გვენძრევა

… ისეთი რიტმებით შეგვაქანა, მეგონა, ვიღაცები გამწარებული სექსაობდნენ. მერე მივხვდი, რომ ასეთი ვიბრაციების გამოწვევა ან ტიტანებს ან ტექტონიკურ ფილებს შეეძლოთ. ვინაიდან პირველი, ჯერჯერობით, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, ისევ სეისმური რეალობის წინაშე დავდექით: გვენძრევა!

გვენძრევა ეს ჩვენ, თორემ დედამიწისთვის ეგეთი ხახუნი ზურგის მოფხანაც არ არის. მეტიც, დედამიწის ქერქი მაგ ხახუნით იქმნება. ხოლო, ჩვენ, მოკვდავთ, ზოგს ძილი დაგვიფრთხო, ზოგს ახლობლები გაგვახსენა და ზოგს ბლოგზე საწერი თემა გაგვიჩინა.

მიწისძვრის დროს ჩემიანები ჯერ ისევ გარბიან ხოლმე გარეთ, ვინც ხვდება, რომ ვერ ასწრებს, რომელიმე კარის ზღურბლზე დგება. მე ლოგინიდან ფეხი არ მომიცვლია. მიუხედავად იმისა, რომ კინაღამ ძარღვებში სისხლი გამეყინა, რომელ გაქცევაზე ან კარის ზღურბლზე იყო საუბარი მე-8 სართულზე? ასე, რომ ვიწექი, და კბილებში მოთმინებაგაჩრილი ველოდი ტექტონიკური ფილების სექსუალური თავგადასავლის დასასრულს.

მიწისძვრას დადებითი მხარეც თუ ექნებოდა, აქამდე არ წარმომედგინა. ატყდა რეკვა, ყველამ ყველა მოიკითხა, ფეისბუკი ხომ ნუგეშის ეპიცენტრად გადაიქცა. რაღაც მომენტში კარგია, რომ სტიქიური მოვლენები მაინც რომ გვახსენებს ერთმანეთს და ყველა სხვა საზრუნავი რამდენიმე წუთით მაინც უკანა პლანზე რომ რჩება. ასეა, სანამ არ გვენძრევა, ვერ ვხვდებით, რომ გვენძრევა.

ერთიც და გავალ: ბიძგებმა განმეორება იცის და რაღაცნაირად მიხარია, რომ ერთმანეთს ისევ გავახსენდებით.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “გვენძრევა

  1. Kate

    რა საყვარელი და სასაცილო ხარ ზურიკელა.

    მე ისე მკვდარივით მეძინა, რომ არაფერი მიგრძვნია.
    რომელ საათზე მოხდა ეს ყოველივე??? :green:

    1. zurriuss Post author

      9 სრულდებოდა, ოდეს აგვაძიგძიგა :) მე სულ 5 საათს მეძინა, ამ ბოლო დროს ძილი არ მეკარება :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.