Creep

Inspired by Radiohead

,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მას მოვყვები ისე, როგოც მახსოვს.

ფინიგან ბელი, ფილმი “Great Expectations”

Radiohead-ს ვუსმენ. აგერ უკვე 1 თვეზე მეტია. უკვე იმ დონემდე მივედი, რომ Creep-ის კარაოკეს უშეცდომოდ ვმღერი. ესაა ოღონდ, რომ როკერის მაღლები არ მაქვს და ვღარღალებ უმწეოდ… იმ ლუკა ზაქარიაძის ბრალია ყველაფერი! …ჰოდა ვარ ახლა ჰიტლერის შემყურე ევროპასავით გაოგნებული. 

როცა რამე გაინტერესებს, უნდა ადგე, მიხვიდე და გაიგო – ყველაზე მარტივი ჟურნალისტური პრინციპია. მეც ეგრე მოვიქეცი. სოხუმის უნივერსიტეტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა და, სხვა ახალგაზრდა მომღერლებთან ერთად, ლუკაც იყო. როგორც ხდება ხოლმე: გამოვიდა, გადარია ხალხი, წავიდა. ყველაზე ძალიან კი ის მომეწონა, რომ როცა გაირკვა, მანანა ვეკუას “Hallelujah”-ის ფონოგრამას ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, დაჯდა სცენის მეორე მხარეს წყნარად და სრულიად სპონტანურად აკომპანიმენტი გაუკეთა. არც ერთს არაფერი შეშლია.

კონცერტის მერე, როცა, როგორც იქნა, ლუკა და მანანა ფანებთან ფოტოების გადაღებას მორჩნენ და უკვე პოლიტკოვსკაიას დაღმართს ერთად მივუყვებოდით, მივხვდი, რომ უბრალოება ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. მანანამ რუსთავი 2-ის შენობასთან შეუხვია და დაგვემშვიდობა, ჩვენ გზა განვაგრძეთ.

– აზრობ, ხო, რამხელა გზა გაქვს წინ?

– თავისთავად.

მოკლე პასუხებს იძლევა. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი (ჩემგან განსხვავებით), თუმცა, რასაც ამბობს, ყველაფერში გულწრფელია.

– იცი, მე მოსიარულე კლასიკას მეძახიან და რედიოჰედის და ყველა დანარჩენის მოსმენა შენი შესრულების მერე დავიწყე.

– ჰო, მაგრები არიან. ტომ იორკი ძაან მაგარია.

გავხედავ – 0 პირფერობა. არ ცხოვრობს დანარჩენი ხალხის “წესებით”. ამბობს და აკეთებს იმას, რაც ყველაზე ძალიან მოწონს და ურჩევნია დედამიწის ზურგზე. მერე მისი მუსიკით გატაცებას შევეხეთ. რაც თავი ახსოვს, სულ მღერის. 13 წლის იყო, როცა მიხვდა, რომ მუსიკითაა მოწამლული და რომ ეს მისი თავშესაფარია. ვუსმენ და მგონია, რომ ჩემი ხატვის ამბავს ყვება.

– როგორ უძლებ ამდენს?

– კალორიების ხარჯზე. ვიღლები ძაან.

გული მწყდება. ისედაც გამხდარია და ცალკე სიმღერაზე ინერვიულე, ცალკე ფანებს გადაურჩი და ცალკე იმაზე იფიქრე, რა იქნება შემდეგ ტურში.

– ყველაფერ ამის გათვალისწინებით, როგორ ახერხებ, იმღერო ისე, რომ ხალხი გადარიო?

– რავი, უბრალოდ, როცა ვმღერი, მაშინ ჩემთვის არის მხოლოდ ბენდი, ორკესტრი, მიკროფონი, მუსიკა…

… და ვეებერთელა ემოცია, რომელიც ყოველ ჯერზე სხვანაირია. კარგ მომღერლებს ორი კატეგორიით ვყოფ. ერთი ნაწილის ცოცხლად მოსმენისას შეგიძლია, თვალები დახუჭო, სმენით აყვე და ისე განიცადო, მეორე ნაწილს დაჟინებით უნდა უყურო, რომ ყოველ ჯერზე ახლის მოლოდინში იყო და არაფერი გამოტოვო, რადგან წინა აღარ განმეორდება. ლუკაც ასეთია (რაღაც მსგავსი აქვს ნათქვამი ფრანკო ძეფირელის მარია კალასის შესახებ). მერე, როგორც ხდება, ხოლმე, პოლიტიკაზე ჩამოვარდა ლაპარაკი.

– პოლიტიკას ვერ ვიტან, – მეუბნება.

– ძალიან გამახარე.

– აი, ბონოს ეგეც გამოსდის. ჩავა კონფლიქტურ ტერიტორიაზე, იმღერებს და რაღაცები იცვლება, –  ეს შეუძლია მუსიკას.

– მართალი ხარ და მაგარი იქნება, ოდესმე გაეროს კეთილი ნების ელჩი თუ გახდები. ოღონდ პოლიტიკაში შენი ფეხი არ დავინახო!

– არა, კაცო, არანაირად.

– ჰოდა ეგრე. პოლიტიკოსობას თავისი ნიჭი უნდა და მიდა გაგახარო, რომ შენ ეს არ გაგაჩნია.

ორივემ ვიცინეთ. ამასობაში ვაჟა-ფშაველამდეც ჩამოვედით. კიდევ ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, დაწყებული პირადი ცხოვრებით, დამთავრებული მისი შეხედულებებით სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ამათ ჩემი შთაგონებისთვის დავიტოვებ.

ლუკა creep-ია. ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. თუ რაღაცნაირად “ხეიბარი” არ ხარ და ცხოვრებას ყოველგვარი ბზარის, ჭრილობის, შრამისა და პროთეზის გარეშე უყურებ, არ გაგიკვირდეს, თუ სათქმელი არც არაფერი აღმოგაჩნდება. Creep-ის თვალით დანახული ცხოვრება კი გაცილებით საინტერესო, მრავალფეროვანი და არომატულია. მით უმეტეს, თუკი მისი კარგად გადმოცემის იშვიათი ნიჭი გაგაჩნია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “Creep

  1. Wissner

    მოკლედ, ამ ბიჭის დიდი გულშემატკივარი ვარ მეც და ამ პოსტით ყველაფერი თქვი, რასაც ვფიქრობ ლუკაზე. გუდ ჯაბ!

  2. Elle

    ვგიჯდები ტომზე და Radiohead ზეც თავისთავად, პროექტშიც ლუკას ვგულშემატკივრობ რა თქმა უნდა )) ოღონდ სიტყვა creep ის საუკეთესო გაგებაში რას გულისხმობ ვერ ვხვდები :))) ეტყობა არ გესმის რაზეა სიმღერა და რას ნიშნავს creep … ;)

    1. zurriuss Post author

      დიდი მადლობა ინგლისურის შეხსენებისთვის და creep და cripple-საც ვარჩევთ :)

  3. Elle

    creep და cripple-ის ერთმანეთისგან გარჩევა რა შუაშია :?: “პროსტა” creep-ს უწოდებ ადამიანს და არ იცი რას ნიშნავს))), მაგიტო ვიკითხე რა იგულისხმე..

  4. zurriuss Post author

    1. Weird, undesirable person
    A detestable person

    სადღაც ამათი ჯამი ვიგულისხმე. So, are you contented now? :)

  5. Pingback: გუდ ბაი, 2012!Zurriuss.Ge | Zurriuss.Ge

  6. მარი

    ლუკა!!! ამ ბიჭმა მე გადამრია და გამაგიჟა, განსაკუთრებულია! ცხოვრებაში არც ერთ კონკურსზე მონაწილისთვის არ დამირეკაი, ლუკასთან 10 ზარი გავუშვი. ვინმემ გამაცანით ეს ბიჭიიიიი >შ

    ზურიუს შეყვარებული ყავს ლუკას? რომ მღერის სულ იმის განცდა მრჩება რომ შეყვარებულია :) :)

  7. Katiée

    ყავს ყავს <3

    ვგიჟდები ამ ბავშვზე და ისე მინდა რომ არ გააფუჭოს პრაგმატულობამ, არ იმღეროს ის, რასაც პუბლიკა დაუკვეთავს და ყოველთვის იმღეროს ის, რაც უყვარს, არ დაიყენოს ის პრიჩოსკა, რაც არ მოსწონს და ა.შ. ამ ბიჭს საკმარისი ინდივიდუალობა და ნიჭი აქვს იმისთვის, რომ არ ჭირდებოდეს ბრენდინგი და შეფუთვა გაყიდვისთვის. თუ ამის შენარჩუნებას მოახერხებს, ოდესმე თავის Creep-საც იმღერებს. ასე გულით მეც არავისთვის მიგულშემატკივრია და ასე ძალიან არავიზე დამწყდება გული, თუ თავს გააფუჭებინებს.

    1. zurriuss Post author

      მე ყველანაირად შევეწინააღმდეგები მაგას, მაგრამ თვითონ მაგ საკითხში ჩემზე მტკიცეა ;)

  8. ნელი

    კარგია ადამიანი რომ ბევრს არ ლაპარაკობს ცხოვრებაში დააფასებენ . :|

  9. ნი

    ბონოზე რო თქვა სადაც ჩადის იქ რაღაცა იცვლებაო. ეგრეა პოლ მაკარტნიზეც :oops:

  10. Pingback: 3 მეგობარი 2012-დანZurriuss.Ge | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »