სახიფათო ცილკონი თუ უბედური პანგოლინები?

პანგოლინი რომ გაგახსენდება ადამიანს ამ კარსმომდგარი ციკლონის დროს. გაიხედავ დასავლეთით და გეგმაზომიერ მოყაყვას მიჩვეული ევროპა არაგეგმაზომიერ თოვლსა და სიცივეში იყინება. აყროლონ და აფრქვიონ CO2 და დაუგეგმავი პანღური მერე ნახეთ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ეს თავქარიანი ციკლონი ახლა ჩვენ, უცოდველ და ბუნებისმოტრფიალე ქართველებს გვემუქრება. ჰოდა რა დროს პანგოლინია ახლა? ან რომელზე დავწერო?ციკლონზე თუ პანგოლინზე?

პანგოლინზე თუ ციკლონზე?

პანგოლინზე? არა, ციკლონზე!

ციკლონზე? არა, პანგოლინზე!

ვსო, ვწერ ციკლონზე! :|

მარა პანგოლინიც რომ მეცოდება? :(

რატომ უნდა შემეცოდოს, მე ხომ არ ვარ გადაშენების პირას?

უი, პანგოლინები გადაშენების პირას არიანი, ხო? კაი, მაშინ ამათზე დავწერ და პატივცემულ ციკლონს ბოდიშს მოვუხდი. ეგ კარგა ხანს არ გადაშენდება. ვინაიდან და რადგანაც ძლიერ არგუმენტს მივადექი, მაშ პანგოლინი.

დუ იუ კნოუ ვხუ იზ პანგოლინ?

პანგოლინ იზ ე ქრიეჩე ზეთ ლუქს ლაიქ სამთინგ.

მოკლედ, აი, ეს არის პანგოლინი. სანამ გული აგერეოდეთ, იცოდეთ, რომ მალე, შეიძლება, საერთოდ გაქრნენ დედამიწიდან. პანგოლინებს დღეს ისე უჭირთ, როგორც, ვთქვათ, ჰატის მცხოვრებლებს.

პანგოლინი ერთადერთხელ ვნახე, თბილისის ზოოპარკში. ვიჯექი ჩემთვის და ლომების გალიას ვუყურებდი. უცებ, ერთ-ერთ გალიაში, რომელიც ცარიელი მეგონა, არაღაც ამოძრავდა. გრძელ გირჩს გავდა, რომელიც ორ ფეხზე იდგა და ზომბირებული ადამიანივით დადიოდა. იცით, როგორი განცდა მქონდა? აი, აქამდე რომ მსგავსი არაფერი გინახავს და რაღაცნაირად უცნაურად რომ მოძრაობს. არც ძაღლივით ზუსტი მოძრაობები აქვს და არც კუსავით ზანტი. სადღაც შუაშია. თან ორ ფეხზე რომ დადის, მთლად საოცრებაა.

მოკლედ, პანგოლინები აზიასა და აფრიკის ბინადრები არიან და ღამით ქტიურობენ. დღისით კი დაგორგლილ მდგომარეობაში სძინავთ. სხეულის ზედა ნაწილი მთლიანად ძვლოვანი ფირფიტებით აქვთ დაფარული და ამიტომაც, ხან გირჩს, ხან არტიშოკს ადარებენ. ფირფიტები წაწვეტებული ფორმისაა, რაც თავისებურად იცავს მათ თავდასხმისაგან. მაჩვების მსგავსად, პანგოლინებსაც შეუძლიათ სპეციალური მჟავას გამოყოფა, როცა საფრთხეს გრძნობენ.

ერთი საინტერესო კითხვა: თუ მიხვდებით, რითი იკვებებიან პანგოლინები?

მინიშნება: მილისებრი ენა და წინა თათებზე გრძელი ბრჭყალები აქვთ.

თქვენ მართალს ბრძანებთ, პანგოლინები მწერებით იკვებებიან. ამოთხრიან ფუღუროებს, ტუცავენ ენას შიგ და თითო-თითო სტაქან ტერმიტს ჩაურტყამენ. ამ მოსიარულე გირჩების რამდენიმე სახეობა არსებობს. ზოგი ხეზე ბინადრობს, ზოგი მიწაში ამოთხრილ სოროში ცხოვრობს.

პანგოლინების ზომა 30 სმ-დან 1 მეტრამდე მერყეობს. გააჩნია, რომელ სახეობას მიეკუთვნება. მამრები მდედრებზე დიდი ზოიმისანი არიან.

ამ ბუნჩულა ცხოველებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად, (არა)ადამიანების გამო უჭირთ. აფრიკაშიც და ჩინეთშიც მათ ხორცის გამო ხოცავენ. ამ უკანასკნელში თვლიან, რომ ცხოველის ხორცს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. სულ ახლახან, 2010 წლის ნოემბერში, ლონდონის ზოოლოგიის საზოგადოებამ პანგოლინები  გადაშენების პირას მყოფ ცხოველებად გამოაცხადა. აქვე მოგიყვანთ ჟურნალ Science and Technology Daily-ის მიერ მოძიებულ მასალას, სადაც შეფ მზარეული ყვება, თუ როგორ კლავენ და მიირთმევენ პანგოლინის ხორცს:

გალიაში დამწყვდეული მანამ გვყავს, სანამ კლიენტი არ შეუკვეთავს. შემდეგ ჩაქუჩს ვურტყამთ თავში, რომ გაითიშონ. მერე ყელს გამოვჭრით და სისხლისგან იცლებიან. ეს ნელი სიკვდილია. მათ ვხარშავთ, რათა ძვლოვანი საფარი მოვაცილოთ. შემდეგ ხორცს წვრილად ვჭრით და მრავალი სახეობის კერძს ვამზადებთ, მოთუშულისა და წვნიანის ჩათვლით. ზოგიერთი კლიენტი კლიენტი პანგოლინის სისხლსაც ითხოვს და შინ მიაქვს.

მე აქ გავჩერდები. ვიცი, გული გაგიხეთქეთ, მაგრამ, პანგოლინებთან შედარებით, თქვენი შეშფოთება ფრიად არაფრისმთქმელია. უბრალოდ, მინდოდა, გცოდნოდათ, რომ დედამიწაზე, ფუმფულა ძაღლი-კატების გარდა, კიდევ არსებობენ სხვა, არანაკლებ საყვარელი და საინტერესო ცხოველები. ჯერ კიდევ არსებობენ უბედური პანგოლინები.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on “სახიფათო ცილკონი თუ უბედური პანგოლინები?

  1. მარი

    ახლა სპეციალურად ამის სანახავად უნდა წავიდე ზოოპარკში. იმედია შეჭმული არ დამხვდება. :roll:

    1. zurriuss Post author

      ადრე თითქმის ყოველდღე დავდიოდი და კარგა ხანია, არც მე ვყოფილვარ. ნეტა, თუ არსებობს კიდევ :|

      1. mari

        ეჰ, ეგ კი არა, ლომის გალიაში დათვი უზით და თუთიყუშის გალიაში ქათმის წიწილები დადიან. აღარც ხალიანი ირემია დარჩენილი, აღარც ენოტი.

          1. სიყვარულოვნა

            გამოსაზამთრებლად ოქტომბერში არ გაჰყავთ :((( მაშინ ვიყავით და ეგეთი სიტუაცია იყო და…

            მარ, ამიტომ ატყდი დღეს ზოოპარკი მინდა ზოოპარკიო?

  2. ანდან

    ძალიან მომწონს ასეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება!
    არც კი მსმენოდა ამ ცხოველზე, ძალიან ლამაზია და საყვარელი.
    პანგოლინების შემდეგ რიგში ვინ დგანან ნეტა? :cry:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.