შობა და ახალი ვიდეოპოსტი

ყველას გილოცავთ შობას!
როგორც იქნა, სულით გეუბნებით Merry Christmas ;)

ვისაც ჩემი ახალი სათვალ გაინტერესებთ, აგერ სურათებიც. სახლში უკვე მეძახიან შურიკასა და ლაშა ბაქრაძეს. ნეტა, რომელიმე მართლა ვიყო, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, კატა არ დაჰკნავლებდა და ზღარბი არ დაჩხვლეტდა :D

ქუთაისში საოცრად ცივა. 12-დან 6 საათამდე ეკლესიაში ვიყავი. ახალმოწამეთა სახელობის ეკლესია ჩემი მშობლიური სკოლის ეზოში მდგარი პატარა ბაზილიკაა, რომელშიც ღვთისმსახურების დროს ძალიან ძალიან ცხელა. ვინაიდან ტაძრის გარშემო სუსხი ქარი დაძრწოდა, ეს დიდ ტემპერატურულ სხვაობას ქმნიდა.
თუმცა ეშინოდეთ მათ, ვინც ღამისთევაზე პირველადაა: ჩემთვის ასეთი რამეები კარგად ნაცნობია, ვოტ :P
ღვთისმსახურებამ საზეიმოდ ჩაიარა. მოკლედ, კარგი იყო. ბოლომდე მოვუსმინე და გავძელი.
აქვე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას წინა ვიდეოპოსტზე დატოვებული კომენტარებისთვის. ეკლესიიდან დაბრუნებისას, დილის 6 საათზე, ავიჩემე მოსიარულე საშობაო ვიდეოპოსტის ჩაწერა. კამერას უნდა გავუთამამდე და ბლუკუნი და კომპლექსები ნელ-ნელა უნდა დავძლიო. მოკლედ, აჰა ქარიან-სეირნობიან-მილოცვიანი ვიდეოპოსტიც ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

18 thoughts on “შობა და ახალი ვიდეოპოსტი

  1. islandglocke

    gilocav shoba axal wels…mravals daeswari da sul aseti mxiaruli video postebi gadagegos….ise kargia game, raga game dilas seirnoba :) ise mec gamitenebia gameebi, sul sxva shegrdznebaaa :)

  2. iameosi

    არ დავიწყებიათ ქუთაისის მორთვა..გილოცავ მეც :) კარგი იყო მოსიარულე საშობაო პოსტი :)

  3. busx

    :))))))))))))))))) სათვალის არჩევის აზრზე არ ხარ :))))))) :*

    პოსტი თავიდან საშინლად ხრიგინებს :|
    და ისედაც :)) ძაანაც ნუ გათამამდი და ბოდიალობებს ნუ წერ :)))))

    ცოტა უფრო ინწირესნი ვიდეოპოსტები გაუშვი :))

  4. mr.picasso

    ჟღივის ე მარა არა უშავს მაინც კარგია .წინა ჯერ არ მომისმენია ეხლა ჩავრთავ.
    უფრო დიდი სათვალე ვერ იშოვე :P
    ხო და მე რომ გითხრა მაგ დროს პირდაპირ ტრანსლაციით ვუყურე წირვას ხოლო შემდეგ ტვ საქართველოზე ჯერ სამი ტენორის კონცერტს ხოლო შემდგომ პავაროტი და მეგობრებსთქო რა :P
    შობას გილოცავ

  5. თაა

    არა რაააააააა,
    ვერ გადავდგი ეგ ნაბიჯი,
    ვერაფრით ვერ ჩავწერე ვიდეო პოსტი
    ოოოოოოოოოოოოოოოოfff :(

  6. ნინო

    მესამე აღფრთოვანებული კომენტარი, რომელიც არ შემეძლო არ დამეწერა.
    მეც ჭავჭავაძის პროსპექტზე ვცხოვრობდი :) და როგორც ვხვდები შენ 31 –ე სკოლაში სწავლობდი. მე მე–3 ში :)
    ვაი დედა, წავედი , დღეს ამდენი აღარ შემიძლია !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.