დღეს რაზე ვიღლიცინოთ? (ნაწილი 2)

 

როგორც ჩემი მეზობელი იტყოდა,
ტყემ მოისხა პერაშკი,

აგერ ჩაქუჩი გალობს,

ტყიდან მოფრინავს ნიანგი

და საქართველო ხარობს.

ვხარობთ ჩვენც. ვხარობთ ყველგან, სადაც და როგორც შეგვიძლია. ჭირსა თუ ლხინში, ცუდსა თუ კარგში. ღლიცინის თავი მუდამ გვაქვს. ამიტომაც იშვა წინა პოსტის გაგრძელება, თუ რაზე ვიღლიცინეთ ამჯერად.

  • 20 თებერვალი 2017 – ვიტალი ჩურკინი მიირთვა იმიერმა. ვისაც გაგონილი ჰქონდა მისი “ვაჟკაცობის” შესახებ საქართველოს მიმართ, გზა დაულოცეს ჯოჯოხეთისკენ.
  • 21 თებერვალი 2017 – კვლავ საპატრიარქო, შორენა თეთრუაშვილს და ყველა ფულიან სამღვდელოს გამპრავებლად დედა ანისია მოევლინა, თან ისე ბანძად გააპრავა, გიორგი გაბუნიამაც კი ჩაიქნია ხელი.

  • 24 თებერვალი 2017 – სამძიმარზე ღადაობა და მოღადავეების წყევლა – გინებაც მოდური გახდა. ყველაფერი მხოლოდ ერთი დღით.
  • 25 თებერვალი 2017 – “აეროსმიტის” ბილეთები დაიდო, ებდღვნა ერი და ისე სწრაფად დაიტაცა, რომ უკვე აღარ მჯერა, საერთოდ თუ იყიდებოდა. ბილეთები.ჯი-მ ტრადიციულად ახლაც გაჭედა.
  • 26 თებერვალი 2017 – მიტევების კვირა, ტრადიციულად, შეტევების კვირაში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, ალაგ – ალაგ კეთილსინდისიერი მიმტევებლებიც გამოერივნენ, რომლებსაც კვალდაკვალ მიჰყვნენ გულმავიწყებიც. მერე გაახსენდათ, რომ ყველაფერს ყველას ვერ აპატიებდნენ და დაიგრუზნენ.
  • 1 მარტი 2017 – თფილისში გაზაფხული მოვიდა. ჯერ ფეისბუკზე, მერე – ყველგან.
  • 2 მარტი 2017 – რუსთავი 2-ს ისევ ქიბარ ხალვაში გადაყლაპავს. თავისუფალი სიტყვის ღაღადის უკიდურესობა VS ღირსები იყვნენ მაგენი.
  • 3 მარტი 2017 – ევროსასამართლოს მორიგე მოსამართლემ საქართველოს უზენაესი 9 მოსამართლის მიღებული გადაწყვეტილება ქიბარის მიერ რუსთავი 2-ის ჩაყლაპვაზე გააჩერა. გააააააააჩერა, ამ დედამო****მა გაააააააააააჩერა.
  • 4 მარტი 2017 – “სიყვარულსა მალვა უნდა” (ც) შოთა (ც) გურანდა გაბუნია.
  • 6 მარტი 2017 – ბეტა თი-ბოტმა გამოაბოტა სოციალურ ქსელებში და ისეთი კითხვები დაუსვეს, დაკომპლექსდა :(
  • 7 მარტი 2017 – რუსთავი 2-მა, ევროსასამართლოს გავლით, საქართველოს უზენაეს სასამართლოზე გაიმარჯვა. ასეა, უზენაესის უზენაესი არ დაილევაო.
  • 8 მარტი 2017 – ეს დღე ზუსტად იგივეა, როგორც 2, 3, 5 წლის წინ: მანდილოსნები, მანდილოსნებმა, მანდილოსნებს, მანდილოსნების, მანდილოსნებით, მანდილოსნებად, მანდილოსნებო…
  • 9 მარტი 2017 – ბარსას მკვდრეთით აღმდგარ თამაშზე სკანდირებს ფბ მოსახლეობის დიდი ნაწილი. იციან, არ იციან, უყურეს, არ უყურეს, გადახვევებით ნახეს – არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, ბარსას რაღაც მაგარი უქნია.
  • 10 მარტი 2017 – საპატრიარქოში სინოდის სხდომის ოფიციალური სპონსორია ტოიოტას “ჯიპი”.
  • 11 მარტი 2017 – ბათუმში პოლიციის ერთ ჯარიმას მოყვა კაი გვარიანი არეულობა და დამწვარი საპატრულო მანქანები. ფბ მოსახლეობის ნაწილმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სწრაფადვე მიაწერა ეს ბიძინას, მეორე ნაწილმა – ნაციონალებს. ვისაც არ ეზარებოდა, ვიღაცისკენ მაინც გაიშვირა თითი.
  • 12 მარტი 2017 – რაგბიში რუსები კიდევ ერთხელ ვახოხეთ და ორჯერ მეტი სხვაობით მოვუგეთ – 28:14. ყველას უყვარს რაგბი, ყველა სტადიონზეა, თამაშის წესები ყველამ იცის, ფაქ რაშა, პუტინ ხუილო, ანათე მზეო.
  • 16 მარტი 2017 – ძლივს, ინტერნეტი შეძრა და შეაზანზარა ემა უოტსონის დაჰაკული ტელეფონიდან გავრცელებულმა შიშველმა ფოტოებმა. ბევრის სექსუალური ფანტაზია საბოლოოდ დაკმაყოფილდა, ბევრი უკეთესს მოელოდა, ბევრმა კი მილიონერი გოგო ასეთი ჩვეულებრივი სხეულის ქონისთვის გააკრიტიკა. ნეტა, ვის გაახსენდა, რომ ემა ფემინისტია და ბუნებრიობას უჭერს მხარს?
  • 19 მარტი, 2017 – სოციალურ ქსელში მემარცხენეები, მემარჯვენეები და შუაშისტები ერთმანეთს მორიგ სამკვდრო-სასიცოცხლო სამთაბრძოლაში ეკვეთნენ. მიზეზი ამჯერად მერიის მიერ მარჯანიშვილის მოედანზე გარემოვაჭრეობის აკრძალვა იყო. ვინ ვის რა გადაუღუნა, ჯერჯერობით უცნობია.
  • 21 მარტი, 2017 – აღმოსავლეთ საქართველოში ქარია, დიდ დიღომში უფრო დიდი ქარია. ჩააჩოჩა მცხეთისკენ.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »