გაფერადებული ისტორია

მახსოვს, ჩემი მეზობელი თალიკო ბებია (ბებოს დავწერდი, მაგრამ იმერეთში ბებია ვიცით) მეუბნებოდა, არ მიყვარს ფერადი სურათები, თვალებს მტკენსო. მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა მწვანედ აბიბინებულ ეზოში მდგარ ადამიანთა ჯგუფს რაიმე ზიანი მოეტანა მხედველობისთვის. თალიკო ბებიას რომ ეთქვა, ფერადი გამოსახულების აღსაქმელად ადამიანის მხედველობითი რესურსი უფრო იხარჯება, რაც სიბერისას თვალს ძაბავსო, უფრო გავიგებდი.

ეს დღეებია ბათუმში შავ-თეთრ ფოტოებს ვიღებ და ამოუხსნელ სიამოვნებას ვგრძნობ. ამდენი ზედახვეწილი ჰიპერრეალისტური ფოტოტექნოლოგიის შემყურეს, ხანდახან სათქმელის მხოლოდ ორ ფერში გადმოცემა მინდება.  შავ-თეთრი ფოტოგრაფია წიგნივითაა: თვალწინ გაქვს ამბავი და გონებაში ფერთა გათამაშების თავისუფლება. რა ამბავსაც სიშავთეთრეში ამოიკითხავ, ფერებსაც ისე შეუხამებ. ამიტომ გამოიყურება ყველა ჩვენგანის ლოლიტა თუ დორიან გრეი ჩვენებურად. შავ-თეთრი ფილმიც წიგნია.

ვერ ვიტან უმიზეზოდ შავ-თეთრ ფილმებს, როცა . თუმცა არსებობენ ფილმები, რომელთა არაშავთეთრად გადაღება კინოდანაშაული იქნებოდა. მაგალითად, ბელა ტარის “ტურინის ცხენი”.

ricsi-and-jc3a1nos-derzsi-in-the-turin-horse-image-courtesy-of-the-cinema-guild

ფილმების გაფერადების ტენდენცია სამუზეუმო ექსპონატზე ჩატარებული სამეცნიერო ექსპერიმენტივითაა. მიუხედავად იმისა, რომ “ქარწაღებულნი” და თუნდაც ნაცისტური რეჟიმის კინოქრონიკა მშვენიერი ნამუშევარი გამოვიდა. მათი ნახვისას დაახლოებით იგივე შეგრძნება მქონდა, რაც კარუზოს ხელახლა გაორკესტრებული ჩანაწერების მოსმენისას: ძალიან ლამაზია, თუმცა ორიგინალი აღარ ეთქმის.

clark_gable_and_vivien_leigh_b

თქვენ რა აზრის ხართ გაფერადებულ ისტორიაზე? რატომ უბრუნდებიან რეჯისორები ამ ხერხს?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “გაფერადებული ისტორია

  1. best hybrid bicycles

    This design is incredible! You certainly know how to keep a reader amused.
    Between your wiit and your videos,I was almost moved to start my own blog (well, almost…HaHa!) Great job.

    I really enjoyedd what you had to say, and mmore than that, how you presented it.
    Too cool!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.