არჩევნების შიდასამზარეულო

მეგონა, ეს დღე დამქანცველი და უჟმური იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ არჩევნების გაშუქება დამქანცველი და ძალიან ძალიან INTERESANTE გამოდგა. ყველაფერი უნდა გა/გადა/გამო/გადმო-თვალო, შე/გადა-ამოწმო და ეს ყველაფერი დედლაინებამდე მოასწრო. დედლაინი ჟურნალისტის 2012-ია!

GIPA-ში არჩევნებზე რადიოსიუჟეტის მომზადება დამევალა. მე და ანიმ სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის ადამიანების აზრი გავიგეთ ამ დღესთან დაკავშირებით. სიუჟეტი რადიო GIPA-ს ეთერით გადაიცა.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/05/Profesiebi-Archevnebze.mp3|titles=Profesiebi Archevnebze]

სიუჟეტის დასრულების შემდეგ საარჩევნო მედია ცენტრისკენ გავემართე. ეს არის ინფორმაციული შიდასამზარეულო, სადაც გროვდებოდა საარჩევნო უბნებიდან შემოსული ახალი ამბები.

შემდეგ ერთ-ერთ საარჩევნო უბანს მივადექი, რომ მისი დახურვა გადამეღო. ასე გამოიყურებოდა #4 საარჩევნო უბანი ლესელიძის 15 ნომერში.

ადგილზე 7:45-ზე მივედი

როგორც ცესკო-ს აკრედიტებული ჟურნალისტი, რეგისტრაციაში გამატარეს. ახლა რაც გინდა, გადაიღეო - მითხრეს :)

აქ ძევს მარკირების სითხე

ყველაზე სკანდალური, მრავალგზის მრავალი მიცვალებულისშემფარებელი სიები!... არ მიკითხავს, როგორ მდგომარეობაში იყო ახლა.

აქ ხელს აწერენ სიაში მყოფი ამომრჩევლები (ოღონდ, მხოლოდ ცოცხლები).

ეს ის "კუბიკია", რის წყალობითაც ილუზიონისტები ფულს შოულობენ, კანდიდატები კი - ხმას

ბიულეტენები: საკრებულოს კანდიდატები, მერის კანდიდატები, მაჟორიტარი კანდიდატები

ცესკო-ს მიერ კურთხეული კონვერტი, რომელშიც გაკეცილი ბიულეტენები იდება

ყველა ბიულეტენიანი კონვერტის ბოლო ეს არის

ამასობაში 8 საათმაც ჩამოკრა...

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “არჩევნების შიდასამზარეულო

  1. მარი

    არჩევნებიც მოვიშორეთ… ვინ რამდენი პროცენტი აიღო ისიც არ გამიგია. რახან იმ წინასაარჩევნო რეკლამებს აღარ ვიხილავ ტელევიზორში, აღარაფერს დავეძებ :D :D :D :green: :green:

  2. როდრიგო

    ყოჩაღ ზურა! გილოცავ პირველ არჩევნებს ;))

    მე გარეთ მდგომმა დეიდებმა გამაღიზიანეს სასტიკად (ტივიში ვნახე):D

  3. Sophie 'Sunny' Golden

    ნეტა, ჩემი ხმა სად წაიღეს?.. :D ცხოვრებაში არჩევნებზე არ ვყოფილვარ და საერთოდ, არ მჯერა: “ერთი ხმაც კი გადამწყვეტია”-ს ბოდვა.

    (ტეხნიჩესკოე ზამეჩანიე: ზურა, ბლოგის ჰოსტი გაქვს გამოსაცვლელი სასწრაფოდ, ძალიან ნელა იტვირთება და ადამიანს პოსტის წაკითხვის სურვილს უკარგავს :( )

    1. zurriuss Post author

      მართალი ხარ… მოვიცლი ჰოსტისთვისაც, სოფ. ახლა კი ხედავ, რა დღეში ვარ… :)
      პ.ს. კომუნისტებისათვის არჩევნები დიდი ზეიმის ტოლფასი იყო. თვითონ ეს დღე უყვარდათ, რადგანაც თავიანთი “რჩეულის” სიყვარულს ადასტურებდნენ. ტაკ ჩტო, ტარჟევსტვუი :)))

  4. ნინო

    რეგისტრატორის ფრჩხილები მომეწონა :)

    მე მთელი დღე იორმუღალოში ვიყავი დამკვირვებელი და იმდენი საინტერესო რამ მოხდა, ძალიან ვწუხვარ სურათები რომ ვერ გადავიღე :(

  5. Katieé.Ge

    უიიი, ესე იგი შენ იყავი ის, მედიაცენტრში კიბეზე რომ მოვკარი თვალი :))

    შეენც, ბრუტუს? :)))

      1. Katieé.Ge

        ხო, მეც, ამ დღეებში რამდენიმე ბლოგერი გავიცანი და ძაან მიხარია :)
        არ მახსოვს რომელი ბრიფინგის მერე იყო, მაგრამ აშკარად აივნიდან კიბის მიმართულებით მოგკარი თვალი, მიდიოდი უკვე და ჩემს 4 კგ-იან ლეპტოპს აღარ გამოვებრდღვენი ოთახის მეორე ბოლოდან ეჭვის იმედად, მეგონა უბრალოდ გგავდა ვიღაც :)

        პ.ს. ჰოსტინგზე შენიშვნა მართალია, სურათებიან პოსტებს მართლა საუკუნე ველოდები :(

        1. zurriuss Post author

          ჰოდა ბლოგერები ვიკრიბებით ხოლმე-ხოლმე და შენც გამოჩნდი, რააა :)
          ჩემს კომპში ბლოგი სწრაფად იტვირთება და ამიტომ არ მიფიქრია ჰოსტინგის შეცვლა… მივხედავ აწი. სენქიუ :*

    1. zurriuss Post author

      შენს ბლოგზე დადებითი კომენტარი რომ დამეწერა, სხვანაირად აჭიკჭიკდებოდი, შე გლეხო :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.