ვყიდი მარიამ სტიუარტს

ჩემი ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტე, ჩემი ბოლო ნახატი “მარიამ სტიუარტი” გავყიდო. ერთ თვეს მოვუნდი მის დახატვას და მაქსიმალურად ვეცადე, სიღრმეებში არ წავსულიყავი, რათა დამთვალიერებლისათვის ზოგიერთი რამ გამოცანად დარჩენილიყო. ამიტომაც “ფარავს” ზოგიერთ დეტალს შოტლანდიური ქსოვილი. ახლა კი მონაცემები:

ზომა: A4-ზე 2-2 სმ-ით პატარა, მასალა: ტუშის პასტები, ფანქრები. ინსპირაცია: გაეტანო დონიცეტის “მარიამ სტიუარტი” (ოპერა), თემურ ჩხეიძის “მარიამ სტიუარტი” (დრამატული სპექტაკლი).
ფასი: 50 GEL

ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, ხელი გაუმართოთ უკანასკნელ კეისარს, კომენტარის სახით თანხმობა მომწერეთ. ღრმადლობა ყველას :)

შიში

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

_ ზურა, ვის მოკლავდი?
_ ვის არა, რას.
_ კარგი, რას მოკლავდი?
_ თუ იგი “ვინ” გახდება, მე მას აუცილებლად მოვკლავ. დავჭრი მაინც, რომ აღარ მომეკაროს!
_ ვის, რას?
_ ჩემს შიშს!

Continue reading

გაყიდულია!

როცა ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და არც-თუ ურიგოდ გამოგდის, უნდა ეცადო მისგან სარგებელი მიიღო. ბოლოს და ბოლოს, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო? ასე და ამგვარად, საკუთარი ნახატი გუშინ პირველად გავყიდე.

Continue reading

პატარა ტბა

“იმ დაბურული ტყის პირას ერთი პატარა ტბა იყო. იმ ტბის ნაპირას მიყვარდა ყოფნა. საოცარია, როცა წვიმდა, ის პატარა ტბა, კიდევ უფრო პატარავდებოდა.”

ხატვა რომ არა

ესეც ჩემი "სახელოსნო" :ფჰეჰ:

გაუმარჯოს ყველას. როგორ ხართ? მე ისა ვარ, აქ რომ ადრე ხშირად ვწერდი და ახლა რომ ვერ ვიცლი საამისოდ. ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ჯარი და სამსახური ერთიანად მფიტავს და კიდევ რაღაცების დაწერის ნერვი ხშირად არ მაქვს. თუმცა ამ ერთხელაც მოვიკრიბე ძალა და ორიოდ სიტყვით გეტყვით, გიპასუხებთ კითხაზე “რა ხდება?” :) Continue reading

ჩაქვი

ვისაც ეს სახელი პრიველად გესმით, ამიერიდან იცოდეთ, რომ სანამ ბათუმამდე მიხვალთ, ჯერ დაბა ჩაქვი უნდა გაიაროთ, რომელსაც ბავშვობაში “ჩარკვს” ვეძახდი (ეგ არაფერი, ქობულეთი საზღვარგაერეთ მეგონა). ადგილი, რომელსაც ბუნებამ საჩუქრად სიმშვიდე უბოძა. პირველი ადგილი, სადაც მე ზღვაზე “დარჩენით” წავედი და ზაფხულის ყველაზე საჩემო 3 დღე გავატარე.

Continue reading

რატომ უნდა დაალაიქოთ

მას შემდეგ, რაც ხელში ფუნჯი ავიღე, ყოველთვის მეშინოდა ხატვის. არასდროს ისე შებოჭილი არ ვარ, როგორც ფუნჯით ხატვის დროს, რადგან მინახავს ათასობით შედევრი, რომელიც შექმნილა ფუნჯით. მინახავს მხატვრები, ხელის რამდენიმე ოსტატური მოსმით უკვე დასრულებულ ნახატს რომ ქმნიდნენ… და, ყოველივე ამის შემდეგ, მე უნდა გამებედა და დამეხატა? რა ვქნა, ძალიან მინდოდა და დავხატე. ახლა იმას მაინც აგიხსნით, რატომ ღირს ჩემი ნახატის დალაიქება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ემთხვევა ჩემი “თავის მართლება” ჩემსავე ქმნილს.

Continue reading

ერთი დღე ნახატის დასრულებამდე

ადამიანის ფსიქოლოგია შეგრძნებებზეა აგებული და ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ბომბორას პარკს მივეჯაჭვე. უკვე დავმეგობრდით, ერთად ვჭამთ, ვსვამთ, ვერთობით, ვსველდებით და ყველანი ერთ საქმეს ვაკეთებთ. გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის დასრულების მერეც ამოვიდეთ ხოლმე და რაღაც-რაღაცები ვხატოთ. ისე, როგორც გვინდა და შეგვიძლია.

Continue reading

როგორ გავხდი სევერუს სნეიპი

სნეიპად ქცევის პირველი მცდელობა :)

ნამდვილი ბრძენი იყო ის, ვინც თქვა, რაც უფრო დაკავებული არ, მით უფრო მეტს ასწრებო. სამსახური, პროექტები, ხატვა, ილუსტრაციები და კიდევ, სნეიპის კოსტიუმის შეგროვება “ჰარი პოტერის” ბოლო პრემიერისთვის. მიუხედავად დამღლელი დაღლილობისა, მაინც არაფერი შეედრება იმ განცდას, რომ რასაც აკეთებ, გსიამოვნებს. Continue reading

დღე II – ზღვა სივრცედ გარდაიქმნა

დღეს ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ კმაყოფილი დავრჩი. თუ აქამდე არ ვიცოდი, რას ვხატავდი და ვერც საბოლოო სახეს ვხედავდი, დღეს კი, როცა ზღვის ადგილას ტონები შევცვალე, სივრცე გამოიკვეთა და ამოვისუნთქე.

Continue reading