მრავალფეროვნება of Сhess (ფოტოკოლაჟი)

ალბათ, ყველას გახსოვთ ეს სცენა, არა?

პირველად მაშინ გავაცნობიერე, რომ ყოველი ფიგურა მართლა ცოცხლდება, როცა ამ იდუმალ თამაშს ხელს მოკიდებ. ისე ვამბობ, თითქოს ჭადრაკის მაგარი მცოდნე ვიყო. არა, სვლები ძლივს ვიცი. არანაირი “ძეტსკი მატი” და შამათები მე არ მეხერხება. უბრალოდ, მიყვარს.

ყველაფერი მიყვარს, რაც ადამიანის ფანტაზიას ამრავალფეროვნებს და მის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ჭადრაკის თამაშს რომ თავი დავანებოთ, მარტო მისი ფიგურების რამდენნაირი ეგზოტიკური ვარიაცია შეიძლება, მოგვივიდეს თავში! სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა მოვლენაზე, პერსონაჟებზე და ა.შ.

მიუხედავად ნულოვანი გამოცდილებისა, გარწმუნებთ, ეს სფერო ძალიან მიყვარს. მერე რა, რომ შორიდან მოსაწყენია. არც მიკვირს, ასე რომაა. ისეთი ბანძი ფიგურებით თამაშობენ. ვფიქრობ, უფრო მრავალფეროვანი და ეგზოტიკური “მოიერიშეების” გამოყენებით, თვალსაც გაისხარტებდნენ და გონებასაც.

დღეს, როცა მშრალ ხიდზე კიდევ ერთხელ გადავედი, მტკიცედ გადავწყვიტე, როცა მოვახერხებ, ჭადრაკის კოლექციონერი გავხდები! მექნება ყველაზე ყველაზე უცხო ფიგურები. სანამ ჩემი მრავალფეროვანი ოცნება ნივთიერ სახეს შეიძენს, მანამდე მის მრავალფეროვან ფოტოებს წარმოგიდგენთ.

დავიწყოთ შუა საუკუნეებით

გავაგრძელოთ სოკოებით

ესეც ჯადოქრული ჭადრაკი

აი, ძალიან ძალიან დახვეწილი ფიგურები

შეიძლება, ამას "გენიალური" არ ვუწოდო, მაგრამ ძალიან საინტერესოა!

ისა და, ვინმემ შახმატის თამაში იცით, რომ გამავარჯიშოთ კი არა და გამარკვიოთ?

ძალიან არ მიყვარს გერად-ფერადი ფიგურები. ლაკონიურობა მირჩევნია, მაგრამ ფერებისა და ორნამენტების ასეთი გემოვნებით შერჩევა აღნიშვნის ღირსია.

ერთ-ერთი უძველესი ფიგურების აღდგენილი ვარიანტი

Hands UP!

ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ამერიკის სამოქალაქო ომი

ტრაფალგარის ბრძოლა - ცოტა ბანძი ფერებია, მაგრამ თვითონ ფაქტია მაგარი ;)

კელტები

ანტიკური საბერძნეთი

ალბათ, ხვდებით, რომ თითოეული ფიგურის სურათს არ ვდებ, თორემ იმდენი მაქვს, როო :(

ეგვიპტური (მართლაც რომ!)

ოქროსა და ბრილიანტის ჭადრაკი (!!!)

და... ჯაზზზზზი

შერლოკ ჰოლმსი (გაასწორა!)

შატრაჯნი - თანამედროვე ჭადრაკის წინაპარი!

ვიჰი პუჰი (აბაა, ბააავსვებო)

ნიუ იორკი (ეს და კიდევ მსგავსი სტილის ფიგურები, რაც დავდე, ხელნაკეთია)

ჰენრი VIII

ბეჭდების მბრძანებელი

…და მრავალი სხვა. კიდევ იმდენი და ისეთნაირი მაქვს, რომ ვერ მოთვლი. ჰოდა  აქ გავჩერდები და დავძენ, რომ, რომც არ იცოდე ჭადრაკის თამაში, თვითონ ფიგურები ისე მაგიურად “არსებობენ”, რომ გაჯადოებენ. რავი, მე ეგრე მემართება და…

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “მრავალფეროვნება of Сhess (ფოტოკოლაჟი)

