ჩაქვი

ვისაც ეს სახელი პრიველად გესმით, ამიერიდან იცოდეთ, რომ სანამ ბათუმამდე მიხვალთ, ჯერ დაბა ჩაქვი უნდა გაიაროთ, რომელსაც ბავშვობაში “ჩარკვს” ვეძახდი (ეგ არაფერი, ქობულეთი საზღვარგაერეთ მეგონა). ადგილი, რომელსაც ბუნებამ საჩუქრად სიმშვიდე უბოძა. პირველი ადგილი, სადაც მე ზღვაზე “დარჩენით” წავედი და ზაფხულის ყველაზე საჩემო 3 დღე გავატარე.

ჩაქვში ჩვენი ნათესავის ნაცნობის, ქართლოსის სახლი დგას, რომლისთვისაც ამ ჩვენს ნათესავს ყოველ ზაფხულს ახალგაზრდა ფეხბურთელთა გუნდი “ზბორებზე” ჩაჰყავს. ორსართულიანი და, რაღაცნაირად, თავისუფალი სახლი, პირველი დანახვისთანავე სახლი გაგრას მაგონებდა, რომელიც წესიერად არც კი მახსოვს.

სახლიდან ზღვამდე მომცრო ევკალიპტის ტყეა, რომელიც რაღაცნაირად მაგონებს მაუგლის მუტლფილმს

ჩემთვის ყველაზე არაჩვეულებრივი დასვენება ყველაზე მარტივი დასვენებაა. დასვენება და არა გართობა. როცა ზედმეტი საზრუნავი თავიდან სამიოდ დღით მაინც ამოყრილი გაქვს და ცდილობ, მადიანად დაეწაფო ბუნებას. რომ ჩავედით, დაუწერელი წესის თანახმად, ეგრევე ზღვაში შევცვივდით, მერე ამოვბარგდით და გარემოს თვალიერებას შევუდექით. სულ ვამბობ ხოლმე, თაკარა მზეში ზღვაში არ ჩავალ-მეთქი, მაგრამ რა ხეირი.

ცხოვრებაში პირველად გადავიყავი თმა შუაზე და მივხვდი, ეს შეცდომა აღარ უნდა გამემეორებინა :დდ

სახლი

სახლი ზღვიდან 100 მეტრის მოშორებით, ევკალიპტის მინიტყის გვერდით დგას. პირველ სართულზე სტუმრებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელია თავისი საშხაპე-სამზარეულოთი და რკინის ორსართულიანი საწოლებით, მეორე სართული კი ქართლოსის ოჯახის წევრებსა და კომპიუტერებს უკავიათ. ეს ადგილი ჩაქვის ინტერნეტკაფეცაა და ყველა ქაუნთერის ოსტატი აქ იყრის ხოლმე თავს. ქართლოსი ჩემპიონატებსაც აწყობს და გამარჯვებულის ფოტოს კედელზე მიაჭიკარტებს ხოლმე. ჩემმა ძმამ და მამიდაშვილმაც სცადეს გაბრძოლება (აბა, მე ქაუნთერი ერთხელ და უკანასკნელად ვითამაშე) და ისე უცბად წააგეს, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს. რამდენიმე თამაშის არსებობის შესახებ სწორედ ჩაქვში გავიგე და Crazy Frog-ის შეჯიბრს ახლაც დავეძებ.

ჩემი ძმა და მამაჩემი პინ-პონგის თამაშში. როგორ მიხარია და როგორ მაკლია, რომ ოჯახის წევრები (განსაკუთრებით, უფროსი და უმცროსი) ერთი საქმით არიან დაკავებულნი.

ქართლოსი

ქართლოსი საინტერესო და უცნაური ადამიანია. გარდა იმისა, რომ აჭარულ კილოზე საუბრობს, ახასიათებს ჰიპნოზისმაგვარი რაღაცები. მაგალითად, შეუძლია, 1 საათის განმავლობაში თვალისდაუხამხამებლად უყუროს ერთ საგანს და ირწმუნება, რომ შემდეგ ადამიანს ძალუძს ამ საგნის დამორჩილება. ამის ჭეშმარიტებაზე თავს ვერ დავდებ, სამაგიეროდ ბევრჯერ გამომიცდია ქართლოსის ზეგავლენა: თვალს თვალში გაგიყრის და შანსი არაა, არ დაგარწმუნოს, დაგაინტერესებს მაინც. ისე საუბრობს, აუცილებლად ჩაგითრევს და გაიძულებს, მოუსმინო. კიდევ ხმარობს სიტყვა “წვალებას” მ-ს დამატებით. შედეგად, გა-მ-წვალებული ქართლოსი გვრჩება.

ირაკლი და მე

ზღვა

ჩაქვში, ჩემი აზრით, ყველაზე სუფთა ზღვაა სარფის შემდეგ (კვარიათიც კარგია, მაგრამ მე ეს მირჩევნია). ჯერ ერთი იმიტომ, რომ აქ დამსვენებელი ნაკლებია (იმიტომ, რომ გართობა ნაკლებია და ეს მახარებს!), მეორეც, ჩაქვი ქობულეთსა და ბათუმს შორის მდებარეობს და ამ მონაკვეთზე ზღვა უფრო შეჭრილია ხმელეთში, რაც თავისებურ ყურეს ქმნის. შედეგად, ზღვის დინება ამ ადგილს გვერდს უქცევს. კიდევ ერთი: ჩვენმა ნათესავმა გვითხრა, რომ დალოცვილი ადგილია, რადგან ჯერ არ ახსოვს, აქ კაცი დამხრჩვალიყოს. როდესაც ჩაქვში ვცურავ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ ზღვის რაღაც ნაწილი მართლა ჩემია  და რომ ამაში არავინ მეცილება. ვერც ქობულეთში, ვერც ურეკში და, მით უმეტეს, ვერც ბათუმში ვიგრძენი სხეულის ისეთი სიმშვიდე, როგორიც აქ. ეს მაშინ, როცა მზის ჩასვლისას წყლის ზედაპირზე გავწექი და მოწითალო ტალღოვანი ზედაპირი ჩემს ირგვლივ ლივლივებდა.

“მებადური” იქ დავხატე

ჩაქვის ბუნგალოებს კი ეს ვიდეო მომაგონებს.

ბოლო დღეს ჩოლოქის ატრაქციონის დასალაშქრად წავედით. აქ უკვე ყველამ მოვილხინეთ და, საქანელების წყალობით, ყირაზე გადავედით. მერე გუდა-ნაბადი ავიკარით და ქუთაისისკენ წამოვედით.

 ეს იყო შორეულ 2007 წელს. იმ დროს, როცა არც ომი არსებობდა და არც გაძვირებული გადასახადები.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “ჩაქვი

  1. An Na

    მეორედ იცი თმა როდის გადაიყავი?:დ სნეიპს რომ დაემსგავსე:პ
    რა საყვარლები ხართ შენ და შენი ძმა : )

    1. An Na

      არ იყო კაცო პარიკი, პროფაილ ფიქჩერში, პასტით ხელში კიდევ გაქვს მსგჰავსი ფოტო და ნუ გვატყუებ შენი ჭირიმე აქ რაღაცებს :დ

  2. Da_v_id

    ადრე ძალიან ბლომად იყო ასეთი პატარა ოაზისები. ჩაქვში, მწვანე კონცხზე, კვარიათიც ძალიან წყნარი და მშვიდი იყო. ცუდია რომ ნელნელა სულ ცოტა რჩება ასეთი ადგილები. ერთი გურია, (ლეკიანი, შეკვეთილი ურეკი და წყალწმინდა) დარჩა და მალე მაგასაც დაერვიან ვეება სასტუმროები

  3. ლინა

    ფოტომ,”ირაკლი და მე”ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა,თითქოს 80იანი წლების დასასრულია და არა დრევანდელი დღე(თუ დრო).

  4. მარი

    ვერც წარმოვიდგენდი, შენ თუ ქაუნთერი გექნებოდა ნათამაშები. ალბათ როგორ იხალისებდი :green: :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »