დათო რობაქიძე – როგორ დაიწყო ყველაფერი

იცნობთ დათო რობაქიძეს?

ამ ადამიანმა თავი ბევრს “ნიჭიერში” კარტებით ჩატარებული, ერთი შეხედვით, მარტივი ფოკუსებით დაამახსოვრა.  როგორც კი ფოკუსებს მორჩა, მაია ასათიანისა არ იყოს, მეც აღვნიშნე, რომ სწორი საუბრითა და მსუბუქი იუმორით ისევე მოხიბლა მაყურებელი, როგორც თავისი ოსტატობით. მას შემდეგ გამიჩნდა დიდი სურვილი, ეს ადამიანი პირადად გამეცნო. გამეგო, ვინ იყო, როგორი ხასიათის, რას ფიქრობდა, როგორ ისწავლა ფოკუსების კეთება, მოკლდ მაინტერესებდა, რა “ტიპი” იყო. ხომ იცით, მიყვარს ნიჭიერებთან, ინტელექტუალებსა და ჩემზე უფროსებთან ურთიერთობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ აქვთ ერთი კარგი რაღაც, რაც შეიძლება უფასოდ მოგცენ: საინტერესო აზრები!

ჰოდა ორშაბათს, “ნიჭიერის” პირველ ლაივზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ, ფანებსა და ბრბო-ფანებში მასსაც გადავაწყდი. “ნიჭიერის” ბლოგერები უკვე კარგად იცნობენ კანდიდატებს, შესაბამისად, დათო ლანდიშამ გამაცნო. იქვე, კიბესთან იდგა კარტის დასტით ხელში და ყველა გარშემომყოფს აშტერებდა.

კარგად მახსოვს, როგორ ამოირჩია ლანდიშამ რვიანი აგური ამოირჩია და როგორ აქცია დათომ იგი ყვავის მეფედ კარტის მუხლზე გახახუნებით. თან ამ ყველაფერს ისე “რაღაცნაირად” და სასიამოვნოდ აკეთებდა, რომ მის მოსაზრებას, რომ ფოკუსის ძალა მის სიმარტივეშია, უკვე ვაღიარებ. ხოლო ბედად, ვინაიდან დიქტოფონი თან მქონდა, მასთან სახელდახელო ინტერვიუც ჩავწერე. ვისაც გაინტერესებთ, გაიგეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი ;)

Dato Robakidze – Interview (Nichieri) by zurriuss

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

18 thoughts on “დათო რობაქიძე – როგორ დაიწყო ყველაფერი

  1. წყარო

    მაგარია, ჩემი ფავორიტია ნიჭიერში, არ მიზიდავს მე გულისამაჩუყებლად სიმღერა, ინდური ცეკვები და თავზე აგურის მტვრევები, მე ამ კაცს ვბალეშიკობ, სხვისი არ ვიცი… წარმატებებს ვუსურვებ, ზურიუს ჩემგან გადაეცი : )) ;)

  2. egoisti

    ძალიან მომწონს ეს ბიჭი.. და ვგულშემატკივროოობ … ძალიან საყვარელია : )

  3. კანარიო

    მეც ეგრევე მოვიხიბლე. განსაკუთრებით მისი მოქნილობა მომეწონა, მიუხედავად იმხელა კარტებისა. :d

  4. zurriuss Post author

    მეც მაგიტომ მომეწონა ეს ადამიანი. კარგი ვინმეა და მიხარია, თქვენც რომ დარწმუნდით ამაში :)

  5. MetaGamma

    მეც ძალიან მომწონს და როგორც მახსოვს, ნახევარფინალში ვერ გადავიდა, ვცდები :?:

  6. piccolina

    აუუუ შეყვარებული ვარ დათოზე
    პრომოს ჩაწერაზე რომ ვიყავი მაშინ გავიცანი ჯერ კიდევ და კარგად დამამახსოვრდა
    ბლოგზეც კი დავწერე მაგაზე
    <3

  7. გიორგი =^

    ძაან მაგარი ვიღაცაა რა… ამას და ავთოს ვგულშემატივრობდი მარა ავთო გააგდეს =X აბა მიდი დავიით !!! ჩემი ტელეფონის ანგარიში შენ გეკუთვნის :D:D:D

  8. საკურა

    ახლაც გაოცებული ვარ,იმით თუ როგორ აღმოჩნდა ჩემს მიერ ამორჩეული კარტი დათოს ბაგეებს შორის ისე რომ ჩემს დაძაბულ და დაკვირვებულ თვალს ეს გამოეპარა :d

  9. jim jackson

    martla magadikaci ariss ,, me namdvilad magra gamaoca ,, magral livshi rom mpkuzebi chamitara waaaaaawww dzan magari xar ;) ;) ;)

  10. დათო რობაქიძე

    ბოდიშს ვიხდი ამდენი ჯარგონისა და ბარბარიზმისათვის… საერთოდ არ მახასიატებს ეთი მეტყველება :) გამოვსწორდები :)

      1. zurriuss Post author

        აქ მოსულა… უფრო ცოცხალი და დამაჯერებელია. აბა, შენ იცი :)

  11. ნოდარი

    auu dato gtxov mitxra tu sad ishoveba bicyles karti dzalian gtxov an tqven tu icit mitxarit fokusebistvis mwirdeba :cry:

  12. Pingback: ზურიუსი ჯარში | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »