ბნელი ძველით ახალი წელი

ზოგადად, როგორია ახალი წელი, არა აქვს მნიშვნელობა, ძველი თუ ახალი? მინიმუმ ასეთი:

თუმცა, როცა კაცს არ გიმართლებს, ძველით ახალი წელი ასეთი გექნება:

სიმარტოვეს ყველაზე მეტად სიბნელეში განიცდი, როცა გარშემო მხოლოდ შენი წარმოსახვაა.

6 ხდებოდა, რომ სიცივემ გამაღვიძა. შუქი მთელი დღე არ მოსულა და მეგონა, რომ მთელს კორპუსში იყო გამორთული. ავდექი, მივდექ-მოვდექი და თურმე სად გულაობ, ზურიკ, მარტო შენ დარჩი ბნელში! :)

  • რამდენიმე ათეული ზარის შემდეგ თელასის ოპერატორი ყურმილს იღებს და ის-ის არის, პრობლემა ავუხსნა, მითიშავს
  • კიდევ ათობით უშედეგო ზარი და ავტომატის ხმა “დაელოდეთ ოპერატორს”
  • ვიგინები და წიხლებს ვიქნევ გავადაშანთული ცხენივით
  • ჩემი ძმა შინ არ არის
  • უკვე ანთებული სანთლით ვმოძრაობ
  • ვიღებ გადაწყვეტილებას, დავრეკო მშობლებთან. ეს, დაახლოებით, ატომური ბომბის გაშვების ღილაკზე თითის დაჭერის ტოლფასია, როცა იცი, რომ მისი ეფექტი დიდხანს იმოქმედებს შენზე
  • საქმეში მშობლები ჩაერთნენ. მამაჩემი ჯერ კიდევ 29 დეკემბერს გადახდილის გადასამოწმებლად წავიდა უახლოესი ფეიბოქსისკენ, დედაჩემმა ტრადიციულად 699-ჯერ დამირეკა, ხომ არ ჩართულაო
  • მრიცხველი შევამოწმე და ყველასი ტრუალობდა ჩემ გარდა :(
  • როგორც იქნა, გავარკვიე, რა ნომერზე უნდა დავრეკო, რომ შუქი ჩამირთონ… მაგრამ ეს იქნება ხვალ და არა დღეს!
  • ბედს შეგუებული ვრეკავ ძმაკაცთან. მოდის. სანთლის შუქზე ცოტას ვბაასობთ და ვფიქრობთ, რა მოვუხერხოთ ჩემ მიერ ნაყიდ შამპანურის ბოთლს
  • ამასობაში სანთლის შუქზე მის პორტრეტს ვხატავ
აი, ისიც :)
  • მერე წავედით და ან ნა და ყვავა ვნახეთ “პივნოიში”. ფრიად გემრიელი ხორცის ასორტიც დავურყით
  • მეეერე წავედით დოდკას დაბ. დღეზე, სადაც ჩემი მისვლა ნიანგის ხახაში თავის ნებაყოფლობით შეყოფას უდრიდა
  • მთელი საბლოგეთი იქ იყო. ყველას სახელი აქ რომ დავლინკო, ვორდპრესი იფიქრებს, გასპამერდაო
  • ნახევარმა საბლოგეთმა მაჯვა ძველი ცოდვების გამო, მეორე ნახევარი იცინოდა
  • მერე მაგრად მეკაიფნენ, ჩემი შამპანურიც მოვსვით, ჭკუაც დამარიგეს და დავიშალეთ
  • გამოსვლისას, დოდკას რომ ვემშვიდობებოდი, მივხვდი, რომ ბევრ რამეში მართლა დამნაშავე ვიყავი. უბრალოდ, ზოგი ამას მეგობრულად გეტყვის, ზოგს კი ჰკიდია და მაგრად მიგახურავს. დოდკამ ყველაფერი მოკლედ და ჯიგრულად ამიხსნა. მიყვარს დოდი <3
  • გამოსვლისას (ჩემი ძმაკაციც ყველაფერ ამას ესწრებოდა და მერე თავისი გზით წავიდა) ალუკარდი მიხსნიდა ჩემს შეცდომებს, მერე მის საყვარელ “ზაიობებზე” ვიცინეთ ბევრი. ისიც გამიმხილა, რომ ბლოგერების მიერ დაგეგმილი ორგია, რომლის დეტალებს ჩემ თვალწინ განიხილავდნენ, ჩემს გასაგიჟებლად მოგონებული ფარსია :D :green:
  • ასე დავიშალეთ. მე სახლში წამოვედი და ირაკლის დავურეკე
  • ერთმანეთს ვაგზლის მეტროში გადავაწყდით, როცა 12-ს 5 წუთი უკლდა
  • ძველით ახალ წელს ვაგზალზე შევხვდით, სადაც ყოველი მხრიდან ფეიერვერკის სინათლე კაშკაშებდა, ოღონდ ძალიან შორიდან
  • სახლში ამოვლასლასდით, სანთლები ავანთეთ, ჩაი და ქუთაისიდან გამოგზავნილი გოზინაყი მივირთვით
  • მერე 2008 წლის ახალ წელს ჩემი გაჭედვების ვიდეოებს ვუყურე, სადაც გამწარებული ვმღერი და ირაკლი დასაძინებლად მექაჩება
  • ბეეევრი ვიცინეთ, მერე სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და ბაი-ბაი ძველით ახალო წელო :)

 

 ესეც ჩემი ბნელი ძველით ახალი წელი :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ბნელი ძველით ახალი წელი

  1. მარი

    გილოცავ, ყველაზე მაგარი ახალი წელი გქონია, მართლა. :d წარმოიდგინე, რა მაგრად გაგახსენდება მერე :d
    ჰოდა, საერთოდაც არაფერი გექნებოდა საწუწუნო, ცოტა იუმორის თვალით რომ შეხედავდე და მძაფრად რომ არ უფიქრდებოდე ყველაფერს. :p

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »