ეგვიპტური Story (ნაწილი II)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/03/09-Hectors-Death.mp3|titles=09 – Hectors Death]

_სად მიგაქვს ნერას სხეული?

_ შვილო, დააბრუნე თავის ადგილას შენი საბრალო და!

_ამენხოტეპ, შეჩერდი ახლავე! ნერა ყველა ჩვენგანის ტკივილია!

_არა, ნერა მხოლოდ ჩემი ტკივილია! ისევე, როგორც მთელი ჩემი სხეული, რომელიც ასე გაშინებთ!…

აღრიალებული დაატარებდა დის ცხედარს სახეშეშლილი ბიჭი და ღმერთებს შველას ეხვეწებოდა. ყველას შეჰბღაოდა და ცრემლებით ჩამობანილ ლოყებს ნერას თმებზე იმშრალებდა. ერთადერთი იმედი, რომელსაც სიცოცხლის სურვილი ერქვა, მისსავე ხელებში ესვენა. სასახლის კოლონადის ბოლოს, მზის დისკოს გზაგასაყარზე, თუტმოსი წამოეწია და ძმას ცხედარი ხელიდან გააშვებინა.

ამ ამბიდან 70 დღის შემდეგ მეფეთა ველზე, ერთ-ერთ აკლდამაში, ნერასსახიანი ოქროთი დაფარული მუმია დაასვენეს. თვალებდასიებული, სახედანაცრებული ამენხოტეპი, ყველა ტრადიციის უკუსაგდებად, სამგლოვიარო პროცესიას უმაღლეს ქურუმთან ერთად მიუძღვებოდა. ბიძა ანენთან რამდენიმედღიანმა ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და ორნი მიაცილებდნენ ნერას ოსირისის მწვანე ქვეყნისაკენ.

აკლდამა სამუდამოდ ჩაბნელდა. ჩაბნელდა ამენხოტეპის სიცოცხლეც. საზრდელის მიღებაზე უარი თქვა. მარტოდმარტო თავის ოთახში, კოლონებს შორის უძრავად მდგარ ღმერთებში დაეძებდა გულშემატკივარსა და დარდის გამზიარებელს, რომელიც ასე აკლდა.

იგი ლოცულობდა _ ისინი დუმდნენ.

იგი მსხერპლს სწირავდა _ ისინი არ იღებდნენ.

იგი იმედის თვალით უმზერდა _ ისინი მიხატულ თვალებს მხოლოდ ერთი მიმართულებით აშტერებდნენ.

–სადა ხარ?! დამეხმარე! გიხმობ!

ღმერთი, რომელიც შენს ლოცვას არ შეისმენს,  არ გეხმარება და შენი მანკიერებით გამოწვეულ წუხილს ნუგეშით არ შეგიცვლის, არ არსებობს.

ამონი მხოლოდ თიხის უსულო ფიტულაა, ოქროში ამოვლბული ტოტემი!

შტერია ყველა, ვინც თავს იტყუებს და გამოგონილ, გველბაყაყისთავიან არსებებს სცმს თაყვანს. დასასჯელია თითოეული, ვინც ხალხს გონებას უწამლავს და მითებით უმტკიცებს, რომ ამონი მზის უძლეველი ღმერთია. რომ სობეკის ოფლისაგან ნილოსი იშვა. ბასტისა და სეხმეტის არსებობა კი სასაცილოა, რადგან ისინი ქურუმებს თავისუფალი დროის მოსაკლავად მოუგონებიათ, ფული რომ დაეტყუებინათ ბრმადმორწმუნე ეგვიპტელებისათვის.

თურმე როგორ ბნელა ეგვიპტეში…

თვალდახუჭულ ამენხოტეპს უკვე აღარ სტკიოდა. იგი ამონის წმინდა ქანდაკებას გამალებული ურტყამდა თავს და პასუხს სთხოვდა, თუ რატომ ჰქვიათ ორივეს იგივე სახელი, როცა ერთი ღმერთია, მეორე კი – ეგვიპტის ხელმწიფისაგან მოძულებული გონჯი.

ფარაონი ხომ ამონ–რას ადამიანური სახეა? მაშინ სად არის ფართე მხრები, ათლეტური აღნაგობა, მამაკაცური თეძოები, დაკუნთული მკლავები? რატომ არ აღმოჩნდა უზენაესის ნება მისდამი ლმობიერი? რატომ წაართვა მისი ტკივილის ერთადერთი გამზიარებლი ასე უპასუხოდ? რატომ არიდებენ თვალს და ყალბი, იდიოტური მოწიწებით რატომ ესაუბრებიან?

საერთოდაც, ვინ არის ამენხოტეპი?

რა უნდათ მისგან?

ან რა უნდა მას?

 

ფარაონი ამენხოტეპ III და დედოფალი თია

მამას ორადორი საზრუნავი აქვს: სახელმწიფო საქმეები და დაჭიანებული კბილები. დედა სამეფო ოჯახის აღზრდას ხელმძღვანელობს. აქ ამენხოტეპიც იგულისხმება, მაგრამ იგი საკუთარ თავს თვითონვე უვლის. მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ თუ შემოუვლის დედა დედოფალი თია. ხან სინდსი ქენჯნას ვერ უძლებს, ხან ოთახი შეეშლება და როდესაც ლეპოარდის ტყავზე მჯდარ ტეძოგანიერ ვაჟს დაინახავს, სხვა გზა აღარ რჩება. უნდა ჩაეხუტოს, რამდენჯერმე საფეთქელზე აკოცოს, პარიკი გაუსწოროს და ამონის, მისი მფარველის სახელით დაამშვიდოს.

ამენხოტეპს სწორედ ეს აცოფებს. ამონი რომ არსებობდეს, დედაზე ადრე დაეხმარებოდა და გაცილებით უკეთ, ვიდრე თიას ვალისმოსახდელი ლოცვა. დედის ყოველი ნუგეში სიყალბედ მიაჩნია. სიყალბე უმთავრესი იყო, რაც ამენხოტეპს ადამიანებში ეზიზღებოდა.

როგორ უნდა გამოესახათ ტაძრის კედლებზე იგი, როცა თავისი დრო მოვიდოდა? ახოვან და მხარბეჭიან  ამონ-რას ასლად? კი მაგრამ, ეს ხომ აბსურდია! იგი ისიდას უფრო ჰგავს, ვიდრე ჰორს. ამენხოტეპის მამაკაცური სხეული ისეთივე სიყალბეა, როგორც ამონ-რასა და მთელი ღვთაებრივი დასის არსებობა. ამიერიდან იგი აღარ დამალავს თავის ნაკლს და ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც ცოდვილმა მშობლებმა უცოდველი პრინცის დაბადების იმედით გააჩინეს.

არა, ამენხოტეპი შურისმაძიებელ ტირანამდე არ დაეცემა. მას სიკეთე და მიტევება სურს. ყოველივე ეს კი ახალი, ერთადერთი ღმერთის სახელით აღსრულდება!

ყველაფერს თავისი დრო აქვს. თუკი უმცირესი საშუალება მაინც მიეცემა, ამენხოტეპი საკუთარ თავში იპოვის იმ ძალას, რომლის სიდიადეც სრულიად შეცვლის მრავალსაუკუნოვან წარმოდგენას ღმერთზე. თუკი დასცალდა, ყველა ყალბის მქმნელს ამხელს და ამით მთელს ერს უჩვენებს გზას მართალი უზენაესისაკენ, რომლის ძიებასაც ასე გაურბოდა ყველა ქურუმი. ამენხოტეპი იქნება პირველი, ვინც ერთღმერთიანობას დააკანოებს!

ამ დიადი მიზნის აღსასრულებლად საჭიროა მხოლოდ ორი რამ: ხელსაყრელი დრო და მორჩილება, რომ ეს დრო მალე მოვიდეს…

ზუსტად 2 წლის შემდეგ ზემო და ქვემო ეგვიპტის ქურუმთა ზედამხედველი და მემფისში პტაჰის უმაღლესი ქურუმი, სამეფო პრინცი თუტმოსი ღვთისმსახურებისას მარცხენა წვივის ძვალში ტკივილს იგრძნობს. თითქმის კოჭლობით დაასრულებს საღვთო საქმეს და ცივოფლდასხმული სასახლისაკენ გაემართება. იმ ღამეს სიცხით მბოდავის კვნესისგან შეშფოთებული გაათენებს სამეფო ოჯახი. გამთენიისას, როცა რას ნავი ჰორიზონტიდან ალისფერ ნიჩბებს ამოჰყოფს და დასავლეთის ცივ ქარს უკუაგდებს, მომავალი ფარაონის სული მას გაჰყვება.

ნაწილი I

ნაწილი III

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

21 thoughts on “ეგვიპტური Story (ნაწილი II)

  1. tazo

    ოხ, ახლა მესამე ნაწილი… ბლოგსერიალი-მაგარი იდეაა. მე კი ვისიამოვნე. ველოდები შემდეგ :)

    1. zurriuss Post author

      გადი იქიიიიიიიიით, ნუ ახსენებ წმიდა ჰაუსს აქ :lol: :lol: :lol:

  2. Dissolved Girl

    ეგრევე მესამე ნაწილის კითხვა დამიწყია :x
    მომეწონა ძალიან :)
    ვნახო წინა ორიც : )

  3. kevana

    აჰაა… საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი :)

    მაგრამ მუსიკა ვისია? ვისიიი? :(

  4. თამარა

    ფანტაზიას საზღვარი არ აქვს :) “თურმე როგორ ბნელა ეგვიპტეში” :)

  5. როდრიგო სანტორო

    ძალიან საინტერესოა! ველოდები შემდეგს. ისე ეგვიპტური ღმერთებიდან მომწონს “მერეტსეგერი”, სიჩუმისა და დუმილის ღმერთი და ჩემი ფსევდონიმიცაა ლიტ. სამყაროში, ჯერ-ჯერობით…:)

  6. Know-it-aLL !

    ყველაზე მაგარი ღორის ნაწლავისგან დამზადებული ტუტანხამონის პრეზერვატივია…. რაც ქაიროს მუზეუმში მოიპოვება :D

    1. zurriuss Post author

      აი, თურმე რატომ ვერ შეეძინა ტუტანხამონს ჯანსაღი შვილი :)

  7. Know-it-aLL !

    : )) ჰოო… უმაგისოდ ჯანსაღი თაობა წამოვიდოდა : )
    ისე მაგათ რა ვუთხარი… ინცესტით რა გაჩნდება აბა… :D :d :!:

    1. zurriuss Post author

      ნუ ახლა ტრადიცია ჰქონდათ ეგეთი და ხომ არ დაარღვევდნენ? :green:

  8. Pingback: ეგვიპტური Story (ნაწილი I) | Zurriuss.Ge

  9. Pingback: ეგვიპტური Story (ნაწილი III) | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »