კონცერტია თუ აჯაფსანდალის აღლუმი?

ვის/რას ვიხილავთ ამა წლის 31 დეკემბერსა და იმა წლის 1 იანვარს ბათუმში?

  • ანდრეა ბოჩელის (მთავარი)
  • ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრს (მთავარის დამხმარე)
  • კაპელას (მთავარის დამხმარე)
  • საბალეტო დასს (მაინც კლასიკაა)
  • სოფო ნიჟარაძეს (მთავარის დამხმარე)
  • ნაციონალურ ბალეტს (“სუხიშვილები” რომ ჰქვია ხოლმე)
  • სოფო ხალვაშს (გაახსენდათ)
  • ვაჟა მანიას (ესეც)
  • ელენე გედევანიშვილს (ჰა?)
  • აკრობატების ჯგუფს (WTF???)
  • ბრაზილიურ მომღერალ-მოცეკვავეთა ჯგუფს (GOOOOSH!!!!)

სცენაზე სულ 400-ზე ცოტათი მეტი შემსრულებელი გამოვა.

თუ სიჭრელით ბრაზილიის კარნავალს ვბაძავთ, მაშინ მოვითხოვ, დაამატონ:

სიუზენ ბოილი - სიმღერით "I Dreamed A Dream" ანუ "ვიყავ უშნო, ვარ ცნობილი"

ზურაბ ვადაჭკორია (ახალი წელი ხომ საოცრებების დღეა)

ალექსანდრე ცაგარელი (მაგარ რამეებს ლაპარაკობს)

დავით აქუბარდია (ესეც)

ლორდ ვოლდემორი - მაინც უარს იტყვის, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადოთ

დონატელა ვერსაჩე - თუკი ვოლდემორის მოლაპარაკება ჩაიშლება

დალაი ლამა - ახალი წელი უმაგისოდ? გამორიცხულია!

ძიმა ბილანი - თვითონ უნდა ძაან

ზე-ძუძუიანი ქალი - OMG-ის დედა

ლანდიშა - გამაყრუებელი და დამაბრმავებელი ფინალისათვის

მუსიკას + სალათი. ნამდვილ კონცერტს მშიერ კუჭზე ხომ არ მოუსმენ? :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “კონცერტია თუ აჯაფსანდალის აღლუმი?

  1. maრი

    იმედს ვიტოვებ, ჯერ ბოჩელი იმღერებს და ის დანარჩენები ბოლოს გამოეხეტებიან, თორემ ახალ წელს აჯაფსანდლით ჩემი მტერი შეხვდა..

    1. zurriuss Post author

      ხელში აუცილებლად შამპანურის ბოთლი მეჭირება, რომ დანარჩენების გამოსვლისას ვხუხო

  2. კნუტი

    ყოოოჩაღ ! მართლა აკლია ესენი მოცეკვავეებსა და აკრობატებს :D რა შიუაში არიან ,მართლა ვერ მივხვდი :დდ

    ლანდიშამ დახუროს. ყველამ მოვითხოვით, ხელმმოწერები ავაგროვოთ :green: :lol:

    1. zurriuss Post author

      ნაღდად! უნდა დაფასდეს ნიჭი ამ ქვეყანაზე ბოლოს და ბოლოს :!:

    1. zurriuss Post author

      ეგენიც ჩამოვლენ და, იმედია, რაიმე ცხოველზე მოხტუნავე ვინმეებსაც ჩამოიყვანენ, რომ უფრო “მრავალფეროვანი” კონცერტი გამოვიდეს

    1. zurriuss Post author

      რაღა მაგის პასუხია და დღეს ჰარის ვამთავრებ და არ ვიცი, მეხუთე ვიყიდო თუ მანამდე სხვა წავიკითხო :ს

  3. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    მაი გრენდმა ლოვეს დევიდ ( :green: ) აქუბარდია ვერი მაჩ. დღის ჩვეული, რუტინული ბოლო: აქუბარდიას კვნესა და სტუმრის არაფრისმომცემი ლაყბობა. ერთხელაც, რას ვხედავ, ნათელაშვილის სულმოუთქმელი საუბარი მესმის, საუბარი კი არა რაც ჰქვია. ბოჩელის კონცერტზე აკომენტარებდა და ამხელა პიროვნება ბოჩოლად მოიხსენია!
    აღვშფოთდი ( წლის ყველაზე პრესტიჟულ ფრაზას გამოვიყენებ აქ)!

  4. zurriuss Post author

    ყოჩაღ, შენ თუ აღშფოთდი. ევროპა შეშფოთებას ვერ გასცდა :)

    1. რა აზრი აქვს ვინც ვარ

      უი, შეშფოთება, ხო! მარა რახან შემაქე, ისე იყოს როგორც ვთქვი! :oops: :lol:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »