ცოცხალი მეგობრების სასაფლაო

jewish

ბოლო დროს, რაც უფრო მეტი ვინმე მცნობს ან პირადად მიცნობს, უფრო მეტად მეუხერხულება პირადი პოსტების წერა. რა მაგარი იყო 5-6 წლის წინ, როცა ყველა მხოლოდ ზურიუსად მიცნობდა და არც ჩემი კომპეტენტური აზრი ჭირდებოდათ და არც პროფესიული დახმარება. მაგრამ, ბლინ, (ჯერ კიდევ) ყველანი ადამიანები ვართ, ჰოდა მკიდია.

მე ცოცხალი მეგობრების სასაფლაო მაქვს, რომელიც წარმოსახვაში დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ებრაელი ხალხის გენოციდის მემორიალი ბერლინში. ისე გამოვიდა, რომ მათ მოკვდინებაში უმეტესი წილი მე მიმიძღვის. სხვანაირად, ხომ არ დავკარგავდი? ჩემი ცოცხალი მეგობრების სასაფლაო ფეისბუკში მდებარეობს. იმ მხარეს, რომელიც ან სულ გამქრალია ან ნელ-ნელა ქრება ჩემი სიახლეების ველიდან და საბედისწერო წამით გაჩერებული დროის მოგონებები აყრია მტვრად.

ყველა განსხვავებული მიზეზით გარდაიცვალა. რამდენიმეს თითქმის იდენტური დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა ინდივიდუალური განვითარება ახლდა. ზოგი დიდხანს იტანჯა, ზოგსაც უწვალებლად დაელია სული. სამაგიეროდ, მე დღემდე ვიტანჯები, რადგან სხეულის მოკვეთილი ნაწილები ბოლომდე არაფრით მიხორცდება. კარგი, ჰო, არ ვაძლევ შეხორცების უფლებას. სინდისი არ მიშვებს. მინდა, ყრუ ტკივილად მაინც ჩამესმოდეს ჩემი შეცდომები, რომ ეგებ სამომავლოდ მაინც გამომადგეს. ისეც ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. საერთოდ, ძალიან იშვიათდაა ყველაფერი მხოლოდ ერთი მხარის ბრალი, მაგრამ მე ჩემსაზე ვაგებ პასუხს. 3 წლის წინაც ასე ვფიქრობდი თურმე:

  • როცა დაღვრემილი წამოიძახებ “რა დავაშავე!”, საკუთარმა ხმამ იქვე უნდა მოგაძახოს “სჯობს, ჩამოთვალო, რა არ დააშავე.”

ზოგი მეუბნება, რომ, რასაც ვაკეთებ მაზოხიზმია და უაზრობა. ამაზე ყოველთვის მეღიმება და კითხვას რიტორიკულად ვუბრუნებ: “აბა, რა ვქნა?” :) მეტად ასე აღარ მოვიქცე? ბლინ, მაგდენსაც რომ ვერ ხვდებოდეს ჩემი ტვინი, სინდისის ქენჯანც არ შეაწუხებდა. ყველაზე კრეატიული რჩევების მომცემი ხალხი! ან ვინ იცის, კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში რას აქვს აზრი? არამგნია, ვინმეს სწორი პასუხი ჰქონდეს.

ასე და ამგვარად, ამოვიჩრი იღლიაში მოგონებების ფუთას და ჩემი ცოცხალი მეგობრების საფლავებს ჩამოვუვლი  ხოლმე. აი, ერთი მათგანი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახებულა. მშვენიერია. საქორწილო მოგზაურობაშიც წასულან. ერთიც შეყვარებულია. მიყვარს შეყვარებული ხალხი, საინტერესო სანახავია. ერთსაც ხელოვნებაში ახალი სუნთქვა გახსნია და კარგ რაღაცებს აკეთებს.

ვიცი, რომ ყველაზე ლამაზი სასაფლაო მე მაქვს. იმიტომ, რომ ცოცხალი ადამიანებითაა დასახლებული.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ცოცხალი მეგობრების სასაფლაო

  1. მარი

    და რა განერვიულებს მაინც ვერ გავიგე. ბევრი მეგობარი გყავს და ბუნებრივია, რომ ზოგიერთი ხანდახან თვალს მოეფარება ხოლმე. ჩვეულებრივი ამბავია. თუ ასე გენატრებიან, რაღას დაშორდი და თუ არ დაშორდი, დაურეკე და მოიკითხე, სანამ მართლა ცოცხლები არიან :D

    1. zurriuss Post author

      ბევრი მეგობარი ბევრი ნაშა არ არის, რომ ჩაანაცვლო – 1.
      მე არ დავშორებივარ – 2.

  2. ნატოშა

    -უკაცრავად, იქნებ ჯერ რეანიმაციაში წამიყვანოთ?
    -ექიმმა თქვა მორგში, ე.ი. მორგში

  3. redheaded-creep

    გულზე მომხვდა… მაგრამ აი 3 წლის წინანდელ პოსტზეც ჩემი კომენტარი დამხვდა ^^ :დდ ანუ ჩემი ცალმხრივი მეგობრობა ისევ ძალაშია ;დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »