დორიან გრეი – არა, ბლრდძღორიან ლკღრყშრეი

გაფრთხილების მაგიერ: ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ ან არ გსურთ წაკითხულით მიღებული სიამოვნების გადღაბნა, არ უყუროთ ამ ფილმს.

საუკუნო ჭეშმარიტებაა, რომ ყოველი აკრძალვა საპირისპიროდ რომ მოქმედებს. შესაბამისად, თქვენც ამასვე გააკეთებთ. ვიცი, რომ თუ ყურებას აგიკრძალავთ, “რა შენი საქმეა, მე რას ვიზამ” ტიპის მრავალ პასუხს მივიღებ. ასე გეტყვით: მე მხოლოდ გაგაფრთხილეთ და აწი – მკიდია.

ფილმს ანოტაციაში უწერია, რომ ოსკარ უაილდის რომანის მიხედვითაა გადაღებული. ისიც ვიცით, რომ კინო წიგნის ზუსტი ასლი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ არ-მსგავსება გულისამრეობის სინონიმი იყო, არ მეგონა. მოკლედ გეტყვით, რა ხდება:

დორიან გრე (Ben Baarns) – ბანძი სახის მქონე ადამიანი, რომელიც ნამდვილად არ არის ლამაზი. ყველა ნაკვთი ნორმალური აქვს, მაგრამ საერთო ჯამში “ვაიმედედარავნახე”-ს ეფექტს საერთოდ არ იძლევა. პირადად მე დმიტრი მალიკოვს მივამგვანე, რუსული ესტრადის ექს-ბიჭუნას.

ჰენრი უოტონი (Colin Firth) – საინტერესო ხმის ტემბრის მქონე მამაკაცი, რომელიც ნაამდვილად შორს არის თავისი გმირისგან. თუ წიგნში ჰენრი უაღრესად საინტერესო ჯენტლმენია, აქ ერთი ენამწარე წვერულვაშიანი ლორდია და გონებაგახსნილი ჯენტლმენი. მასზე შთაბეჭდილება თუნდაც იმიტომ გეკარგება, რომ დორიანს აგდებული ტონით ესაუბრება.

გაქრა – მინიშნებაც კი იმის შესახებ, რომ ჰენრი უოტონი არ არის მხოლოდ გარყვნილი თახსირი, არამედ გენიალური წვდომისა და ფილოსოფიის მქონე ადამიანია. არ არსებობს არც ერთი სერიოზული დიალოგი დორიანსა და ჰარის შორის, რომელშიც რაიმე სახის ღირებული აზრი ერიოს (მასის აღქმით, დორიანი იმიტომ გაბოროტდა, რომ ხშირად დაჰყვებოდა ჰენრის ბოზ-ებ-ში). ფილმში ყველა რომანტიკული ეპიზოდი ხელოვნურია და აუცილებლობის გამო ჩასმულს ჰგავს. დორიანის ხელოვნური ღიმილი კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი თავიდანვე ბოროტია.

სიახლე – როგორც იქნა, მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი გეია, დორიანი კი – ბისექსუალი კი არა და, ნებისმიერსექსუალი. დორიანი მოკლულ მხატვარს ანაწევრებს და მდინარეში ყრის, არ აწვევინებს  მის გვამს. სახელოვანი პორტრეტის დამახინჯებაზე ისე ПЕРЕТРУДИЛИСЬ, რომ ფილმში მის ხროტინა ხავილსაც გაიგონებთ და მოძრაობასაც ნახავთ. XIX საუკუნეში ზეთის საღებავებისგან დორიანის კომპიუტერული გრაფიკა შეუქმნიათ. ვფიქრობ, სიუჟეტის დასასრული მაინც უცვლელი უნდა დაეტოვებინათ, რადგან ავტორმა საუკეთესო ფინალი მოძებნა, რომლის მჯობნს ეგენი ვერ მოიგონებდნენ.

ამ ფილმზე გაგებული მქონდა რომ მაგარი სირობა და გულისამრევია. სწორედ ამ წინასწარი განცდით ვნახე და არ მეგონა, ასე თუ დავეთანხმებოდი შემფასებლებს. ყველაფერი გათვლილია წამიერ ყბისჩამოვარდნაზე, რომელიც ამაზრზენობით დაგშოკავს და თუ კოკაკოლასაც მიაყოლებ, არც ეგ დაგემართება. ჩემი აზრით, მთავარი იყო, რით გაეოცებინათ მაყურებლები და შედეგსაც მიაღწიეს. ზოგ შემთხვევაში გამეორება ცოდნის დედაა, ზოჯერ კი – რწყევის.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

34 thoughts on “დორიან გრეი – არა, ბლრდძღორიან ლკღრყშრეი

  1. დიანიკო

    მეთქი რას ერჩის, შესანიშნავი ბიჭია (მალიკოვზე)… :D

    ისადა, თუ ეგეთივე წინასწარი გრძნობით უყურებდი, გეთქვა და საერთოდ თავს გავანებებდი. :)

    1. zurriuss Post author

      არ გაანებო, უყურე! გემოვნება ხომ იცი, ფრიად სუბიექტური ცნებაა.

  2. chaotic

    აუ, ფილმი გვერდზე გადავდოთ, მაგრამ Ben Barnes, ანუ დორიან გრეი, უუუუმაგრესად გამოიყურება, იმჰო.

    ჩემი პირადი, სუბიექტური აზრია, იასნო.
    და მალიკოვს საერთოდ არ ჰგავს :D

    კოლინი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეგ როლი ჩააგდო. უფრო სწორად, მე ვფიქრობ, რომ რეჟისორმა და სცენარისტმა ჩააგდეს და ამან ის ითამაშა, რაც მისცეს.

    1. zurriuss Post author

      ჰო, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი უნდა გასვა ძელზე

  3. Bella Ragazza

    ეს ფილმი გამოვიდა უკვე ქართულ ეკრანებზე? და სადაა ამ დროს მმკ?! :D:D:D:D:D

    ხუმრობა იქით იყოს და ოსკარ უაილდი ძალიან მიყვარს. ამ ნაწარმოების 20-მდე ეკრანიზაცია არსებობს და ყველა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩემი ნება რომ იყოს, მეც გადავიღებდი ერთ ‘დორიან გრეის’ ჩემებურად ;)

  4. fsiqe

    რომ გავიგე ფილმის გადაგებას აპირებდნენ გამიხარდა,
    რომ ვნახე ვის უნდა სჰეესრულებინა დორიანის როლი მასჰინვე დავუსვი წერტილი ცჰემ სიხარულს და ფილმის გამოსვლის მოლოდინს.
    იმის მერე აგარც გამხსენებია ასეტი ‘ფილმი’ ტუ უნდა გადაეგოტ, ან ტუ გადაიგეს

  5. Sophie 'Sunny' Golden

    დიდი მადლობა ასეთი გარჩევისთვის :P შეგეძლო რწყევა არ გეხსენებინა, მალე ამ ბლოგზე ყველაზე ხშირადგამოყენებადი სიტყვა ეგ იქნება :D

    კოლინ ფირტი მაგარი მსახიობია და წვერულვაშიან ჩოხა-ახალუხიანიც მომეწონება, ვიცი. დიმა მალიკოვს რას ერჩი, ლამაზი ბიჭი იყო თავის დროზე.

  6. sun_waiting

    ის ნაწარმოები ძალიან მიყვარს, ჯერ ქართულად რომ მქონდა წაკითხული და მერე ორიგინალში წავიკითხე, რამხელა შოკი იყო , განსხვავებამ გამაოგნა და ქართული უკვე აღარ მომწონდა, მერე კიდე ფილმი …
    ეს ფილმი არ ვიცი და უარესი თუა, სულ არ ვუყურო ჯობია …
    თუ ინტერესის გულისთვის ვუყურო? *_*

    1. zurriuss Post author

      აზრი არა აქვს, სხვა რამე ნახე სჯობს. მაგალითად, “მკვდარი პოეტების საზოგადოება” და მერე მადლობას მივიღებ :)

  7. ვასასი

    რა კარგია, რომ ფილმები არ მიყვარს და, შესაბამისად, არც ნერვებს ვიშლი მათი ყურებით.

  8. CinnamonGirl

    მეც ვუყურე…
    ნეტავ არ მექნა…
    საერთოდ, როდესაც ოსკარ უაილდს ეხებიან, მე ცუდად ვხვდები…

    მაგრამ როდესაც ასე ეხებიან, ხომ საერთოდ…

  9. Agasfer

    გეთანხმები.
    არც მე მომეწონა.
    არც გრეი და არც ფილმი.
    ეს სექსუალური ორგიებიც კი ძალიან ხელოვნურად მომეჩვენა.
    განსაკუთრებით ის, თან სისხლს რომ სვამს.. რა კარგად შეიძლებოდა მაგის გადმოცემა.
    ჰმ
    :D

  10. Qilipa

    მე კიდე წაკითხული არ მაქვს და არ ვუყურებ სანამ არ წავიკითხავ თქო ვამბობდი და აწი სულ აღარ ვუყურებ ჰააა :)))

  11. Natalia

    ეს ბიჭი ძალიან მომწონს და საკმაოდ ლამაზია, მალიკოვს რამ შეგადარებინა :D

    ფილმს ვიწერდი ადრე და მერე დამეზარა ნახვა. მიხარია რომ ასე მოვიქეცი : ))

  12. ბონდიანა

    ძალიან მაგარი კინო,ეს შენ ხარ ჩემო მეგობარო არა ფართო დიაპაზონის ყმაწვილი.გემოვნებაზე სწორედაც რომ დაობენ,შენ კი ის არ გაქვს ;)

  13. ლიკა

    არადა წიგნი ინგლისურად მაგარი საინტერესოა :-?

  14. ლიკა

    ბონდიანა

    გემოვნებაზე დღეს დაობენ მაგრამ სწორია ? მე არ ვთვლი სწორად, ჩვენ ყველა ინდივიდები ვართ და ერთნაირად აზროვნების არანაირი შანსი არაა (ფანტასტიკურ კინოებში გმირებად ქცეულ კლონებს არ ვთვლი, თუმცა ზუსტად ზოგჯერ მანდაც არ არიან ერთნაირები). რავიცი ზურიუსმა თავისი აზრი გამოთქვა და მგონია რომ შეწინააღმდეგება მართალი არ იქნება :d

    ზოგს მოსწონს, ზოგს არა ბუნებრივია .. ;)

  15. anaksanamun

    ფილმი არ მინახავს აი წიგნი კი აქამდე რაც კი რამ წამიკითხავს მათ შორის ჩემს ფავორიტად რჩება. დორიანის ერთადერთი კინოსახე მაქვს ნანახი “სტუარტ ტოუნდსენის” განსახიერებით და მისი დორიანი ძალიან მომწონს თუმცა აქვე დავძენ რომ ეს ფანტასტიურ ფილმშია “გამოჩენილ ჯენტმენთა ლიგა”. ანუ თავად წიგნის ეკრანიზაცია არაა. საერთოდ ვფიქრობ რომ ასეთი კლასიკის გადაღება რთულია. თუ არ გამოვა სწორედ რომ შენნაირი იმეგაცრუება და სიყალბის შეგრძნება ეუფლება ადამიანს. ცოტა საშიშიცაა ხელოვანისათვის….

  16. შოკა

    აუ რა ბოროტი უნდა იყო ამ ფილმზე ან ბენ ბარნზე ცუდი რომ თქვა….ეს ფილმი ნამდვილი შედევრია და ეს მარტო ჩემი აზრია არაა..უძლიერესი ფილმია ეგ ბიჭი კი შეუდარებლად თამაშობს..ულამაზესი მეტყველი თვალები და მიმიკები აქვს ,სულ გინდა რომ უყურო…საოცარი მუსიკა ადევს ამ ფილმს და საოცარი მომენტებია,მსახიობებიც სწორად ყავთ შერჩეული…ბენ ბარნს იმდენი მომხიბვლელობა შარმი აქვს ისე თამაშობს რომ წარმოუდგენელია არ მოიხიბლო მისი გმირით…უნიჭიერესია…უყურეთ ხალხო მართლა ისიამოვნებთ ამ ფილმით…

  17. შოკა

    დროა ნამდვილი ფილმების ყურება დაიწყოთ,ესეთი უგემოვნობა იმის შედეგია მისისს და მისტერ სმიტებზე და ტრანსფორმერებზე რომ ხართ გაზრდილი…იდიოტურ კომერციულ ფილმებს უყურებთ და მერე სხვას ასწავლით რა ნახოს და რა არა…

    1. zurriuss Post author

      ძლიიიიიიივს!
      ვიღაც გამოჩნდა ამ ფილმის დასაცავად. მადლობა :green:

  18. გვირილა

    ფილმი არ მაქვს ნანახი, მარა ვაპირებდი ახლახანს. თუ მოვიხელთე დრო მაინც ვნახავ, თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შევიქმნა. თუმცა, უკვე ვიცი რომ იმედი გამიცრუვდება, პერსონაჟების ვიზუალური მხარეც რადიკალურად განსხვავდება და ამას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. დორიანი წიგნში ქერაა და სულ სხვა როჟა. საუბრებზე რაც თქვი, ეს საუბრები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მაგ წიგნში და ეს თუ დაკარგა ფილმმა, ცხადია არ იქნება კარგი.
    ხო, ვინაიდან და რადგანაც პოსტი შოკას კომენტამა წამაკითხა, ბარემა მასაც ვეტყვი ერთ-ორ სიტყვას – ეს ფილმი ხელოვნების ნიმუშიც რომ იყოს, ყველას აქვს უფლება მისი მოწონება-არმოწონების და ეს არ ნიშნავს, რომ “მისის და მისტერ სმიტებს” უყურებენ მარტო. თუნდაც წიგნებს რომ შევადარო, მთელი მსოფლიო აღიარებს “დონ კიხოტს” და მე ვერ ვამუღამებ, მაგიტომ გოჩა მანველიძეზე ვარ გაზრდილი? ვერც ლიტერატურულ გემოვნებას დამიწუნებ მაგის გამო. არ მგონია, რომ ეს ის ფილმი იყოს, რომლის მეშვეობითაც ერთმნიშვნელოვნად შეაფასებდი ადამიანის გემოვნებას. წაკითხული გაქვს “დორიან გრეის პორტრეტი”? არც ერთი პერსონაჟი არ “აცდა” ფილმში?

  19. გაგა

    ეს ფილმი 50 ჯერ არის გადაგებული არცერთი ფილმი არ ვარგა ….თუმცა ეს იმათ ჯობს მაგრამ ….კარგად გიცერია ზემოოთ :d :d :d

  20. Pingback: BIAFF კინოფესტივალის ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები |

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.