ვინც ჩემი ფეისბუკელი მეგობარი ხართ, ალბათ წაიკითხავდით ჩემს გუშინდელ სტატუსს:

სხვდასხვა რჩევა-მოსაზრება დაიწერა ამასთან დაკავშირებით. სვითი მეუბნება, რომ კომერციული პოსტები უნდა ვწერო, რადგან ასეთი ბლოგები ქართულ სივრცეში ცოტაა. ვეთანხმები, მაგრამ მაგასაც დრო და ტვინის განძრევა უნდა. ზოგს უნდა, რომ zurriuss-ის თამასა შევინარჩუნო და ურჩევნია, პოსტების სიხშირე შევამცირო. ლილიანმა კი მირჩია, ყველაფერ იმაზე დამეწერა, რისი დროც მქონდა და რისიც – არა. ამ დავიდარაბაში….
თავში დამკრა, რომ არსებობს “ფოტოკოლაჟი”, რომელიც ერთგვარ ოქროს შუალედს შეასრულებს. ცოტა დროც სჭირდება და საინტერესოცაა.
თანაც კარგად მახსოვს, ერთ-ერთი ფოტოკოლაჟი რამდენმა მომიწონა. ამასთან ერთად, ჩემი ყოველდღიურობის შესახებაც დავწერ. პოსტებს draft-ებში შევინახავ და ასე გამოვიზოგებ. მოკლედ, რამეს ვიზამ
ახლა კი “დედამიწის საათი” ანუ Earth Hour, რომელის გლობალური დათბობის შეჩერების ხელშესაწყობდ იმართება. პროექტის ყველა წევრ ქვეყანაში ღირსშესანიშნაობებს ერთი საათით აქრობენ, რითაც დიდი ენერგია იზოგება. ყოველ წელს ახალ-ახალი სახელმწიფო გამოთქვამს სურვილს, მსგავსი აქცია თავისთანაც ჩატარდეს. მუდამ განათებული ადგილების ჩაბნელების იდეა იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ ამ სანახაობას მნახველებიც არ აკლია.



















ნიუ იორკი რა ჟმოტი ყოფილა დენის დაზოგვაში !
ასევე საფრანგეთმაც მიიღო მსგავს პროექტში მონაწილეობა ეიფელის კოშკი რამდენიმე წუთი იყო ჩამქვრალი
http://media.monstersandcritics.com/galleries/1662687/0168006555085.jpg აი ეს სურათი !
ჩამქვრალი კი არა, ჩამქრალი.
ამასაც დავდებ, მადლობა
ჩამქვრალია სწორი ფორმა მგონი !
ნიუ-იორკელებმა ჯერ არ იციან, რომ მათი ქალაქიც Earth-ზე იმყოფება
Pingback: Tweets that mention Earth Hour (ფოტოკოლაჟი) | Zurriuss.Ge -- Topsy.com
ნიუ იორკიში თვალები არ უჭრელდებათ :D :D :D :D
ნიუ-იორკის ამ ორ ფოტოს შორის სხვაობას ვერ ვხედავ, ალბათ მხოლოდ ერთი ნათურა ჩააქრეს :D
ეიფელი ჩამქრალიც ლამაზია : ))
პ.ს საინტერესო პოსტი იყო : )
ვა ჭკუის კოლუფი ხარ ზურაბ :D
საუკეთესო გადაწყვეტილება მიგიღია!!
გუთ
ფოტოებიც მომეწონა და ტემაც მარა ეს ამერიკელები ხომ იდიოტების დოღია :D
“იდიოტების დოღი”
სიმბოლურია და ამიტომ თუ იქნება საინტერესო, სარგებლისმომტან ტენდენციებს ვერ ვხედავ ჯერ.. ისე, ყველაფერმა ჩამქრალმა სიძველის შეგრძნება გამიჩინა(NY-ს თუ არ ჩავთვლით). ძნელია ეს ისტორიული, თუ რაც გნებავთ უწოდეთ, შეგრძნება მაშინ გქონდეს, როცა ვთქვათ, თანამედროვედ განათებულ კოლიზეუმს შეავლებ თვალს.. თუმცა ამისთვის ხო დღე არსებობს