ორი გამოსასწორებელი კლასი

CorrectionClass_cf_1200x1800არ ვიცი, თქვენთან როგორ იყო, მაგრამ ბავშვობაში უფროსები ხშირად მაშინებდნენ, რომ თუ კარგად არ ვისწავლიდი, გამოსასწორებელ კლასში გადამიყვანდნენ. მაშინ წესირად არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა და ყოველ გაფიქრებაზე სულ უფრო ცუდი სურათი წარმომიდგებოდა.

მაშინ არც სიძულვილის ენის მნიშვნელობა ვიცოდი, მაგრამ გაუცნობიერებლად მაღიზიანებდა სხვადასხვა მენტალური გადახრის მქონე პირთა განყენებულად მოხსენიება. ხშირად მესმოდა ფრაზები: “არ ეთამაშო მაგას, ავადმყოფია!” – გონებრივად ჩამორჩენილის მიმართ, “ეგ ინვალიდი” – პარალიზებულის მიმართ და ა.შ. ამ სიტყვებს დიდი თუ პატარა ისე ისროდა, აზრადაც არ მოსდიოდა იმ ადამიანის განცდა, ვისზეც საუბრობდა, რადგან ეს არ იყო მწარედ ხუმრობა ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იმ სიტყვებით არ დაავადდებოდა, არამედ რეალური დაავადების მქონეთა “არათავისიანად” მოხსენიება.

ამ თემაზეა ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმი “გამოსასწორებელი კლასი”, რომლის სიუჟეტი რუსეთის პროვინციაში ვითარდება. კლასში ახალი მოსწავლე ჩნდება – გოგონა ინვალიდის ეტლით. სიტუაცია სტანდარტულად ვითარდება: უმეტესობა მას ამცირებს, ხოლო ერთ-ერთ ბიჭს იგი უყვარდება. ამ მინირომანის გარშემო ვითარდება მოქმედება, რომელიც უფრო და უფრო იძაბება, იმატებს სიძულვილის ენა, ნიჰილიზმი და ადამიანთა გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სცენებიც, კოსწიუმებიცა და გარემოც კარგად ასახავს რეალობასაც და ხაზს უსვამს პრობლემას – გამოსასწორებელი კლასი საზოგადოების ანარეკლია.

class

ფილმის ყურებისას რამდენჯერმე გამიჩნდა განცდა, რომ მთელი ამ კონფლიქტისა და შემდგომ უკვე დრამის მიზეზი გაუგებრობაა. იმ პროვინციაში მცხოვრებ ადამიანებს თავის დროზე არავინ აუხსნა, თუ რით განსხვავდება ჯანსაღი შენიშვნა შეურაცხყოფისგან, განსხვავებული ადამიანისადმი დამოკიდებულება – დამცირებისგან. როცა ბიოლოგიის მასწავლებელი გაკვეთილის ახსნისას ამბობს, რომ სექსი არის ბუნებრივი კანონზომიერება, ხმა უკანკალებს, სათვალეს ნერვულად ისწორებს და ცდილობს, დროზე გაცდეს ამ თემას. ბუნებრივ კანონზომიერებაზე საუბარი მასწავლებლისთვის იმდენად უხერხულია, პრაქტიკულად თავისი სიტყვების თვითონვე არ სჯერა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ მსგავსი მიდგომებით  მასწავლებელი მრავალ თაობას გაზრდის.

ფილმის ზოგიერთი მონაკვეთი და პასაჟი ხელოვნური შეიძლება, მოგეჩვენოთ. მაგალითად, მთავარი გმირების სასიყვარულო ურთიერთობის სენტიმენტური განვითარება ფილმის ბოლოსკენ. ასევე ერთმანეთის მიყოლებით თავს დატეხილი უბედურებათა ციკლი. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ფილმი რეალობისგან გაზვიადებულია, თუმცა, ჩემი აზრით, სათქმელის ეს “მოიაფფასიანო” ფორმა პრობლემის ხაზგასასმელადაა გამოყენებული: არსებობს არა ერთი, არამედ ორი გამოსასწორებელი კლასი. პირველი გალიაშია მოქცეული, ხოლო მეორე გაცილებით დიდი, გაცილებით უკონტროლო და, მაშასადამე, უფრო სახიფათოა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ორი გამოსასწორებელი კლასი

  1. Pingback: BIAFF 2014 – დღე პირველი | სუფთა ფურცლიდან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »