პედანტი ჯადოქარი

ავტორისეული

იგი მაგია. თეთრთმიანი შავით მოსილი მაგი. მაღალი და არასტანდარტული, ძალიან მოხდენილი ფრაკით. პედანტი ჯადოქარი. მისი სახელის გამოცხადებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში თავში უამრავმა აზრმა გამიელვა, თუ როგორია დმიტრი ხვოროსტოვსკი სინამდვილეში. რა სიმაღლისაა, როგორ მოძრაობს, რა ჟესტიკულაციას იყენებს, როგორ ურთიერთობს მაყურებელთან. იუთუბში ასჯერ ნანახი მაინც სიყალბედ მეჩვენება და ამასობაში პედანტი ჯადოქარი სცენაზეა.

ხვოროსტოვსკი ძლიერი მაგია. სხვათაგან განსხვავებით, მისი შელოცვა დასრულებამდე იწყებს მოქმედებას. ამასთან ერთად, უფრო დიდხანსაც მოქმედებს და გონზე მოსვლისათვის საათებია საჭირო (ჩემს შემთხვევაში დღეები).

იყო დრო, როდესაც აღარ უკვირდათ თვითმყოფადი ხმები. დღეს არტისტულობაც აღარ არის სიახლე. მეტიც, ვერც ამ თვისებების ერთობლიობით გააკვირვებ ვინმეს. მთავარი დღეს მაგიაა. საკუთარი თავის ვოკალური ტრანსფიგურაცია, რომელიც მსხვერპლთა გუნდს მომენტალურად აშეშებს, გონებას უთიშავს და მის მანიპულირებას მანამ არ მოეშვება, სანამ ზოგიერთს ექსტაზით სავსე ოხვრა არ აღმოხდება. ვინც ხვოროსტოვსკი საკუთარი თვალით იხილა, დამეთანხმება.

როცა ფილარმონიას რომელიღაც ჯანდაბა ადგილისათვის განკუთვნილი ბილეთით მივადექი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ წინ ნამდვილი ხელოვნება მელოდა და არა “პაპსა” არიებით “მარიაჟობა”. ასეც მოხდა. თამარ ივერმაც და ზემოხსენებულმა ბარიტონმაც ისეთი შემართებით და თავისუფალი ხმით იმღერეს, ერთ მომენტში გავიფიქრე, რამდენად ღირსია ჩვენი ორკესტრი ასეთი დონის ხმების აკომპანიმენტისა. ჩასაბერი ინსტრუმენტების ხრიალი და უზუსტობები ხომ ოპერის ორკესტრის სენია. თუმცა პედანტმა ჯადოქარმა ყალბ ნოტებს ყურადღება არ მიაქცია. როდრიგოს სიკვდილის სცენა იმხელა სუნთქვით იმღერა, უგემოვნო ტაშის დამკვრელებიც კი (ყოველი პიანო დასასრული რომ ჰგონიათ და უგუნურ აპლოდისმენტებს რომ შემოცხებენ) დაადუმა.

საბოლოო ჯამში “იავნანას” მორიგი საქველმოქმედო კონცერტი გულის გადაშლას უფრო ჰგავდა. ხვოროსტოვსკიმაც გულახდილად იმღერა და არც მაყურებელი დარჩენია ვალში. პოლიტიკა იქით იყოს და იმ დღეს მართლა ვფიქრობდი, რომ ხელოვნება ძალიან მაგარი დიპლომატიაა. ზოგჯერ დიპლომატიაზე მაგარიც.

პოსტი გამოქვეყნდა ჟურნალ “ტაბულას” ბლოგზე

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “პედანტი ჯადოქარი

  1. ან ნა

    უვიცო კიარა, შენი ბლოგი ძალიან გაღარიბებული მეჩვენება, შეუცვალე დიზაინი რა :\
    და კიდევ, არქივები …

    1. zurriuss Post author

      დიზაინზე ვლადს შევუთანხმდი უკვე და არქივიც არის ;)

  2. მარი

    რამდენჯერ ვცადე, მაგრამ მაინც ვერ ვუსმენ. მეტისმეტად რთული მეჩვენება.

  3. vannina

    :)მრავალჯერ განგეცადოს მსგავსი შთაბეჭდილებები,
    და არა მხოლოდ საქართველოში …

    ჩემს პირს ყველანაირი ტკბილეულობა )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.