ბნელი რაინდის აღზევება

ყველაფერი, რაც ადამიანის თვალწინ ხდება, აუცილებლად აღIბეჭდება მის ცნობიერებაში. ეს ჭეშმარიტება მე ჯერ კდიევ მე-5 კლასში ვირწმუნე, როცა ბეტმენი პირველად ვნახე. იქიდან მოყოლებული, ეს გმირი ჩემი მარტოობის ნაწილია. ძირითადად, ალბათ, იმიტომ, რომ შიშების დაძლევა მსურს, კიდევ, ალბათ, იმიტომ, რომ მეტი ადამიანის დახმარება მინდა. მადლობა ღმერთს, შურისძიება არ მამოძრავებს, რაც ამ კომიქსის გმირის ერთ-ერთი მთავარი მოტივია. ბეტმენი, ალბათ, კომიქსადვე დარჩებოდა, სანამ მისით კრისტოფერ ნოლანი არ დაინტერესდა.

“ბეტმენი” 1989 წ.

ბეტმენის ერთ-ერთი პირველი ეკრანიზაცია 1966-68 წლებში მოხდა და მას ადამ უესტი ასრულებდა. გარკვეული პაუზის შემდეგ, 1989 წლიდან კომიქსის ხელახლა გადაღება დაიწყო. ამ ფილმებში ჰოლივუდის ყველაზე ცნობილმა მსახიობმა თავისი როლი-ხელწერა შეასრულა. მაგალითად, სიტყვა “ჯოკერი” ავტომატურად ჯეკ ნიკოლსონთან ასოცირდებოდა, “პინგვინი” დენი დე ვიტოსთან და ა.შ.

“ბეტმენი ბრუნდება” 1992 წ.

90-იანი წლები ბეტმენის ხანაა. მის როლს ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან მაიკლ კიტონი, ველ კილმერი,  ჯორჯ ქლუნი. მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა ნათელი ხდება, რომ ბეტმენმა თავისი თავი ამოწურა. მიზეზი არც თუ რთული დასადგენია: ფილმები უფრო კომისის ეკრანიზაციად დარჩა, ვიდრე დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე კინოპროდუქტად.

“ბეტმენი სამუდამოდ” 1995 წ.

“ბეტმენი და რობინი” 1997 წ.

საჭირო იყო ახალი, დამოუკიდებელი იდეის გენერირება და ფილმისთვის მორგება, რა თქმა უნდა, კომიქსის გათვალისწინებით. ერთი სიტყვით, ეტმენი კიდევ ერთხელ უნდა დაბადებულიყო.. და ეს შესანიშნავად მოხდა.

“ბეტმენი იწყება” 2005 წ.

2005 წელს კრისტოფერ ნოლანის ფილმმა “Batman Begins” ღამის რაინდი კინომოყვარულებს ახალი სახით დაანახა. მთავარი როლი კრისტიან ბეილმა შეასრულა, რომლის ნიჭზე საუბარი ცალკე თემაა.

“ბნელი რაინდი” 2008 წ.

2008 წელს გადაღებულ “The Dark Knight”-ში, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, ჯოკერის როლის შემსრულებელმა ჰით ლედჯერმა ჯეკ ნიკოლსონის ამავე როლს აჯობა. ესეც ახალი ბეტმენის მეროე წარმატება. ამან და ფილმის ძალიან საინტერესო მსვლელობამ ფანების ინტერესი და მოლოდინი კიდევ უფრო გაზარდა… და ბნელი რაინდი ისევ აღზევდა.

“ბნელი რაინდის აღზევება” 2012 წ.

ამ სანახაობაზე კინოთეატრიდან გამოსვლის მომენტიდან მომინდა, დამეწერა. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე ადამიანური ბეტმენი, რაც კი ოდესმე გადაუღიათ. აქ იგი, ერთი მხრივ, ქალაქ გოთემის სუპერგმირია, რომელიც ხალხისთვის შეუძლებელს აკეთებს, მეორე მხრივ, იგი ადამიანია – ბრიუს უეინი, რომლის ზეგავლენა ბეტმენის ფოლადის სამოსელზე უფრო მტკიცეა. 90-იანი წლების კუშტი და უშეღაათო ბეტმენს ჰუმანული ბნელი რაინდი ცვლის. თუმცა ეს მომენტი მას არ აკნინებს. პირიქით, ბეტმენის თითოეული წარუმატებლობისა და დაცემის მიღმა ნათლად ჩანს ადამიანი, რომელსაც რეალურად ტკივა.

ვიზუალის მხრივაც დიდი ცვლილებაა: თუ 90-იან წლებში ბეტმენი და ბრიუს უეინი მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისგან და პრაქტიკულად ვერ ნახავთ კადრს, რომელშიც ნათლად ჩანს რომ სწორედ ბრიუს უეინს აცვია ბეტმენის კოსტიუმი, ნოლანის ფილმებში ეს “იდუმალება” აღარ არსებობს, რადგან ისედაც ვხვდებით ვინ რომელია. ამ მხრივ, ბეტმენის ტრილოგია მსგავს “ბავშვურ” ელემენტებს მოკლებულია.

'The Dark Knight Rises' premiere

კრისტოფერ ნოლანი, ტომ ჰარდი, მარიონ კოტიარი, გარი ოლდმანი, ენ ჰეთეუეი, კრისტიან ბეილი, მორგან ფრიმენი და ჯეიმს გორდონ-ლევიტი

მსახიობთა ნაკრებს რაც შეეხება, ფილმში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, რომელთა ხილვაც კი უკვე დიდი შთაბეჭდილებაა. გამაოცა ენ ჰეთეუეიმ. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან მომწონს, მის მიერ განსახიერებული ქალი კატა ნამდვილად ისაა, რასაც მაყურებელი ითხოვდა: ეშმაკი, სექსუალური, მოხერხებული, ველური, არც ბოლომდე უარყოფითი და არც ბოლომდე დადებითი. არ მეგონა, ასე კარგად თუ მოირგებდა იმპულსური პერსონაჟის როლს. თუმცა მისი კატის შედარება მიშელ პფაიფერის ამავე როლთან (“ბეტმენი ბრუნდება” 1992 წ.) არ შეიძლება, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო დახვეწილ და გრაციოზულ კატას ასახიერებს, ჰეთეუეი კი – ველურს.

მარიონ კოტიარს კი შეუძლია, მშვიდად იყოს, რადგან მას გააჩნია ის, რის გამომუშავებაზეც მსახიობები დიდი ხნის განმავლობაში წვალობენ – ინდივიდუალური ხელწერა. სწორეთ ამის და უბადლო ტექნიკის გამოყენებით კოტიარის ცისფერი თვალები, როგორც დადებით, ისე უარყოფით პერსონაჟს ერთნაირი დამაჯერებლობით განასახიერებენ. სხვა მსახიობებს ამჯერად არ განვიხილავ, რადგან გრანდიოზულობა მათ კარგა ხანია, დამტკიცებული აქვთ. ერთს ვიტყვი, რომ კრისტიან ბეილზე ჯერ კიდევ 12 წლის წინ ვამბობდი, რომ ძალიან მაგარია და მას აუცილებლად მივუძღვნი ცალკე პოსტს.

დაბოლოს, “ბნელი რაინდის აღზევება” სავსეა მოულოდნელობებით, უშეღავათოდ დრამატული სცენებით, თითქოს “არაბეტმენური”, მაგრამ ლოგიკური სიუჟეტებით. სამივე ფილმი, წინამორბედებისგან განსხვავებით, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და შინაარსიც ერთიმეორისგან გამომდინარეობს. ყოველივე ეს ბნელ რაინდს გამორჩეულ კინო კომიქსად აქცევს. ხოლო აქედან ვის, რომელი ფილმი მოსწონს, ეს უკვე მათი სუბიექტური არჩევანია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “ბნელი რაინდის აღზევება

  1. GioMac

    Nice post!
    მე ეს ბოლო არ მომეწონა. რაც დრო გადის – მით უფრო აღსათქმელად მარტივი (და რთული) ხდება შინაარსი, ხელოვნება უკანა ფონზე გადადის და ა.შ.
    ჩემთვის ბეტმენი არის 1989 წლის ვერსია, რომელიც ტიმ ბარტონის მიერ ტრადიციულად ზღაპრულადაა გაკეთებული.
    შეიძლება ახლებს მეტი $ მოაქვთ, მაგრამ ჩემთვის ხელოვნების ნიმუში პირველი თუ არის.
    პ.ს. ვნახე აღზევება და ეს 3 საათი ტყუილად დავკარგე, სიამოვნება = 0, ბილეთის ფასს არ დავეძებ :))

    1. zurriuss Post author

      სხვათა შორის, ამ წამს ვუყურებ მაგ ფილმს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეგ უბრალოდ კომიქსია მოუშენ მოუდში. ძალიან მაგარი, მაგრამ ცალკე ფილმად ეგ არ გამოდგება. ამაშია მთელი განსხვავება, თორე ისე კი არაფერს ვერჩი :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »