Category Archives: BIAFF

მონანიება

DSCN5637ბათუმის კინოფესტივალს ყოველთვის ახლავს მასტერკლასები და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. მახსენდება ნური ბილგე ჯეილანის სემინარი 2012 წელს, რომელზეც ეს რეჟისორი აღმოვიჩინე და საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ მის ფილმზე “ერთხელ ანატოლიაში” ჩამეძინა. შარშან ჯო ბოიდი “პინკ ფლოიდის” მოღვაწეობის პირველ წლებზე გვესაუბრა. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი სემინარი თენგიზ აბულაძის შემოქმედებას ეხებოდა. ძალიან დავაგვიანე. უფრო სწორად, წინა პოსტში ნახსენებ ფილმზე ვიყავი და დასრულებისთანავე იქ გავიქეცი.  Continue reading

ვიდრე დედა ჩამოვა

august

ამასწინათ ერთი მეკითხებოდა, რატომ არ ხატავ „ლამაზ“ ნახატებსო. დავიბენი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია. მერე ჩემს გალერეას თვალი გადავავლე და ვნახე, რომ თითქმის არც ერთი ნამუშევარი არ არის „ლამაზი“. იმდენად ვარ გადართული ამბის გადმოცემაზე, რომ მის შელამაზებაზე არ მეფიქრება. ეტყობა, ჟურნალისტურ დანაკლისს ამით ვინაზღაურებ, რადგან პროფესიით აღარ ვმუშაობ.

პირადად მე ხატვისას საკუთარი თავისგან ჯერ ამბავს ვითხოვ და შემდეგ ვფიქრობ მისი გადმოცემის ხერხებზე. ფილმებშიც უპირატესობას ჯერ „სთორის“ ვანიჭებ. როცა მეკითხებიან, რა ფილმი ნახეო, მინდა, შემეძლოს ამბის მოყოლა და არა სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხისა და კადრის აღწერაზე ბლუკუნი. Continue reading

გაფერადებული ისტორია

მახსოვს, ჩემი მეზობელი თალიკო ბებია (ბებოს დავწერდი, მაგრამ იმერეთში ბებია ვიცით) მეუბნებოდა, არ მიყვარს ფერადი სურათები, თვალებს მტკენსო. მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა მწვანედ აბიბინებულ ეზოში მდგარ ადამიანთა ჯგუფს რაიმე ზიანი მოეტანა მხედველობისთვის. თალიკო ბებიას რომ ეთქვა, ფერადი გამოსახულების აღსაქმელად ადამიანის მხედველობითი რესურსი უფრო იხარჯება, რაც სიბერისას თვალს ძაბავსო, უფრო გავიგებდი. Continue reading

ორი გამოსასწორებელი კლასი

CorrectionClass_cf_1200x1800არ ვიცი, თქვენთან როგორ იყო, მაგრამ ბავშვობაში უფროსები ხშირად მაშინებდნენ, რომ თუ კარგად არ ვისწავლიდი, გამოსასწორებელ კლასში გადამიყვანდნენ. მაშინ წესირად არ ვიცოდი მისი მნიშვნელობა და ყოველ გაფიქრებაზე სულ უფრო ცუდი სურათი წარმომიდგებოდა.

მაშინ არც სიძულვილის ენის მნიშვნელობა ვიცოდი, მაგრამ გაუცნობიერებლად მაღიზიანებდა სხვადასხვა მენტალური გადახრის მქონე პირთა განყენებულად მოხსენიება. ხშირად მესმოდა ფრაზები: “არ ეთამაშო მაგას, ავადმყოფია!” – გონებრივად ჩამორჩენილის მიმართ, “ეგ ინვალიდი” – პარალიზებულის მიმართ და ა.შ. ამ სიტყვებს დიდი თუ პატარა ისე ისროდა, აზრადაც არ მოსდიოდა იმ ადამიანის განცდა, ვისზეც საუბრობდა, რადგან ეს არ იყო მწარედ ხუმრობა ჯანმრთელ ადამიანზე, რომელიც იმ სიტყვებით არ დაავადდებოდა, არამედ რეალური დაავადების მქონეთა “არათავისიანად” მოხსენიება.

ამ თემაზეა ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმი “გამოსასწორებელი კლასი”, რომლის სიუჟეტი რუსეთის პროვინციაში ვითარდება. კლასში ახალი მოსწავლე ჩნდება – გოგონა ინვალიდის ეტლით. სიტუაცია სტანდარტულად ვითარდება: უმეტესობა მას ამცირებს, ხოლო ერთ-ერთ ბიჭს იგი უყვარდება. ამ მინირომანის გარშემო ვითარდება მოქმედება, რომელიც უფრო და უფრო იძაბება, იმატებს სიძულვილის ენა, ნიჰილიზმი და ადამიანთა გულგრილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. სცენებიც, კოსწიუმებიცა და გარემოც კარგად ასახავს რეალობასაც და ხაზს უსვამს პრობლემას – გამოსასწორებელი კლასი საზოგადოების ანარეკლია. Continue reading

BIAFF 2014 ანუ რატომ არ რჩებიან ფილმებზე ბოლომდე?

ბათუმის საზაფხულო თეატრი

ბათუმის საზაფხულო თეატრი

როგორც იქნა, დაიწყო ის, რის შესახებაც ასე გაბეზრებდით თავს სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში. გუშინ საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. ჩემისთანა ადამიანისთვის ასეთი ბათუმი მისწრებაა, რადგან ნაკლები ხალხია, ზღვაც სუფთაა და მზეც ჯერ კიდევ ცხელია…

Continue reading