Coming Back To Life

DSCN4592

თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ამ ბლოგზე ბოლო ჩანაწერი გამოვაქვეყნე. გასული წლის ოქტომბერში ბლოგი ტექნიკური მიზეზებით გაითიშა. მან გამოტოვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები: ბათუმის გიტარის ფესტივალი, “ნიჭიერის” სამთვიანი პერიპეტიები, გამოფენები, პერფორმანსები, დღესასწაულები, დაბადების დღე… მაგრამ პაუზა დასრულდა და მე ისევ აქ ვარ. :)

მთელი ამ ხსნის დუმილის განმავლობაში დავწერე მხოლოდ 8 პოსტი, ისიც ჩემს ძველ, სათადარიგო ბლოგზე და მათგან ერთი ჩემი არ არის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სათადარიგო ბლოგებზე ჩემი გონება შვებას ვერ პოულობს. :)

მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, თავი მოვაბი ჰოსტინგის შეცვლას. მეგობარმა მირჩია AdminVps და მეც იქ გადავედი. რომ გავიგე, სერვერები აქვთ გერმანიაშიო, მეუსაფრთხოვა. როგორც კი ბლოგი ჩაირთო, შევვარდი, თითქოს დიდი ხნის უნახავი სახლი დამეთვალიერებინოს. შემოვირბინე პოსტები, ოპციები… მაინც სხვანაირად აღვიქვამთ ვირტუალურ სივრცეს ჩვენი თაობის წარმომადგენლები. უფროსებს ასეთი რამ გაუჭირდებათ.

ბარემ ორი სიტყვით დღევანდელ ამბავსაც გეტყვით: ექოსკოპიაზე ვიყავი ოჯახის ექიმთან. კორპორატიული დაზღვევა “არდიში” მაქვს. წლის დასაწყისში ხორხზე სიმაგრე შევნიშნე. ერთი თვის წინ ცოტათი გაიზარდა და ცოტა შევშინდი. ექოსკოპიამ სერიოზული არაფერი აჩვენა, მაგრამ მგონი ჩიყვი მაქვს. მომენტებში შეგრძნება მაქვს, თითქოს ყელში რაღაც მქონდეს გაჩხერილი, რაც ჩიყვის ნიშანი ყოფილა. ანალიზების პასუხს ველოდები. ყოველ შემთხვევაში, საგანგაშო არაფერი მჭირს.

დღეისთვის სულ ეს იყო. მოკლე პოსტების წერას უნდა მივეჩვიო და აქ დაგემშვიდობებით პინკ ფლოიდის მუსიკის ფონზე, რომელიც თემატურად შევარჩიე. ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “Coming Back To Life

  1. Kate

    welcome!
    კი მართალია, აღარ მიცნობ, მაგრამ მე მაინც ჩუმად გგულშემატკივრობ სულ.
    მიხედე მაგ ჩიყვს და ზოგადად, თავს მიხედე.
    კარგია, რომ დაბრუნდი :*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »