კრეატივიზმი ანუ რა მოხდებოდა, ყოველდღიურ ფიქრებს ქარს რომ არ ვატანდეთ

კრეატივიზმი იქნებოდა შუა “ტრუბადურის” დროს, ერთი ფეხი დირიჟორის ბეჭზე დამებიჯებინა, მეორე – ტრომბონისტის თავზე დამედო, მერე სცენაზე ლეონორას კოსტიუმში გამოწყობილს მესკუპა, ამ როლის შემსრულებლისათვის პირზე ხელი ამეფარებინა და არია სტვენით გამეგრძელებინა.

კრეატივიზმი იქნებოდა, ფანჯრიდან კიბით რომ გადავმხტარიყავი. თან რამდენს გავახარებდი :d

კრეატივიზმი იქნებოდა, კარადის უჯრის გამოღებისას სახლი რომ ჩამონგრეულიყო.

კრეატივიზმი იქნებოდა, ჩემს ეზოში პატარა ყვავილის ამოთხრისას, კონტინენტის მეორე მხარეს მიწაში ცათამბრჯენი რომ ჩათხრილიყო.

ხოლო, ვინც ეს ნაფიქრალი ქარს არ გაატანა, ჩემთან მოიყარა თავი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “კრეატივიზმი ანუ რა მოხდებოდა, ყოველდღიურ ფიქრებს ქარს რომ არ ვატანდეთ

  1. Litterator

    დამაფიქრა პოსტის სათაურმა :))) რა საინტერესო იქნებოდა ჩემი ფიქრები სურათების სახით :))))) ან ვიდეოების :)))))

    კრეატიული პოსტია ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.