ცოტაოდენი რამ მომხმარებლის კეთილდღეობაზე

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც ყოველთვის აკლია:

  • ღიმილი საჯარო სივრცეში
  • დათმობა გზის შესაბამის მონაკვეთებზე
  • პასუხისმგებლობა მომსახურებისას
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა ინციდენტამდე და ა.შ.

რაღა სხვა მაგალითი მოვიყვანო და ჩემს თავზე გეტყვით: სკოლის პერიოდში ზოგიერთ საგანს მხოლოდ იმიტომ ვსწავლობდი, რომ ცუდი ნიშანი არ მქონოდა ან არ გავრიცხულიყავი. არ მინდოდა და მორჩა. ჩვენი საზოგადოებად, როგორც კრებითი სკოლისდროინდელი მე, დღეს ამ დონეზეა მოწყობილი და გაჩერებული: აკეთბს მხოლოდ იმისთვის, რომ “არ გარიცხონ”. ასეთი მიდგომა კი მიზეზია იმ ყველაფრისა, რაც ჩვენ გარშემოა – ერთნახევარი მანაქანის სიგანის ესტაკადებიდან მკვდარსახიან კონსულტანტებამდე.

ხანდახან მგონია, რომ ჩვენთან რიგ სფეროებში ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც, მაგალითად, საფეხმავლო ტურებისას მაქვს: ვარ თბილისის გიდი და მთლიანად ტურისტების შემოწირულობაზე ვარ დამოკიდებული. ამიტომ 100%-ით მოტივირებული ვარ საუკეთსო შედეგის მისაღებად. ამაზე ვრცლად აქ.

ხშირად მეკითხებიან, როგორ არ მბეზრდება ერთი და იგივეს მოყოლა და ყოველთვის ვპასუხობ, რომ პირველ რიგში, ამ პროცესით “ვკაიფობ” და დანარჩენი თავისით მოდის. ასეა, მგონი, არ ვცდები, თუკი გეტყვით, რომ ნებისმიერი მომსახურების სფეროში მთავარი არა კლიენტის კეთილდღეობაა, არამედ ის, რომ მომხმარებელზე ზრუნვა გსიამოვნებდეს, რომლიდანაც თავისთავად გამომდინარეობს მისი კეთილდღეობაც. აი, მაგალითად, თუნდაც იანდექს ტაქსიმ  მანქანებში პატარებისთვის სპეციალურად დაცული სკამები ჩაამაგრა. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ იდეაში დიდი წინსვლაა სამომხმარებლო ბაზარზე.

შედარებისთვის, აქამდე მომხმარებლისა და მიმწოდებლის ფანტაზია “ნავაროჩენ” ავტომობილს ვერ ცდებოდა. მერე განვვითარდით და საღად მოაზროვნე, თავაზიანი, ქუჩებისა და გზების მცოდნე და კარგი გემოვნების მქონე ტაქსის მძღოლების მოძიებით დავკავდით. ამასობაში კიდევ უფრო აიწია სტანდარტმა და დღის წესრიგში უკვე ბავშვთა უსაფრთხოება დადგა, რომელიც, მართალია, შედარებით ვიწრო სეგმენტურია, მაგრამ მშობლებმა ჩემზე კარგად იციან, რამდენად მისწრებაა მათთვის ასეთი რამ. სხვათა შორის, ბავშვიანი ტურისტები ხშირად მეკითხებიან, რამდენად უსაფრთხოა პატარასთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დიახ, ნებისმიერ (და მათ შორის, ქართულ) საზოგადოებაში არსებობენ ბავშვებიც, მოხუცებიც და ფიზიკურად თუ გონებრივად უნარშეზღუდული პირებიც და აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს გვაქვს თანაბარი უფლება, მივიღოთ ელემენტარული სერვისი. ასე რომ, დაბოღმისა და ჭკუის დარიგების ნაცვლად, თუკი იმავე ენერგიას უფრო საქმიანად, სხვა სფეროების ადაპტირებაში დავხარჯავთ, გაცილებით შედეგიანი იქნება. საზოგადოება იმსახურებს ყველაზე მორგებულ ტრანსპორტს და რეალური პროგრესი მაშინ გვექნება, თუკი მხოლოდ “ჯანმრთელების” კეთილდღეობაზე არ ვკონცენტრირდებით.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.