დადგა ის აუტანელი დრო, როცა დღესაც და ღამესაც ერთი ფერი აქვთ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შვილივით გამოზრდილ ბლოგზე წერა ასე შემეზარებოდა. ხან დრო მიშლის ხელს, ხან ხასიათი. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემში თავგადაკლული ბლოგერი მალე გაიღვიძებს. ახლა კი საქმე.
დიდუბის სასაფლაოზე უკვე 800 ადამიანი განისვენებს. თითქმის ყველა მათგანი ცნობილი პიროვნებაა ან მე არ მეცნობა. თითქმის არც ერთის საფლავი არ ჰგავს ერთმანეთს. ყველა თავისებურად განსხვავებული და მათში განსვენებულთა ისტორიის ნაწილის მატარებელია. ქართველებს გვიყვარს პომპეზური საფლავები, თუმცა აქ ეს აკვიატება ვერ დავინახე. ჩემი აზრით, ყველა თუ არა, უმეტესი ნაწილი მაინც გემოვნებითაა შექმნილი და გარდაცვლილთა მოღვაწეობის სფეროს ელემენტებით გაჯერებული.

ზურაბ ჟვანია

ჰამლეტ გონაშვილი

მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი

შოთა ნიშნიანიძე

გრიგოლ აბაშიძე მეუღლესთან ერთად

თენგიზ აბულაძე მეუღლესთან ერთად

შოთა ყავლაშვილი

სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე

ვახტანგ ბოჭორიშვილი მეუღლესთან ერთად

ჯაბა იოსელიანი

გოგი გეგეჭკორი

იზა გიგოშვილი

მურმან ლებანიძე

რევაზ ლაღიძე მეუღლესთან ერთად

იოსებ ნონეშვილი მეუღლესთან ერთად

ვახტანგ ფალიაშვილი

დავით გამრეკელი

კოტე ჩაჩავა

აკაკი ვასაძე

აპოლონ ქუთათელაძე

ალიო მირცხულავა

პოლიკარპე კაკაბაძე

იეთიმ გურჯი

დავით ანდღულაძე
გაგრძელება იქნება მას შემდეგ, რაც კიდევ მივალ პანთეონში. 5:00-ზე იკეტება და მეტის გადაღება ვერ მოვასწარი. კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანის საინტერესო დიზაინის საფლავს ინახავს დიდუბის პანთეონი.
მეც მინდა წასვლა, მაგრამ სკოლის დღეებში ვერ ვახერხებ, შაბათ-კვირას ოლიმპიადები დამინიშნეს. ამ თვის ბოლოს ვამთავრებ და იქნება წავიდე. საინტერესო პოსტი იყო ^_^
რავი, რაც მოვახერხე, ეგ არის
ელენე ახვლედიანისაა საინტერესო :>
მაგისისასაც და დავით კაკაბაძისასაც იხილავ შემდეგში
ზურიუს, წინდახედულობა კარგია, მაგრამ არ მგონია, მანდ კიდევ იყოს ადგილი დარჩენილი

ძალიან კარგი პოსტი იყო.
არასოდეს ვარ არც მანდ და არც მამა დავითზე ნამყოფი და ძალიან საინტერესო იყო.
შოთა ყავლაშვილი ვინ იყო??? მისი საფლავის ქვა რაღაცას ნიშნავს ალბათ.
ეგეთები იმდენია მანდ… ამის გაგრძელებას დავდებ, როგორც კი მოვიცლი. მაშინ ვერ მოვასწარი გადაღება.
სოფიკოოოოოო:(( <3 მიყვარს…მიყვარს უზომოდ! ღორსეული ადამიანი,მსახიობი….მიყვარს <3<3<3