დიდოსტატის მარჯვენა TV Series

didostati

ორშაბათი, დილა.

ვიღვიძებ, საწოლის მარჯვნიდან ვიღებ ლეპტოპს, ვხსნი სერიალების საიტს და ვრთავ ახალ სეზონს, რომელსაც წელიწადს ველოდებოდი. სიუჟეტი ნაცნობია, მშობლიურიც კი. ჟანრი ისტორიული, მცირეოდენი ფენტეზის ელემენტებით. ასაკობრივი შეზღუდვა 15 +. “დიდოსტატის მარჯვენის” მე-2 სეზონის პირველი სერია დაიდო!

უკვე საკმაო რაოდენობის ისტორიული ჟანრის სერიალი მაქვს ნანახი იმის დასამტკიცებლად, რომ ყველა მათგანი ერთფეროვანი და ერთმანეთის ასლი ხდება. გამონაკლისია Game of Thrones, რომლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანი და მოულოდნელობებით აღსავსეა, რომ ამ კატეგორიის ჩემპიონია. დღევანდელი ისტორიული სერიალების მინუსი არის გაცვეთილი ერთფეროვნება. როდემდე უნდა გავოცდეთ არააუთენტურად დახატული შუასაუკუნეებით, ჰოლივუდის სტანდარტებს მორგებული ვიზუალებით, კათოლიციზმის ხლართებით, ფულით, სექსით და ბევრი სისხლით? რა თქმა უნდა, ეს გარემოებები სიუჟეტს მეტ ექსპრესიას სძენს და საკვანძო ადგილებიც მათი წყალობით იგება, მაგრამ ხელწერა ყველგან ერთიდაიგივეა. იმიტომ, რომ ყველა მოქმედება ერთ, ევროპულ პლაცენტაში ხდება.

სანახაობის გადასახალისებლად საჭიროა სიუჟეტის შეცვლა. საამისოდ დიდად არც აზია გამოდგება, რადგან მასზეც საკმარისზე მეტია გადაღებული. საჭიროა სრულიად ახალი, თითქმის აბსოლუტურად უცნობი მხარე, ენა, წეს-ჩვეულებები, ტანისამოსი, გარემო. მოკლედ, საქართველოს ტიპის უცნობი ქვეყანა თავისი უცნობი ანბანით, ფაბულითა და პერსონაჟებით. თუ აქამდე ისტორიული სერიალების უმრავლესობაში სარკმელს მიღმა “სხვა” ქვეყნები ჩანდა, საინტერესო იქნება, როგორ გამოჩნდება ევროპა “სხვა” ქვეყნის სარკმლიდან.

ამასთან ერთად, საინტერესოა უცხოელის თვალით დანახული მთავარ პერსონაჟთა ბედი:

მეფე გიორგი: უბრალოდ და საინტერესოდ კვდება.

შორენა: საინტერესოდ იკლავს თავს.

ფარსმანი: საინტერესოდ კლავენ (თან ამ ყველაფერს რომ ეფექტები დაედება, რა მაგრი გამოვა).

მელქისედეკ კათალიკოსი: თავისებური გენდალფი :)

არსაკიძე: მისი სიკვდილი ცალკე კომპიუტერული გრაფიკაა.

წარმოიდგინეთ ამღვრეულ კადრებში მორიელების მცოცავი ჩრდილები კედელზე უფრო და უფრო იზრდება. მათი მარწუხებიდან ზოგი შორენას ემგვანება, ზოგი მეფე გიორგის, ზოგი ფარსმანს, ზოგი – სვეტიცხოველს… თან ამას შესაფერისი მუსიკა ზემოდან!… მოკლედ ძალიან ეფექტური სიკვდილის სცენა გამოვა.

გარდა ამისა, ტექსტი იმდენად მდიდარი ენითაა ნაწერი, რომ მხოლოდ მონოლოგებისა და დიალოგების წყალობით გამოვა ძალიან კარგი სცენები. აქვეა ნამდვილი ქართული ერთგულებისა და ღალატის სცენები. ასეთს სხვაგან ვერ წააწყდები. ზოგიერთ ადგილას გადასარევი ეროტიკული გადახვევების ჩასმაც შეიძლება. ფარსმან სპარსი კი საერთოდ სამეცნიერო ფანტასტიკაა!

მოკლედ, შესაბამისო პირებო, მოკიდეთ თარგმანს ხელი, დაიკიდეთ მეობის წართმევით შეშინებულ სირთა ჯოგის აზრი და ააფარეთ “დიდოსტატის მარჯვენა” ჰოლივუდის პროდიუსერებს სახეზე!

პ.ს. დესერტად გიტოვებთ “დიდოსტატის მარჯვენას” ჩემეულ ილუსტრაციებს ;)
http://zurriuss.ge/if-no-art/

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “დიდოსტატის მარჯვენა TV Series

  1. გლეხის ბიჭი

    ძალიან კარგი გამოვიდოდა, მაგრამ იმდენა ძვირი დაჯდება, იმდენად ძვირი, რომ უფერულ კოსტიუმებს, დეკორაციებს და გრაფიკას, ისევ ჩემეული მირჩევნია. არადა, რამდენად ამოუწურავად შეიძლება ისაუბრო ფარსმანზე და მთლიანად მაგაზე ააგო სერიალი – მარტო ამ გმირის შექმნისთვის იმსახურებს კოსტა აპლოდისმენტებს, სხვა თუ არაფრისთვის. შორენა ისევ კლდიდან ჩამოვარდეს, მაგრამ ვარდნა რომ საუკუნეს გაგრძელდება გაშეშებული და ახლო კადრებით – ყველა ნაკვთს რომ დაინახავ ყველა გვერდიდან ამ მონაკვეთისტვის დაწერილი მუსიკით. გიორგის და ირმის ამბები კიდე ცალკე. ეროტიული სცენაც ბლომად იქნება – არ გამორჩენია ეგ და უფრო მეტის დამატებაც შეიძლება.
    წავიგდე ენა, ძალიან მომაშიე ზურა :(

    1. zurriuss Post author

      ყველანი მაგ დღეში ვართ :)
      პ.ს. ძალიან ძვირი კი დაჯდება, მარა თუ ჰოლივუდმა მოკიდა ხელი (ესეც ფენტასტიკის სამყაროა უკვე), მაშინ ყველაფერი გამოვა :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »