დინოზავრების ეპოქა ჰოლივუდში

ესე პოსტი არს პიარსკოლიდამ

დინოზავრები აღმოჩენის თანავე გახდნენ სხვადასხვა ზღაპრისა და შეთხზული თავგადასავლების მთავარი პერსონაჟები. მათ ხატავდნენ, ძერწავდნენ, ხოლო კინემატოგრაფიის გაჩენის შემდეგ, ფირზე იღებდნენ!

ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელიც დინოზავრებზე გადაუღიათ 1913 წლით დათარიღებული The Primitive Man-ია. მაშინაც და მის შემდეგ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დინოზავრებს ძერწავდნენ და ფოტოგრაფირებით, პოზიციის ოდნავი შეცვლით “აცოცხლებდნენ”. ამასთან ერთად, იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო კარგად შესწავლილი ამ ქვეწარმავალთა სხეულის მოძრაობა და გადაადგილების თავისებურება, რაც, თანამედროვე გადმოსახედიდან, მნიშვნელოვან მეცნიერულ ნაკლს ქმნიდა. მაგალითად, ასეთს:

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=7Xz10ruKl5w&feature=related]

… და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 1993 წელს სტივენ სპილბერგმა არ დაადგა თვალი ამ უცნაურ ქმნილებებს. იგი, ალბათ, ყველაზე სერიოზულად და შემოქმედებითად მიუდგა არა მხოლოდ ფილმს, არამედ თავად ცხოველებს და მილიონობით მაყურებელს დაანახა გაცილებით მეტი, ვიდრე საზარელი ხვლიკები. იმ დროისთვის თანამედროვე აპარატურის დახმარებით სპილბერგმა ყველაზე რეალისტურად აამოძრავა და აახმაურა მილიონობით წლის წინათ გადაშენებული ქვეწარმავლები, რამაც ფილმს 3 ოსკარი და 914 მლნ დოლარი მოუტანა. აი, ისიც, თაობათა საკულტო ფილმი:

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=g5gbNtYw9KA]

1997 ხვლიკებით გატაცებული სპილბერგი ისევ იღებს ფილმს დინოზავრებზე, სახელწოდებით “The Lost World: Jurassic Park”. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი კვლავ წარმატებული გამოდგა და მსოფლიოს მასშტაბით 615 მლნ დოლარი მოიტანა, ოსკარი ვერ დაიმსახურა. ის რევოლუციური ვიზუალური შოკი, რაც პირველმა ნაწილმა მოახდინა, კინემატოგრაფიაში ახალი სიტყვა თქვა და დინოზავრები “გააცოცხლა”, უკვე მომხდარი იყო. მეორე ნაწილი პირველის მხოლოდ ღირსეული გაგრძელება აღმოჩნდა. შემდეგ სპილბერგს “იურული პერიოდის პარკის” გადაღება აღარ უცდია.

მიუხედავად ამისა, 2001 წელს კიდევ ერთი “იურული პერიოდის პარკი” გამოვიდა, რომელიც ჯო ჯოჰანსონმა გადაიღო. ფილმმა 365, 900 000 დოლარი მოიტანა. სწორედ ამდენი გადაიხადეს დიონზავრების ერთგულმა ფანებმა მსოფლიოს მასშტაბით იმ ეპოქისათვის, რომელსაც სათავე სტივენ სპილბერგმა დაუდო. შემდეგ და შემდეგ უამრავი სერიალი თუ ფილმი გადაიღეს ამ ცხოველების შესახებ, დოკუმენტურ ფილმებზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგრამ დინოზავრთა ეპოქის ოქროს ხანა ჰოლივუდში 90-იან წლებს გაჰყვა. დღეს მხოლოდ რამდენიმე ძალიან კარგად გადაღებული ფილმით შეგვიძლია, ვისიამოვნოთ და ვივარაუდოთ, მილიონობით წლის წინათ ზუსტად ასე გლეჯდა ნადავლს ტირანოზავრი რექსი ან ფოთოლს ხის კენწეროდან – გრძელკისერა ბრონტოზავრი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.