ჩაბნელებული საქართველო დედამიწის დასახმარებლად

დღეს, საღამოს 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე მსოფლიოს რამდენიმე ასეულ ქალაქში ღირსშესანიშნაობებს ჩააბნელებენ. თბილისში ანძის, შერატონის, ძველი და ახალი მერიის და კიდევ რამდენიმე შენობის განათებას გამორთავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 საათით მაინც შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება, რაც გარკვეული დოზით შეამცირებს დედამიწის ზედაპირის სიმხურვალეს. ამასთან დაკავშირებით შარშანაც დავწერე, როცა საქართველო პირველად ჩაერთო ამ ღონისძიებაში.

სპეციალურად არ მსურს, რომ საკუთარი აზრები ვაფრქვიო ამასთან დაკავშირებით და დაბოლება დაგიწყოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს, თუნდაც სულ უმნიშვნელოდ შემცირებული ენერგია. ყველამ ისე გადაწყვიტოს, როგორც თავად სურს. მთავარი სოლიდარობა და საერთოს ფასეულობების პოვნაა, რომელშიც ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობა, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შედის. თვითონ ფაქტი, რომ ეს არეული მსოფლიო ამაზეც შეთანხმდა, უკვე რაღაცას ნიშნავს. ვიცი, რომ “დედამიწის საათი” გაისად უფრო მასშტაბური გახდება, შემდეგ წელს კი უფრო დიდი.

ჰო, მართლა: მთავარს, რასაც ველური ბუნების დაცვის ფონდი (ერთ-ერთი ორგანიზატორი) გვაფრთხილებს, არის, “დედამიწის საათის” განმავლობაში მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ელექტროენერგიის მოხმარებისაგან. ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ერთი საათით დავივიწყოთ ფეისბუკი და კომპიუტერი გამოვრთოთ.

პირადად მე… ერთი საინტერესო იდეა მომივიდა, რომელსაც, თუ გამოვიდა, აუცილებლად გაგიმხელთ. აბა ჰე ;)

ესეც “დედამიწის საათის” ძალიან მარტივი და უბრალო ბლოგი და YouTube არხი.

ესეც ფლეშმობი, რომელშიც მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. საერთოდ, მგონია, რომ ფლეშმობები მსგავსი მოწოდებებისათვის ზედგამოჭრილია.

პ.ს. არ გინდათ ახლა, საქართველო იმდენ ხანს იყო ჩაბნელებული, 10 წლის ვალი მოხდილი აქვსო და ა.შ. მაგით მაინც ვჯობივართ ევროპას :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “ჩაბნელებული საქართველო დედამიწის დასახმარებლად

  1. Qilipa

    ვაპირებდი დღეს ამაზე დაწერას :) კარგი ხარ რო არ გამოგრჩა ეს ამბავი :* თუმცა ვნახოთ, შეიძლება მაინც გავაკეთო პატარა კოლაჟი ბლოგზედ :)

  2. zurriuss Post author

    ფეხბურთთან შედარებით, ეს მეორეხარისხოვანი თემაა. ტაკ ჩტო, არავინ ნახავს :green:

  3. თორნიკე ბერაძე

    კარგი შუქი გამოვრთეთ 1 საათით, ვითომ დაიწია სითბომ? შუქი ჩააქრეს და სანთლები აანთეს.
    აქ უფრო სხვა რამეშია საქმე ელექტროენერგიასთან დაკავშირებული კომპანიების ჩაძირვა უნდათ ხალხნოოო. :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »