Come Josephine In My Flying Machine

ეს მუსიკა რაღაცნაირად ჩამოჰგავს ჩემი ბლოგის ბედს. ბოლო დროს რომ გადავხედავ, გული მიკვდება. მგონია, ყველაფერი 1-2 თვის დაწყებული მქონდეს. ჯერ ვერ გავარკვიე, ამას კრიზისი ჰქვია თუ პენსია.

დღეს დილით ბავშობის ისტორიის 5 წელი გავიხსენე და “ტიტანიკს” ვუყურე. ამაზე ძირფესვიანი პოსტის წერასაც კი მოვკიდე ხელი, მაგრამ, სხვების მსგავსად, ისიც არქივის გზას გავუყენე. ხედავთ, რა მარტივად მოვყევი ყველაფერი?

სასხვათაშორისოდ ვიყტვყი, რომ გლორია სტიუარტი, რომელიც ფილმში 100 წლის როუზს თამაშობდა, ამ სექტემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა… არადა “ტიტანიკმა” ჩემი ცხოვრების თითქმის მეოთხედი წაიღო, მაგრამ, თუ ძმა ხარ, ვის რაში აინტერესებს.

შინაგანი ხმა ახლა სწორედ ამას მეუბნება, მასეთი პოსტების გამოა, რომ უინტერესო გახდიო. რა ვუპასუხო?

პლასიდო (და არა პლაჩიდო) დომინგო ჩამოვიდა და ქართველი კაი-კაი მომღელრები ჩამოიყვანა. თავისი ხმის ნარჩენებიც არ დავიწყნია (ოი, როგორ გავახარე/გავანაწყენე ზოგი ;)).  ღმერთია მოწმე, როგორ მინდოდა იქ წასვლა, დომინგოს ნახვა და დანარჩენების მოსმენა. მაგრამ ბათუმური დილის ყავა-ტორტიანი დილის ნაცვლად (და ეს 100-იანი ასე იქნებოდა), თბილისური დილის სპაგეტი ვხუხე ყველით, ტომატითა და ძეხვით. ისიც, რა თქმა უნდა, ჩემი მომზადებული.

ქუთაისში ყოფნისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შოპინგოთერაპია ზოგჯერ გადასხმაზე სწრაფად მოქმედებს. თუნდაც ძველმანოთერაპია. აქ ჩამოსულს კი, როგორც იქნა, გამოცოცხლებული ოპოზიცია დამხვდა. ფილარმონიასთან შეკრებილი ხალხი რომ დავინახე, “ჯეოსტარის” დაუგეგმავი ტური მეგონა. რომ გავიგე, რაც იყო, გულში მაინც პატიოსნად ვიფიქრე: აი, ახლა, აი, ახლა დაადგება ხალხი ფიქრისა და სწორი მოთხოვნების გზას… მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ფიქრი ბენზის ფასით განისაზღვრება და, შესაბამისად, გაძვირებულია. ასე რომ, ხალხი პრობლემების გადაჭრის ნაცად, უბენზინო გზას დაადგა. ოპოზიციამ, სხვის თავში რა უნდა ჩაასხას, საკუთარ ტვინში ჩასამატებელი სალიარკა ძლივს დარჩა. ასე მოგვენატრა მიტინგები ქართველებს.

მაინც როგორ ჰგავს მიტინგი მოწევას. კაი ერისკაცი ოპოზიციონერი, მიტინგზე რომ პოლიტიკურად დავაჟკაცდა და გაიგო ხალხის ერთხმად დახუვლებული “მიშა წადი”-ს გემო, არ დაბრუნდებოდა პარლამენტის წინ? დაბრუნდებოდა. მერე რა, რომ მიშა არ წავა. მთავარია, ოპოზიციას მიტინგის ლომკა მოეხსნა და აღიარა, რომ მიტინგოდამოკიდებულია (ნეტა რამდენი ოპოზიციონერია ჩაწერილი ანონიმურ მიტინგოდამოკიდებულთა კლუბში?).

ბოლო დროს კითხვითა და ხატვით ვარ გატაცებული. უკვე წარმატებით დავლაშქრე “ჰარი პოტერის” სამი ნაწილი, “ცხოველების ფერმა” და “ნაივური, სუპერი”. ახლა მოემის ორიგინალს ჩავკირკიტებ. თან რა რბილი ინგლისურით წერს. ხატვას რაც შეეხება, “ცხელი შოკოლადის” კონკურსისათვის ილუსტრაციებს ვაკეთებდი, რომლებიც შეგიძლიათ აქააააააააააანეეეეეეეე იხილოთ. და თუ მეტყვით, რომ ერთ-ერთ ნახატს ერთი “Н” აკლია, გიპასუხებთ, რომ ფანქრიტ მოხაზვისას არსებობდა და მერე სად გაქრა, თვითონაც არ ვიცი ;)

ახლაც ვხატავ. დროდადრო ვწყვეტ პოსტის წერას და “Clair de Lune“-ს ხატვას ვუბრუნდები. ვისაც კლასიკური მუსიკის გაგეგებათ ან “Twilight” მაინც გიყვართ, მიხვდებით, რომ ეს ის მუსიკაა, ედვარდი რომ უსმენს და უყვარს. ახლა სწორედ იმას ვუხატავ ერთ მეგობარს, თანაც კალმით. მშრალ ხიდზე სულ რაღაც 30 თეთრად შევიძინე 5 ცალი კალმის წვერი და ფანქარს მივაბი. ქუთაისში 3 ფერის მელანი (შავი, წითელი, ლურჯი) ვიყიდე თითო ლარად და ვზივარ ასე პეროგარჭობილი :)

ოპერა – ოოო, ეს ჩემი სულის ზეიმი და ამ ბლოგის დაქცევა! რამდენი რამ მაქვს დასაწერი, მოსაყოლი, საჩვენებელი, მოსასმენინებელი, მაგრამ არ გაინტერესებთ და რა ვქნა. არადა ოთხშაბათს ფილარმონიაში ხვოროსტოვსკი ჩამოდის, თანამედროვეობის ერთ-ერთი უმაგრესი ბარიტონი და იქ მაინც წავალ. დავწერ კიდეც და, იმედი მაქვს, წაიკითხავთ. მაგარი რამეა ოპერა. თუნდაც იმიტომ, რომ გგონია, რაღაც მაგრად იცი და უცებ, სხვა შესრულებას რომ მოისმენ, მიხვდები, რომ აზრზე არა ხარ ;)

აქვე პატარა განცხადებასავით: მცირე ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ რომელიმე გოგო უნდა ამოვიღო მიზანში. ოღონდ მხოლოდ მოწონება. ოღონდ მეტი შორს წასვლის და “შე დამპალო, რატო არ მიპასუხე SMS-ზე????”-ს ნერვები არა მაქვს. ასე რომ, იქონიეთ მაინც მხედველობაში. შეფასების კრიტერიუმები მარტივია: ნორმალური აღნაგობის/სუსტი, სიმპათიური, კარგი “ლ”-ს მთქმელი, კრეატიული, კარგი ტრაკის მქონე და, რაც მთავარია, არამომაბეზრებელი გოგო. მგონი, დღეისათვის მოვრჩი და მუსიკაც ამოიწურა.

პ.ს. “Come Josephine” ქეით უინსლეტმა სპეციალურად “ტიტანიკისთვის” იმღერა. უშეღავათოდ მიყვარს ეგ ქალი და ამიტომაც ჰქვია პოსტს ასე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “Come Josephine In My Flying Machine

  1. ანა

    “მაგარი რამეა ოპერა. თუნდაც იმიტომ, რომ გგონია, რაღაც მაგრად იცი და უცებ, სხვა შესრულებას რომ მოისმენ, მიხვდები, რომ აზრზე არა ხარ”

    ოპერაზე არა, ზოგადად მჭირს ხოლმე ეგეთი რაღაცები სხვა სფეროებში. და იმედგაცრუებები მერე… მაგრამ სამაგიეროდ, ვსწავლობ… :) იმენნა… ტოჩკაში არტყამ ხოლმე :) ;)

  2. ana

    p.s. ეგრე რო მგონია ხოლმე, რო მაინც არ აინტერესებს ხალხს ის, რაზეც მე მეფიქრება, მაგიტო არ ვწერ საჯაროდ… :| იმიტო რო მერე მაინც “შემომეწერება” ბევრი იმაზე, რაც მე მევასება. :) სამაგიეროდ, სხვები ხვდებიან ამ დროს, რო ოპერაზე ვჭედავ და თუ ჩემზე გაჭედავს ვინმე, ოპერაზეც უნდა ჭედავდეს ;) ულტიმატუუუუმ! ;)

  3. salma

    მახსოვს შარშან სრულიად შემთხვევით რო “აღმოგაჩინეთ” თქუენ, და თქუენი ბლოგი როგორი აღფრთოვანებული ვუჭედავდი ყურებს ჩემს მეგობარს. ჰომ.. იმდენი რამე იყო ჩემეული. შობის მეთორმეტე ღამე, მუსიკა, ნახატები, ეგვიპტე და მერე მივხვდი რო ცოტა ზედმეტი მომივიდა ემოციები და იმის მერე აქ აღარ შემოვსულვარ. საინტერესოა ფრიად. :) და შენც ისეთივე საინტერესო ხარ, როგორც ჩანს. მოგინახულებთ ხოლმე :) აწი..

  4. მარი

    ტყუილად წუწუნებ შენი ბლოგის ბედზე. სხვებიც არ არიან უკეთეს მდგომარეობაში. თან რაღაც საზიზღარი სეზონია, ყველას კრიზისი და დეპრესია ჭირს. ჰოდა, გაივლის ეგეც, ალბათ.

  5. Sophie שרה Golden

    არ ვიცოდი, ამას ქეითი თუ მღეროდა. გლორიას სიკვდილი რომ გავიგე, ვიფიქრე, მეც დავწერ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, მეეჭვება ეგ ვინმეს აინტერესებდეს ჩემნაირი ჰოლივუდის ფრიკების გარდა და თურმე, შენც აქ ყოფილხარ, არანაკლები ფრიკი :პ

    “სუსტ” გოგოში რას გულისხმობ? :პ :დ

    პ.ს. აუ, როგორ მშურს ვინც ხვოროსტოვსკის კონვერტზე წავა, ერთადერთი ოპერის მომღერალია, ვინც მომწონს :|

    1. zurriuss Post author

      “სუსტში” გამხდარს ვგულისხმობ, სოფ. გლორიაზე კი ძალიან დამწყდა გული. მისი ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე “ტიტანიკზე” და მერე კიდევ უფრო დავაფასე ეგ ქალი.
      ხვოროსტოვსკის შთაბეჭდილებებს კი მოგახსენებ :*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »