კროსვორდები, კროსვორდები

გიყვართ კროსვორდები? მე ძალიან. 80-90-იანი წლების პოპულარული თავშესაქცევი ახლა ნამდვილად არ ვიცი, რამდენად იზიდავს მკითხველებს. თუმცა თუ კიოსკებს დავაკვირდებით, კროსვორდების სიმცირესა და მრავალფეროვნებას არ უჩივიან.

ბოლო დროს კროსვორდებს ხშირად ვავსებ და ვგრზნობ, რომ აზროვნების სისხარტე მომემატა. ამიტომ სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას კროსვორდების, როგორც გულმავისყობის წამლის შესახებ. კვირაში, დაახლოები, 3-4 კროსვორდების გაზეთს/ჟურნალს ვყიდულობ. ძირითადად ესენია: “კარუსელი”, “მწვანე სკანვორდები”, “ახალი სკანვორდები”, “იკებანა” და ა. შ.

დღესდღეობით კროსვორდების ყველაზე პოპუარულის სახეობა სკანვორდია და მეც მისი მოყვარული ვარ. არ მიყვარს ძველი ტიპის კროსვორდები უსურათო და მოცუცქნული უჯრებით. კითხვები სმოშორებით რომ წერია და თუ შეგეშალა, ახალი ასოს ჩასაწერი ადგილი რომ გრჩება. ამიტომ დაილოცოს სკანვორდი!

კროსვორდების კიდევ ერთი და მთავარი მუღამი მათი პასტით შევსებაშია. ანუ მთელი კაიფი ქაღალდზე ავსებ და არა კომპიუტერის ეკრანზე. ამ დროს თვალიც და ტვინიც თანაბრადაა ჩართული ერთ საქმეში და ასოების გამოთვლასაც სწრაფ-სწრაფად აკეთებ. ახლა ონლაინ კროსვორდები ძალიან მომრავლდა. მგონი, უაზროდაც. იმიტომ, რომ არა მგონია, ბევრს იზიდავდეს ეგ. მე ისევ ნაყიდი ჟურნალგაზეთობა მირჩევნია.

ისე, თქვენ რამდენად გიყვართ კროსვორდების ამოხსნა?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “კროსვორდები, კროსვორდები

  1. Sophie שרה Golden

    მე მიყვარდა, მიყვარს და ვიმედოვნებ, მეყვარება. მართლა ძალიან კარგია გონებისთვის. სხვათა შორის, ექიმები ურჩევენ პაციენტებს, რომ ალცჰაიმერი და მსგავსი დაავადებები აირიდონ თავიდან.
    სკანვორდები მიყვარს მეც და ზუსტად იმ მიზეზით, რაც შენ დაწერე. კიდევ რიცხვვორდი თუ რაღაც ძალიან მაგარია, ვგიჟდები, აი, ის, რამდენიმე რიცხვია ამოხსნილი და შესაბამისი ასოები წერია, დანარჩენები შენ უნდა გამოიცნო. ჰოდა, მე პროფი ვარ მაგ საქმეში. 90–იანებში ისე მიყვარდა კროსვორდები, გული მწყდებოდა, რატომ არ ტარდება, მაგალითად, ჩემპიონატი კროსვორდების ამოხსნაში–მეთქი.

    მოკლედ, ზურიუს, აი ასე რა, დაბრუნდი! მორჩი მაგ ჯარს, არ არის ეგ შენი საქმე, მოაზროვნე ხარ შენ და არა საზარბაზნე ხორცი (ნუ, რომელი გაგანია ჯვაროსნულ ომებში შენ მონაწილეობ, მაგრამ მაინც).

    1. zurriuss Post author

      მადლობ, გოლდენ!
      დავბრუნდი და აგერ მშვენიერ ამბებშიც ვიმყოფები ბათუმში :)

  2. ARGO

    რამდენიხანია არ შემივსია კროსვორდი,აუცილებლად უნდა დავიწყო შევსება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.