Earth Hour უკვე საქართველოში!

60 წუთი დედამიწისათვის – "დედამიწის საათის" ლოგო

ჰმ… აქედან უნდა დამეწყო. ვინც ჩემს პოსტებს ხშირად ეცნობით, გეცოდინებათ, რომ გლობალური დათბობის საფრთხეზე ხშირად ვწერ. ერთ-ერთი ამის ხელისშემშლელი ფართომასშტაბიანი პროექტი არის Earth Hour დაფუძნდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ყოველივე ეს ამცირებს ენერგიის გამოყოფას და, შესაბამისად, დედამიწის კლიმატიც რაღაც პროცენტით ნაკლებად შეიცვლება უარესობისაკენ. პირველად ეს ღონისძიება სიდნეიში ჩატარდა 2007 წელს, 2010-ში კი უკვე 121 სახელმწიფო იღებს მასში მონაწილეობას. რაც ყველაზე ძალიან მიხარია, საქართველოც ერთვება ამ წამოწყებაში!

დღეს, 27 მარტს, საღამოს 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე უკვე საქართველოშიც ჩაქრება ნაგებობები და ამით ჩვენი ქვეყანა შეუერთდება Earth Hour 2010-ს. როგორც საინფორმაციო სააგენტო  GHN.Ge წერს, აღნიშნულ დროს გამოირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის გარე ელექტროგანათება და თბილისის ძველი მერიის შენობა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის ჩაქრობაზეც. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (ალბათ, ეგენი ოთახებში სინათლეს თუ ჩააქრობენ) და “ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი” (HSBC Bank Georgia) – ამ ბანკის შესახებაც არაფერი ვიცი.

დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა. მთავარია, დადგე მათ გვერდით და ერთ საქმეში მიიღო წვლილი. მერე რა, რომ მათზე მეტი გამოცდილება გაქვს (აი, რით ვჯობივართ ევროპას და ამერიკას!). შენც ადექი, გაიხსენე და გაუზიარე უშუქობისდროინდელი შთაბეჭდილებები სხვებს :)

ასე მოხდა ყველაფერი გასულ წელს.

ესეც იმ 812 ობიექტის სია, რომლის განათებასაც ამ საღამოს ჩააქრობენ (თითო პუნქტი რამდენიმე ობიექტს მოიცავს)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

19 thoughts on “Earth Hour უკვე საქართველოში!

  1. ლილიანი

    კარგია მაგრამ ამას ჯობია დედამიწას რამე უფრო სასარგებლოთი დავეხმაროთ
    მაგალიტად გასასხურებელი რაღაცეები არ გამოვიყენოთ და ცელოფნის პარკები არ დავყაროთ და არ ჩავმარხოთ!

    1. zurriuss Post author

      ცელოფნის პარკების შემცვლელი მოსაძებნი და გასავრცელებელია ნამდვილად!!!

      1. Bella Ragazza

        ცელოფნის პარკებს კი მოუძებნეს უკვე სხვა გამოყენება, კერძოდ, ჩინეთში მაგ პარკებს ისე ამუშავებენ, რომ მერე მისგან ტანსაცმელს კერავენ :D

  2. Landish

    დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა.

    საღოლ : ))) ჩაგეთვალა: )))

    ისე, იდეა საღოლ.. მომეწონა.. : )

    მარა კონრეტულად რას უშველის ეს 1 სატიანი ჩაგრობა?

    1. zurriuss Post author

      რას უშველის და ეს პიარია, ჩემო ლანდიშ. ერთი საათი რა ჩემ ფეხებს უშველის, მაგრამ ეს თუ გაგრძელდა, მერე და მერე სხვა რაიმეებზეც გადავლენ. ი მ ე დ ი მ ა ქ ვ ს!

    2. gabo

      არ ვიცი რას უშველის ნამდვილად ეს ერთი საათი უშუქოდ ჯდომა მე არ ვაპირებ და სხვების არ ვიცი

      1. Bella Ragazza

        შუქი მოსახლეობას არ შეუწყდება, გაითიშება მხოლოდ ქუჩები და დაწესებულებები… ნუ, ყოველ შემთხვევაში, ევროპაში ასეა…

        1. zurriuss Post author

          მეც ეგრე ვიცი, რომ მარტო ღირსშესანიშნაობები გაითიშება…. თუ, რა თქმა უნდა, მათში ხრუშოვკებიც არ შედიან :d

  3. Clown^^

    [quote] დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა. [/quote]

    es magari iyo :D :D :D

  4. Natalia

    სხვა ქვეყნებშიც ამ დროს ჩაქრება სინათლე? ანუ ყველგან ერთდროულად ჩაბნელდება? :)

    საინტერესო აქციაა და მეც ვაპირებ შევუერთდე, თუ სახლში დამრთავენ ნებას :D

  5. Sophie 'Sunny' Golden

    მე, პრინციპში, დღეს გამომივიდა ეგ ერთი საათი უშუქობა შაბათის გამო, მაგრამ სხვა დღეს რომ ყოფილიყო, არ ვიცი, რამდენად ჩავაქრობდი.
    მთელი ბავშვობა ლამფის შუქზე ვითხრიდი თვალებს და ახლა რომელ მსოფლიოს გავუწიო სოლიდარობა, სულ ფეხებზე რომ კიდია საქართველო, ჩემი ჩათვლით? Nay, dank u! – ფლამანდიურად რომ ვთქვა ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.