დღეს რაზე ვიღლიცინოთ?

ჩვენ, ვინც სოციალურ ქსელებს აქტიურად მოვიხმართ, მისი მიკრო თუ მაკროკლიმატის ნაწილი გავხდით. შესაბამისად, არ შეგვიძლია, არ გამოვეხმაუროთ ან, უბრალოდ, მიღმა დავრჩეთ იმ მოვლენებისა, რომლებიც ამოიფრქვევა, გავირუსდება ხოლმე და მერე დავიწყებას მიეცემა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ფეისბუკის ალიაქოთს და ვეცადე, ყველა ის საკვანძო თემა მომენიშნა, რომელმაც ფბ ერი ააღლიცინა. რაც დავასკვენი, არის ის, რომ ახალი თემა, ძირითადად, დღის მეორე ნახევარში აგორდება და პიკს იმავე საღამოს ან მეორე დღეს აღწევს, როცა ფეისბუკ მოქალაქეთა მიმღები ნაწილიც (ანუ ისინი, ვინც თემებს ტრენდულად არ აქცევს და უბრალოდ აყვება მათ) აქტიურად იზიარებს ამბავს. ყოველი ახალი თემა საშუალოდ ორ დღეს ცოცხლობს, შემდეგ ახალი საქოთქოთე მასალა იჩეკება და ფარავს მას. მაშ ასე, სოციალური მედიის ბოლოდროინდელი პანიკის მიზეზები:

  • 19 იანვარი, 2017 – “ლა – ლა ლენდმა” ფეისბუკი ორ მტრულ ბანაკად გაჰყო. ოჯახები დაინგრა, ფეისბუკში სამოქალაქო ომის სუნი ჩამოწვა.
  • 27 იანვარი, 2017 – ნუკა ყარალაშვილი ჯოოოოოოორჯია.
  • 28 იანვარი, 2017 – თბილისა და ბათუმში მოთოვა. სხვაგანაც, მაგრამ კაციშვილს არ აინტერესებს ეგ.
  • 30 იანვარი, 2017 – “ბავშვთა სამყარო” დაიწვა და ყველამ ვიღაცას დააბრალა გაუმართავი ელექტროობის გარდა. მერე რა, რომ ოთხივე მხრიდან იწვოდა, დაბრალება უფრო ასწორებს.
  • 1 თბერვალი 2017 – მორაგბეების ახალი ჩაცმულობა. არ მოეწონა ფეისბუკს და აღშფოთდა სოც მედია ერი.
  • 2 თებერვალი 2017 – ვიზალიბერალიზაცია მოგვცეს. წავიდა 37 ევრო გულავი ევროპებში.
  • 3 თებერვალი 2017 – გურამ შეროზიამ ევროპის ვიზალიბერალიზაციის საზიანო მხარეები ამცნო ფეისბუკ ერს, რაც ძალიან წააგავდა საკუთარი ვიზებიანი პასპორტით მარიაჟს. მაგრად დაიცინა.
  • 5 თებერვალი 2017 – ნიკა გვარამიას მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რამაც, ყველაზე მეტად, სკანდალებს დახამებული ხალხი გაახარა.
  • 6 თებერვალი 2017 – საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ “მოამბე” რჩება, დანარჩენ დროს არხი იშიშინებსსს
  • 8 თებერვალი 2017 – “ფრესკომ” კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ ზუსტად იცის, როგორ იზრუნოს საკუთარ იმიჯსა და თანამშრომლების კარგად ყოფნაზე და მორიგი კრეტინული განცხადებების წყება დაახვავა.
  • 9 თებერვალი 2017 – “ფრესკოს” სკანდალს “ბიბლურსის” თანამშრომლების საპროტესტო ტალღაც აყვა, რასაც ფეისბუკში მათს გვერდზე გამაფარჩაკებელ რევიუებში გადაიზარდა.
  • 10 თებერვალი 2017 – ფეისბუკში ხალხმა პირველი სუ ხელფასის გადმოლაგება დაიწყო. ზოგმა ოთახის დალაგებისას ბავშვობაში აღებულ 20 თეთრზე იღლიცინა, ზოგიც სერიოზულად მიუდგა საქმეს პირველ მოზრდილ ჰონორარზე დაწერა.
  • 13 თებერვალი 2017 – საპატრიარქოს წიაღში მორიგი და უკვე კარგად მოზრდილი სკანდალი აგორდა. ამჯერად პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზეა საქმე და დაკავებულია საპატრიარქოს მეჭურჭლეთუხუცესი. თუმცა ფეისბუკის პროგრესულ ფრთას ფრთა დიდად მაინცდამაინც არ შეურხევია, უკვე იმდენჯერ აქვს ნაღლიცინები ამ თემაზე. უფრო “დანარჩენები” აქოთქოთდნენ, არიქა, იმ საპატრიარქოში, რომლის ცუდზე გაფიქრებაზეც კი ანათემა გარანტირებული გვაქვს, ყველაფერი რიგზე არ ყოფილაო. გამარჯობა. :)
  • 14 თებერვალი 2017 – საყოველთაო ღლიცინი ვალენტინობაზე, მისი წარმომავლობისა და ავკარგიანობის გარჩევა ჯვრებით, ყვავილ – შოკოლადებითა და პრეზერვატივებით.
  • 15 თებერვალი 2017 – შორენა თეთრუაშვილს წყალი შეუდგა. ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუკში და სამღვდელოების ნაწილიც მის წინააღმდეგ ალაპარაკდა. ტაბუ ნელ-ნელა ირღვევა თუ არა და კიდევ რა განცხადებას გააკეთებს პატრიარქის პირით მადმუაზელ შორენა, ეგენი ჯერ წინაა.
  • 16 თებერვალი 2017 – ფეისბუკის პრადვინუტი ნაწილის ახალგაზრდული ფრთა აჰყვა ახალი სტიკერის რიტმს, რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის ფრინველი სიკვდილის პირამდე აქიცინებს თავს. რა თქმა უნდა, ამან შორენა – ციანიდის თემა ვერ გადაფარა და მსუბუქ ალტერნატივად გასდევს ძირითად თემას, მაგრამ ნერვებისმომშლელი სმაილაკების მოყვარულებს გულები კი დაუამა.
  • 17 თებერვალი – ჯაჯანიძის შოუში მოჩვენება ჩასახლდა (უფრო სწორედ, ჯაჯანიძის შოუდან ერთ-ერთ სახლში გადასახლდა:) ) და პატარა ტროლი ბავშვის წყალობით გაპიარდა, რადგან მხოლოდის ხედავსო.
  • 19 თებერვალი – გამარჯობა ჩვენო მაყურებელოოოოოო გაისმა მაია ასათიანის ხორხიდან მომიტინგე ერის მიმართ, რამაც შვა ქუბნი ნუკა ყარალაშვილის მსგავსნი.
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »