ხაჭაპური, კროსვორდები, ტუფლის მაზი!

შენ დაუკარ!

ფული


სკოლაში სწავლისას ფული მძულდა

ახლა მიყვარს

იმიტომ, რომ მჭირდება

იმიტომ, რომ უიმისოდ ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია

არ მიჭირს, უბრალოდ, მჭირდება

იმისთვის, რომ

ვიყო კარგ განწყობაზე

ვინაითგან

განწყობა ამ საქმეში უმთავრესია!

სულ დამავიწყდა, რომ ვხატავ. მგონი, ლოგიკურია, ამით ფულის შოვნაც ვცადო. ჰოდა აწი, ვისაც რამე დაგჭირდებათ და თვლით, რომ მე შევეფერები, აგერ ვარ ;)

აბა, რას ხედავთ აქანე?

ეს "სევდიანი ქალი" თუ რაღაც ამდაგვარია

Do you paint?

No, I draw.

"ბიბლიოთეკარები"

"მერი"

"მეთევზე" - ფანქრითაც ვხატავ ხოლმე

"ავტობუსი"

ილუსტრაცია წიგნისათვის "მეიგავე"

ეს ადრეც დავდე, მარა იყოს კიდევ ;)

P.S. სათაური ძალიან უხდება შტრაუსის ვალსს, არა? :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

13 thoughts on “ხაჭაპური, კროსვორდები, ტუფლის მაზი!

  1. ნანა ზარდიაშვილი

    ძალიან მაგარი ხარ, ზურ! ძალიან მომეწონა

  2. მარი

    რაც მეტს იფიქრებ ფულზე და მასეთ სისულელეებზე, მით უფრო დაგავიწყდება, რომ ხატავ. თანაც უკვე დიდი ხანია არ გამოჩენილა შენი ახალი ნახატი. როგორც წესი, უარესიც ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც ფული ჭირდებათ კარგი განწყობისათვის. :p

    1. zurriuss Post author

      მილიონებს კი არ ვითხოვ. მაგდენი რომ მქონდეს, ახლა ცნობილი მხატვარი ვიქნებოდი (ხარისხს არ ვგულისხმობ) ;)

      1. მარი

        ჰოდა მოისვენე. ხან შემოდგომის სიცივეს იმიზეზებ, ხან ნერვების მომშლელ ადამიანებს, ხან ფულს, ოღონდ ცუდ განწყობაზე იყო. ან უბრალოდ ბლოგზე საწერი იდეები შემოგელია და ბოდიალობ რაღაცას.

          1. მარი

            ხინკალს დააბრალე ახლა. ცოტა ხანში გლობალური დათბობაც მოგისწრებს და უზრუნველგყოფს საწუწუნო მიზეზებით. :p

  3. OTO

    არ მოველოდი ძალიან კარგი ნამუშევრებია. ავტობუსი განსაკუთრებით. გამოფენაზე არ გიფიქრია : )

  4. ანა

    ძალიან მაგარია, ავტობუსი და ბიბლიოთეკარები განსაკუთრებით მომეწონა :)) გამეცინა ამეებზე :D კარგი ხარ! 21-ე საუკუნეში თუ არა ხარ მატერიალისტი, ისე ვერ იქნები სრულფასოვანი ადამიანი :| :ცინიკოსისმაილიკი: სამწუხაროდ… პ.ს. მეც იგივე პრობლემა მაქვს.

    1. zurriuss Post author

      ზნაჩიტ, შენც ხინკალი გინდა საოცრად და თვალი კარადაში დარჩენილი ერთადერთი ჩურჩხელასაკენ გაგირბის :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »