მუდამ Cecilia!

მასზე ამბობენ, რომ ოპერას ახალი სცოცხლე შთაბერა და ხალხს დაუახლოვა. მისი ხმის თვისებებზე დაუსრულებლად მსჯელობენ და ერთ შეფასებაზე თანხმდებიან – “უნიკალურია!” ჩეჩილია ბარტოლი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი საოპერო მომღერალია.

იხსნება ფარდა, დეკორაციების კუთხიდან ეშმაკური თვალებით როზინა იმზირება. ცქვიტად მოკაკუნებს მუსიკის ტაქტის რიტმში, ამასობაში მისი ჯერიც დგება…

ეს ოვაცია ეკუთვნის ქალს, ვინც ერთ-ერთი ურთულესი საოპერო არია ისე “გააადვილა”, რომ მსმენელებს კრიტიკული შეფასება დაუხშო.

მეცო-სოპრანო თავისუფლად მღერის, წესით, მისი ხმისათვის მაღალ ტონალობაში დაწერილ პარტიებსაც (სოპრანოს). გაოცებას იწვევს უბადლო ტექნიკა. თითოეული ბგერა, თითოეული ნოტი და პასაჟი – ეს უკვე ხელოვნების ნიმუშია.

მიღწევებს გადავხედოთ…

  • გაყიდული აქვს დაახლოებით 8 მილიონი CD
  • 100 კვირაზე მეტ ხანს ლიდერობდა პოპ ათეულებში
  • უამრავი “ოქროს დისკი”
  • 8 “Echo”
  • “Bambi” (Germany)
  • 2 Classical Brit Award (UK)
  • Victoire de la Musique (France)

ყვლაზე ცნობილი ალბომების “Vivaldi”, “Gluck”, “Salieri” და “Opera proibita”-ს წყალობით, ბარტოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელია.

ეს, ასე ვთქვათ, კეკლუცი და ოპერის მსმენელთათვის უდაოდ საყვარელი ქალბატონი 1966 წლის 4 ივნისს დაიბადა ქალაქ რომში, მომღერალი მშობლების ოჯახში. სიმღერის ნიჭი ჩეჩილიამ პატარაობის ასაკიდანვე გამოავლინა. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უგენიალურესი დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი გოგონასთან კარიერის დაწყებისთანავე თანამშრომლობდა. უკვე თავიანვე ჩანდა, რომ გამორჩეული ხმის ტემბრისა და შეუდარებელი ტექნიკის მქონე ჩეჩილიას დიდი მომავალი ელოდა.

ბარტოლის პრემიერა კერუბინოს როლით დაიწყო მოცარტის ოპერაში “ფიგაროს ქორწინება“. მას მალე ლა-სკალას სცენაზე ნამღერი იზოლიერი მოჰყვა როსინის ოპერიდან “ჰერცოგი ორი“.  ხოლო 1996 წელს ჩეჩილიამ კონკიას ძალიან სახალისო პარტია იმღერა როსინის ამავე სახელწოდების ოპრაში. ეს ერთ-ერთი ურთულესი ოპერაა, რომლის შესრულებასა ყველა დიდი სიფრთხილით ეკიდება. საუკეთესონი კი ასეთ შედეგებს აღწევენ. ცოტა ხნით მოეშვით და ნახეთ, რა მაგარი რამეები გაჩვენოთ ;)

http://www.youtube.com/watch?v=BhEA01H–Zg

ამის შემდეგ ორი აზრი არავის გასჩენია ჩეჩილიას განუზომელ ტალანტზე, თუმცა მისი ხმის ხასიათზე დღემდე დაობენ. ისტორიას თითქმის არ ახსოვს შემთხვევა, მეცო სოპრანოს ისეთი მაღალი ნოტები აეღოს, რომლებთან შეჭიდებაზე სოპრანოებიც კი ფრთხილობენ. შემდეგი ვიდეო სწორედ ამ ფენომენს გიჩვენებთ. საერთოდ, ბარტოლის რეპერტუარის უმრავლესობა მე-19 მუსიკის პირველი ნახევრის ოპერებია. ამ დროს საოპერო შესრულების სირთულე პიკს აღწევს. სწორედ ამიტომაც ირჩევს ჩეჩილია ბარტოლი კომპოზიტორ ჯოაკინო როსინის ოპერებს.

ამის შემდეგ ჩეჩილია ანტონიო ვივალდის კომპოზიციებს შეეჭიდა. მათი დიდი ნაწილი კომპოზიტორის გარდაცვალების მერე აღარც შესრულებულა ასე რომ, მომღერალს მოუწია, გაეცოცხლებინა თითოეული მათგანი. ლამაზი ბგერა, უსწრაფესი გადასვლები, რთული სუნთქვა, სწორი ინტონაციები და დიდი არტისტიზმი –  ამათ კომპონენტების სწორი ურთიერთქმედების გარეშე ვივალდის მღერა წარმოუდგენელია. ბევრი ვერსია მოვისმინე, მაგრამ ჩეჩილიამ ჩემთვის ყველა რეკორდი მოხსნა:

არ მინდა, სარეკლამო პოსტივით გამომივიდეს, მაგრამ ეს ქალი დირიჟორობს კიდეც. მთლად სიმფონიებს ვერა, მაგრამ თავის ამბავში მშვენივრად ართმევს თავს:

ალბომის გარეკანზე ბარტოლი საჭურისი მამაკაცის ქანაკების სახითაა გამოსახული

ბარტოლის ბოლო გამოწვევა კასტრატების ეპოქაა. ალბომს SACRIFICUM ჰქვია, რაც ლათინურად მსხვრპლშეწირვას ნიშნავს. კასტრატები მამაკაცი მომღერლები იყვნენ, რომელთაც გარდატეხის ასაკამდე ასაჭურისებდნენ. ამ ხერხით ხდებოდა მათი წკრიალა, ბავშვური ხმის შენარჩუნება და, ორგანიზმის ზრდასთან ერთად, დახვეწა. კასტრატები  მომავალს მათსავე მუსიკას სწირავდნენ. XVII-XVIII საუკუნეებში ისინი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ საოპერო სამყაროში. კომპოზიტორები სწორედ მათთვის ქმნიდნენ ბევრ შედევრს, რომელთაგანაც თითქმის ყველა დავიწყებას მიცა. ჩეჩილიამ მოინდომა ამ დიდი ტრადიციის გაგრძელება და საკუთარი ხმით ააჟღერა საუკუნეების წინათ დადუმებული არიები.

ჩეჩილია ბარტოლი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ფენომენი, აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას. ერთი სული მაქვს, როდის გავიგონებ მის ხმას საკუთარი ყურით. ნეტა მოხერხდეს მისი აქ ჩამოყვანა და თუნდაც ერთი არიის მღერა.

ისე კი მაინც მგონია, რომ თუ გინდა, ადამიანებს სასწაული აჩვენო, კარგად უნდა მღეროდე. კიდევ ის მწამს, რომ როცა გენიალობის ზღვარს გადააბიჯებ, მერე უკვე არანაირ ცუდს აღარა აქვს სახიფათო ძალა, რადგან შენ მიერ მიღწეული დაჩრდილავს მას. ჩეჩილიას შემთხვევაშიც ასეა. როგორ მიყვარს ეგ ოხერი! მუდამ Cecilia! :D

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

18 thoughts on “მუდამ Cecilia!

  1. Katiee

    რა ბედნიერებაა, რომ ვიღაც არ წერს ბოლო დღეების ამბებზე :D

  2. Sophie 'Sunny' Golden

    არ დამავიწყდება, რა სიამოვნებით ვუსმინე ამ ქალს ერთ ღამეს. მადლობა, ზურა.
    კასტრატებზე წაკითხული მქონდა სადღაც, მგონი, ფილმიც ვნახე და ზუსტად ვერ მივხვდი, თან კაცი იყო, თან ქალივით ხმა ჰქონდა… ჩვენი პოლიტიკური სიტუაციასავით გაურკვეველი იყო, მოკლედ.

    1. zurriuss Post author

      სოფ, გეტყვი, რომ ეს პოსტი შენ მოგიძღვენი :*

  3. kevana

    აქამდე არ ვიცოდი. ლამაზი ხმა აქვს, შთამბეჭდავი და მუსიკა, აჰმ… ვივალდის კომპოზიციებიდან მომეწონა უფრო უფრო :)

    პ.ს. ამის მერე სხვა რამეს რა ნამუსით უნდა მოვუსმინო, წავედი ასეთი განწყობით დავიძინე :roll:

  4. დია

    არაუშავს…

    ვხუმრობ.

    ოპერის მომღერლებიდან ყველაზე მეტად ემა შაპლინი მიყვარს! რასაც ჰქვია, ყველას სჯობს!

  5. დიანიკო

    იმიტომ, რომ ძალიან გენიალურია! ოპერაში რაც მღლის ყველაზე მეტად, ის გააცამტვერა! გამოაცოცხლა და ახალი სული შთაბერა! სხვადასხვა ჟანრებს შეუზავა და ძალიან წარმატებულადაც!

    გვიან გავიგე მეხუთე ელემენტში ეგ რომ მღეროდა!

    1. zurriuss Post author

      კაი გოგოა, არაუშავს. ლამაზიცაა. გეთანხმები, რომ ეგეთი ჰიბრიდული ჟანრები მსმენელზე კარგად მოქმედებს.
      თუმცა შაპლინს ოპერის მომღერალს ვერ ვუწოდებ, რადგან ოპერას არ მღერის.

  6. რუს

    ვივალდიზე ქართულ ნეტში ვეძებდი ინფორმაციას და ამ პოსტს გადავაწყდი :)

    დილიდან იუთუბში ვუსმენდი IL GIARDINO ARMONICO-ს, ბაროკოს მუსიკის შემსრულებლებს, მერე როგორც ხდება გადავედი ჩეჩილიაზეც არმონიკოს აკომპანიმენტით. მე5 მე6 ვიდეოზე ეგენი უწევენ აკომპანიმენტს

    გიერთდებით აღფრთოვანებაში, მართლა ძალიან ძალიან! თან რა არტისტულია საყვარელი, თვალები უციმციმებს
    მოკლედ მთელი დილა კარგ ხასიათზე ვარ :) :) :)

    1. zurriuss Post author

      ვივალდი და ბაროკო ძალიან მიზიდავს. თუ რაიმე ინფორმაცია მოგეპოვებათ ან საინტერესო ჩანაწერები, შემომეხმიანეთ, რა :)

  7. რუს

    აგერ თანამემამულეებს რამდენი უსაუბრია ბაროკოს მუსიკაზე, შიგადაშიგ უჩხუბიათ კიდეც:)

    http://forum.ge/?f=94&showtopic=33799950

    ჩემი უსაყვარლესი კომპოზიცია – პახელბელის Canon in D Major Johann Pachelbel fantastic version

    http://www.youtube.com/watch?v=8Af372EQLck&feature=related

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.