  1. marieeeeeeeeeeeee

    მიყვარს ჭადრაკი და მომწონს ესენიც ძალიან და შენც მიყვარხარ საერთოდ ;))

  2. kate alukard

    აუ ზუ რა მაგარია ^^ ბავშვობაში პაპამ მასწავლა სვლები ^^ მაგრამ ისე ვერ ვთამაშობ კარგად :((((( რა ლამაზი ფიგურებია ^^ შენი მეფის სურათი რატომ არ დადე? : ))

  3. anna

    ინწერესნა… :) მართლა მაგარია კოლექციის გასაკეთებლად მსგავსი ტიპის ფიგურები. გუდ ლაქ ;)

  4. სიყვარულოვნა

    რატომღაც არასდროს მიყვადა ჭადრაკი.
    ერთხელ ნათლიამ დაბადების დღეზე მაჩუქა ჭადრაკის შუშის (ნუ მთლად შუშის არა) ჭადრაკი და ფიგურები შემიყვარდა. მერე სვლებიც მასწავლა…

    თუმცა, ეს პოსტი რომ არა არც გამახსენდებოდა რომ სახლში სადღაცასაც ძალიან ლამაზი ჭადრაკის ფიგურები მაქვს.

    მაინც არ მიყვარს ჭადრაკი. დაკა მირჩევნია. მიუხედავად იმისა რომ ორი აბსულუტურად განსხვავებული თამაშებია დამკა მაინც მიყვარს. ადვილია + ამასაც სჭირდება აზროვნება და ტვინის დატანება

    1. zurriuss Post author

      აზროვნება კბილების გამოხეხვასაც სჭირდება. მაგალითად ის, რომ, ჯაგრისი ბოლომდე არ უნდა შეიყო, თორემ ნაქს მოხვდება და იმ წამსვე ამოარწყევ.

      1. სიყვარულოვნა

        ხო ზურა, მაგრამ სად აზროვნება რომელიც კბილის გამოხეხვას სჭირდება და სად აზროვნება რომელიც დამკას სჭირდება.

        აზროვნება და გონიერება ნებისმიერ აზარტულ თამაშს სჭირდება :)

        თუმცა ჭადრაკი და დამკა ჩემთვის ორი ყველაზე სააზროვნო თამაშებია. დამკა ბევრად ჩამოუვარდება ჭადრაკს.

        თუმცა, ფიგურებით მაინც ვერ ვარ აღფრთოვანებული. ჩემთვის ისეთივე აზარტის “ნივთია” როგორც ნარდი.

        მაგრამ მე მიყვარს ჭადრაკის თამაშის ყურება :)

        1. zurriuss Post author

          მე კი ვფიქრობ, რომ ჭადრაკის თამაშის ყურება (თუ ჰარი პოტერის არ არის) მაშინ, როცა არ თამაშობ, მაზოხიზმის გამოხატულებაა ;)

  5. Natalia

    ისტორიული ფიგურები მომეწონა განსაკუთრებით და შერლოკ ჰოლმსი მაგარი იყო [დედოფალი ის დიასახლისია? ცოტა პომპეზური ხომ არ არის ამ პერსონაჟისთვის :D]

    კიდევ რამდენი რამის მოფიქრება შეიძლება, დამაინტერესა მეც : ))

    პ.ს ჰო, თამაში ვიცი, ბავშვობაში მასწავლა ბებიამ და ხშირად ვთამაშობდით ხოლმე. თუმცა დიდი ხანია, უკვე აღარ მითამაშია. ხომ იცი, ეს დიდი ადამიანები : ))

    პ.პ.ს ყოველ კომენტარზე თავიდან რატომ მაწერინებს სახელს და მეილს შენი ბლოგი? რა არასტუმართმოყვარე ხარ, ზურიუს :D

  6. phantom

    აჰაჰ, კარგია.

    თამაშის წესები ადვილია,

    მთავარია სვლები, რომელი გამარჯვებამდე მიგიყვანს :დ

  7. მარი

    zurriuss, ხომ არ იცი სად შეიძლება საქართველოში განსხვავებული და ორიგინალური ჭადრაკის ყიდვა? და თუ შეგხვედრია, რა ღირს?
    P.S. ძალიან მომეწონა პოსტი ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.