ფოტოკოლაჟი: მსოფლიოს ყველაზე მაგარი საშობაო ნაძვის ხეები

მოდის ახალი წელი, მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ცას ვერა და ვერ გავაბედინეთ თოვლის თუნდაც ერთი ფიფქი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აენთო წვრილ–წვრილი თვალისმომჭრელი განათება და, რა თქმა უნდა, დაიდგა ნაძვის ხე. ამ ფოტოკოლაჟში ყველაზე შთამბეჭდავ ნაძვის ხეებს მოვუყარე თავი. ზოგი მათგანი წლევანდელია, ზოგიც წინა წლების. დიზაინტერთა გაფორმება, გემოვნება და შეფასება თქვენთვის მომინდია ;)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2009/12/home-alone-john-williams-theme.mp3|titles=home alone john williams – theme]

ნიუ იორკში, ტრადიციულად Rockefeller Center-ში ასეთ ფერებში გაწყობილ ნაძვის ხეს დგამენ. სწორედ ამ ადგილას აუსრულდება ყველასათვის საყვარელი ფილმის “მარტო სახლშის” გმირ კევინს საშობაო სურვილი.

ესეც ვაშინგტონი, ნაძვისხე სახელმწიფო კაპიტოლიუმის წინაა აღმართული, რომელსაც ყოველ წელს პრეზიდენტი თავის ოჯახთან ერთად ანთებს.

ევროპაში გადავინაცვლოთ. პარიზში საშობაო ნაძვის ხე დიდ სავაჭრო ცენტრ Galeries Lafayette–ში დგას. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაძვის ხე არ დგას ღია ცის ქვეშ. მე თუ მკითხავთ, ყველაზე ლამაზი, გემოვნებიანი და მდიდრული ნაძვის ხე სწორედ ფრანგებს ჰქონიათ ;)

გადავედით ლონდონში. აქ მთავარი ნაძვის ხე Trafalgar Square–ზე, ადმირალ ნელსონის მონუმენტის გვერდით დგას.

გადავინაცვლოთ იტალიაში. რომში ორი ცალი ნაძვის ხე დგას ფრიად მნიშვნელოვან ადგილას. ორივე დიადი ღირსშესანიშნაობის მიდამოებშია. არადა, რომში ასეთ ადგილებს რა დალევს. მოკლედ, ეს ნაძვის ხე ვატიკანში, წმ. პეტრეს მოედანზე დგას.

მეორე ნაძვის ხე კოლიზეუმის გვერდით დგას.

ქალაქ გუბიოს ნაძვის ხე საოცარი და უზარმაზარი ჩანაფიქრის ნაყოფია. საღოლ იტალიელებს!

გადავეშვით ბერლინში, ესეც იქაური ნაძვის ხე. მგონი, აქაც რამდენიმეა.

ვენა ვნახოთ…

ჩეხეთშიც ლამაზი ნაძვის ხე ჰქონიათ. პრაღის ძველ ნაწილში ასეთნაირად მორთული ხე დგას.

ეს ჩემმა მეგობარმა ახლახან გადაიღო ;)

ესპანეთმა ძალიან გამაოცა თავისი ნაირნაირი ნაძვის ხეებით. მადრიდში, როგორც ჩანს, ამ საქმეს ძალიან შემოქმედებითდ უდგებიან.

ესპანეთიდან გადავირბინოთ პორტუგალიაში. ლისაბონსაც მსგავსი ტიპის ნაძვის ხე ამშვენებს. როგორც ეტყობა, აქაც უპირატესობას მეტალს ანიჭებენ და ნაძვის ხის როლს მეტალის მანათობელი კონსტრუქცია ასრულებს.

აქ სურათიდანაც ჩანს, რომ ეს ნაძვის ხე 70 მეტრის სიმაღლისაა. საოცრებაა, სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზია.

გადავცუროთ ატლანტის ოკეანე და პორტუგალიურენოვან ბრაზილიაში შევიხედოთ. რიო დე ჟანეირო აქაც ორიგინალური აღმოჩნდა. ქალაქში, სადაც თოვლი არასდროს უნახავთ, საშობაო ნაძვის ხე პირდაპირ ზღვის ზედაპირზეა აღმართული.

ბუენოს აირესში ძალიან ლამაზი და ელეგანტური ნაძვის ხე უდგათ ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრ Galerías Pacífico–ში. არ მეგონა, სამხრეთ ამერიკელები ასე გემოვნებიანად თუ ეკიდებოდნენ ევროპულ წეს–ჩვეულებებს.

ბარემ სამხრეთ ამერიკაში ვართ და მეხიკოშიც გადავიხედოთ. აქ ერთფეროვანი, კონუსისებური ნაძვის ხე დაუდგამთ.

ჩრდილოეთში გადავინაცვლოთ… მოსკოვი, წითელი მოედანი.

გადავინაცვლოთ აზიაში. მალაიზია, კუალა ლუმპური. ნაძვის ხე ერთ–ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში, Suria KLCC–ში დგას.

ძალიან რომ არ გადაგღალოთ, იაპონიით დავამთავროთ. იოკოჰამამ, ჩემს თვალში, საოცრება მოახდინა. თქვენ წინაშეა სვაროვსკის კრისტალური ნაძვის ხე!

დაბოლოს, ჩვენი თბილისის ორი სიამაყე… :)

როგორც მივხვდი, ყველა ნაძვის ხეს თავისი დანიშნულება და “სტილი” აქვს. თუ ნიუ იორკსა და ბუენოს აირესში იგი ჰუმანური და სუვილების ამსრულებელია, რიო დე ჟანეიროში – საკარნავალოა. მადრიდსა და ლისაბონში ნაძვის ხე ხელოვნების ექსპერიმენტია, პარიზში  მოდის ზეიმია, რომში – სამყაროს ცენტრი, რუსეთში – საბჭოური სიმბოლიკა, იოკოჰამაში – ძვირფასეულობის დახვეწილი ნიმუში…

ჩვენთან რა დანიშნულება აქვს ნაძვის ხეს, ჯერ ვერ გავარკვიე. ყოველ შემთხვევაში, დიდხანს ვუყურე და ვერაფერს მივხვდი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

46 thoughts on “ფოტოკოლაჟი: მსოფლიოს ყველაზე მაგარი საშობაო ნაძვის ხეები

  1. George

    აუ ძალიან ლამაზი ნაძვის ხეებია.. :)
    ბლოგის ავტორს: იქნებ გამომიგზავნოს სურათები რაა.. :)

  2. busuna

    mevasebian espanelebii!!!!
    barcelonashi iseti magari zeglebi undat modern artis shedevrebia da raga gasakviria rom aseti magari nazvis xeebi hqondet!!
    aaah!!

    1. zurriuss

      მე გამიკვირდა, სიმართლე რომ გითხრა. ცოტა სხვა გემოვნების მქონე მეგონენ, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ პიკასოცა და დალიც ესპანელები იყვნენ :)

    1. zurriuss

      ლითონის რო იყო და თავისუფლების მოედანზე რო იდგა, ხო? ვერ მივაგენი ვერსად. ეგ იყო, თუ არ ვცდები, 2005–ში.

  3. Avrora

    საფრანგეთის, იაპონიის და ესპანეთის ნაძვის ხეები ჩემი ფავორიტები არიან :)

    1. zurriuss

      მე ბუენოს აირესიც მომეწონა, იმიტომ, რომ კარგად არის გარემოს შეხამებული, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ნაძვის ხე საერთო სურათიდან ამოვარდნილია ან უაზროდაა ამოვარდნილი, მივიღებთ ისეთ სურათს, როგორც ჩვენთანაა. არგენტინაში კი სრულიად შეეფერება იმ გარემოს, სადაც ეგ დგას :)

  4. Bride Wars

    ბუენოს აირესის სავაჭრო ცენტრში რომ ნაძვის ხე დგას ის მინდა. ძალიან ლამაზია და ზღაპრულ ფერებძია, დანარჩენი ყველა 21-ე საუკუნის ტექნიკური შესაძლებლობების დემონსტრირებაა.

  5. თინი

    აუ ნეტა ყველა მათგანი მანახა რაა : ( ჩემზე ბედნიერი აღარავინ იარსებებდა, ბავშვივით ვიხტუნავებდი ალბათ :mrgreen:

  6. BloggerGirl

    მე მომეწონა თბილისის ნაძვის ხეები :)
    თუ მოვახერხე გადავურებ სურათს აქაურ ნაძვის ხეს და დავდებ.
    დამერწმუნე თბილისის 1000000 ჯერ ჯობია!

    1. zurriuss

      თბილისის ნაძვის ხეები იმიტომ დავდე, რომ არ ვარგა :) :)
      ძალიან მაინტერესებს, მანდ როგორებია ;)

  7. Natalia

    საფრანგეთის ნაძვის ხე ჰაერშია დაკიდული? :O ძალიან მომეწონა..

    ლონდონის ყველაზე უღიმღამოა, იაპონიის ნაძვის ხეს არ გავს საერთოდ.

    ბუენოს აირესი მომეწონა ყველაზე ძალიან – ძველ მულტფილმებში არის ხოლმე ასეთი ნაძვის ხეები..

    და ბოლოს, ჩემს საყვარელ ესპანეთში აშკარად ორიგინალური ნაძვის ხეები აქვთ, თუმცა მე მაინც ძველებურ, ბუენოს აირესულ ნაძვის ხეებს ვარჩევდი : )

  8. kevana

    აჰ.. აჰ… აჰ.. სამგზის აჰ…. თქვენი არ ვიცი და თბილისური ნაძვის ხე არ მომწონს..
    პარიზი და ბუენოს აირესი.. აი სითბო და სიმყუდროვე მოდის მათი ნაძვისხეებიდან… სულ სხვაა რა :)

    1. zurriuss

      მეც მაგათ მხარეს ვარ და კიდევ ნიუ იორკსაც დავუმატებდი.
      გააჩნია, ვინ რა განწყობი შეხედავს :)

  9. Ani

    ჰაჰა… ჩემი გადაღებული ნაძვიხ ხე პრაღაში… ეს იმ ღამეს გადავიღე როცა პირველად გაანათეს, ლაივში უკეთესია, საოცარი ეფექტები აქვს განათებას, თვითონ ხე გერმანიიდან ჩამოიტანეს და რამდენიმე თვით ადრე შეარჩიეს სპეციალურად

  10. andria

    ძაან მაგარია, ბუენოს აირესის ნაძვის ხე მომეწონა, შენობაში რო დგას, ყველაზე მეტად

      1. andria

        თან მესამე წელია ეს მწავენ პირამიდა დგას, მობეზრდება ადამიანს, სულ რო მოწონდეს

  11. ♥ The Dream Teller ♥

    ეჰ ნეტა გვეღირსება როდესმე ნორმალური ნაძვის ხე საქართველოში?

    ისე ამათგან ყველაზე მეტად პარიზის მომეწონა, სავაჭრო ცენტრში რო იდგა….. განსხვავებული და ლამაზია, თან ბანტებიც როგორ მოუხდა <3

  12. mylpi

    პარიზი, ბუენოს აირესი ყველაზე მყუდრო და საზეიმოა
    მადრიდში, ლისაბონში ყველაზე საინტერესო იდეის მხრივ
    ლონდონში რაღაც აჩონჩხლილია, გერმანიაშიც, დაახლოებით ჩვენთან რომ რთავენ რიგით ხეებს ვაჟა-ფშაველაზე იმათ ჰგავს
    რაც შეეხება თბილისს, თავისუფლების ნაძვის ხე მომწონს, რამდენიმე კვირა ის ბოძი არ ჩანს და თან მხიარულია :)

  13. World In A Hourglass

    ზოგი მართლა ძალიან მაგარია..
    ნაძვის ხე რომ გემოვნებიანად უნდა იყოს მორთული ეგ უადავოა მაგრამ მთავარი ნაძვის ხე არაა მთავარი განწყობაა რაც ჩვენს ქვეყანაში არ იგრძნობა..
    რაღაც განსხვავებულს, საინტერესოს, ლამაზს ელი და ისე ჩაივლის რომ ხალხს ვერ შეატყობ ემოციას..
    სამწყხაროა..
    :(

  14. pelagiaa

    ჩვენი ნაძვის ხეები შეიძლება ფრანგულს და ამერიკულს ვერ შეედრება მაგრამ მაინც თავისებური და მომხიბვლელია, სულაც არ გამოიყურება დაჩაგრულად ზემოთ ნაჩვენებ ნაძვის ხეებს შორის

    ყველა ნაძვის ხე ძალიან მომეწონა გაიხარე რომ მამოგზაურე მართალია სულ რაღაც 2 წუთში,მაგრამ თითქმის მთელი მსოფლიო შემოვიარე :))))

    უნდა ვაღიარო რა რუსული ნაძვის ხე ყველაზე ბანძი იყო.. (შეიძლებოდა ეს არც მეთქვა,მაგრამ უნდა მეთქვა!)

    1. zurriuss

      გაიხარე შენ და მე კვლავ ვრჩები იმ აზრზე, რომ ქართული ნაძვის ხე ბანძების ტოპ ათეუში პირველია. მაგრამ არაუშავს ;)

    1. zurriuss

      კი, აბა რა. როცა ნაძვის ხეს თავზე წმინდა გიორგის ძეგლი ექნება, პატარა თავი რატო უნდა ქონდეს? :D

      1. fsiQe

        me mgoni nazvis xes ki ar aqvs tavze cminda giorgi, wminda giorgis aqvs chamocmuli nazvis xe :| :D
        pragelebis da moskovelebis nazvis xe momewona me yvelaze metad :) :P

  15. Taboo

    zurriuss, ერთ–ერთი საუკეთესო პოსტი მთელ ბლოგოსფეროში :UP:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »