟრიალებს-მეთქი და წამოდგა, გამოხეული საწმერთული თვალწინ გადამიჭიმა და მითხრა: ასე გამოიბდღვნება შენი ქვეყანა, თუ “ტრაქტატს” საბოლოოდ არ ამოკვეთ საქართველოდანო. ეს იყო და ეს. იმის მერე არც შორენა მინახავს და არც მისი საწმერთული. როდის როდის გავიგე, თურმე საბჭოთა საქართველოში დაბრუნებულა და ერთ წიგნსა და ერთ ფილმში უხსენებიათ. მე კი საქმეს მივხედე და აშშ-ის უმაღლეს წრეებში გავერიე.

ჩემი ვითომ საფლავი. შორენამ იჩალიჩა

ეს ჯეფერსონის გარემოცვაში ვარ

აქ ლინკოლნმა დაგვპატიჟა თავისი ცოლის დის ბავშვის ნათლობაზე. სული ამომეხუთა იმ პარიკში

სტალინის უკან გახლავართ, თახსირი აღა-მაჰმად-ხანის მიწაზე. ჰოი, როგორ მინდოდა, ჩაქუჩი ჩამეკრა მისთვის და გამეთავებინა ეს ყველაფერი, მაგრამ სად იყო ჩაქუჩი... ტრუსიკამდე გაგვჩხრიკეს

ნიქსონი ხრუშჩოვს უკეთებს ჩემ მიერ ნასწავლ რუსულ ილეთს "тыкать". ეჰ, მეც ამის წყალობით გავატრაქტატე თავის დროზე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე ვმოღვაწეობ აშშ-ში. ობამას მოსვლამდე პირნათლად ვაკეთებდი ჩემს საქმეს. მერე გაბაზრდა, რომ ძალიან ბებერი ვარ და დიდი მადლობა-ტაშფანდურით დამითხოვეს სამსახურიდან. ახლა მაკკეინის გუნდში ვარ და იქიდან ვაწვები რუსეთს. ჰოდა სანამ ჩემს აღთქმას არ შევასრულებ, მანამდე არ მოვკვდები. ახლა მაკკეინისნაირი კაცის გაპრეზიდენტებაზე ვკერავ მასონებს და ეგებ რამე გამოვიდეს…

უსმენდა გერონტი ენაგადმოგდებული, რომლის ზედაპირიც უკვე საკმაოდ გახრიოკებულიყო. როცა მეფე ერეკლე ისტორიის მოყოლას მორჩა, მერეღა შეაცურა პირში და 15 წუთის განმავლობაში ცდილობდა მის გალღობას. როცა ესეც მოახერხა, ღვინომოკიდებუი თვალები მიუტრიალა და ჯიქურ მიახეთქა: “მერედა ჩემგანა რაღა გინდა?”

_ აქ რომ მოვდიოდი, ჩემი ნაპარნიკი და ერის ჭირვარამის თანაზიარი მომყვებოდა და რეისზე დააგვიანა. მე რომ ჩამოვედი, ფული სულ ამომაცალეს და მის ჩამოსაყვანად 10-10 ლარს ვაგროვებ. უკვე ოცდამეათე ხარ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები და ეგებ დამეხმარო. – მიუგო მეფე ერეკლემ.

_ ვინ არი და რა ჰქვიან მაგ შენს ნაპარნიკსა?

_ ზვიადი ჰქვიან და თეთრ რაშზეა ამხედრებული. ალბათ, ახლაც ნიუ-იორკის აეროპორტში მიცდის…

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on “ჩვენი ხსნა ანუ მეფე ერეკლეს თავგადასავალი

  1. მარი

    გული მიგრძნობდა სადმე ზვიადისაც რომ ჩააკვეხებდი. :green: ისე მშვენიერი იდეაა

  2. ნიკოლო

    აუ, ეგ არ გააცოცხლო, თორემ მეორედ დაგვღუოავს,ტო :cry: … და ზვიადიც თუ გაცოცხლა ვაბშე დაგვენძრა, მკვდრებიც დაღუპულები ვიქნებით :!: წავიდნენ კაცო ეგენიც, ეძიკაც და მიშიკოც თავიანთი ნაჭამი მძღნერიანად და მერე როგორმე ამოვალთ ამ ქაქიდან და რამეს დავემსგაცსებით ;) .

  3. ნან

    როგორ მომწონს შენი ბლოგი, მაგრამ ეს პოსტი დიდი და მოსაწყენი იყო კეისარო :roll:

    1. zurriuss Post author

      რას ვიზამთ, ნან… ისე, მართლა, მგონი მოვახერხებ კინოფესტივალისთვის მოცლას და ჩამწერე სიასა შინა რააა :*

  4. meanderdze

    ბევრი გიშრომია და ის ზვიადი ხომ მაგარი იყო საერთოდ:D:D:D
    ისე ერეკლე მეორე საფლავშიც არ მოასვენეს, აბა რა ეგონა ტრაკტატის ნაცვლად ტრაქტატი რომ მიიღო…
    ვაი რა გვეშველება მაგათნაირების ხელში?..
    ერთი ბრძენი კაცი ამბობდა “თუ გინდა ბრძნულად მოიქცე, ცოლს მოუსმინე და საპირისპირო გააკეთეო” – ეს კიდე მარტო ცოლს კი არა თურმე შორენასაც უსმენდა… :!:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »