ვყიდი მარიამ სტიუარტს

ჩემი ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტე, ჩემი ბოლო ნახატი “მარიამ სტიუარტი” გავყიდო. ერთ თვეს მოვუნდი მის დახატვას და მაქსიმალურად ვეცადე, სიღრმეებში არ წავსულიყავი, რათა დამთვალიერებლისათვის ზოგიერთი რამ გამოცანად დარჩენილიყო. ამიტომაც “ფარავს” ზოგიერთ დეტალს შოტლანდიური ქსოვილი. ახლა კი მონაცემები:

ზომა: A4-ზე 2-2 სმ-ით პატარა, მასალა: ტუშის პასტები, ფანქრები. ინსპირაცია: გაეტანო დონიცეტის “მარიამ სტიუარტი” (ოპერა), თემურ ჩხეიძის “მარიამ სტიუარტი” (დრამატული სპექტაკლი).
ფასი: 50 GEL

ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, ხელი გაუმართოთ უკანასკნელ კეისარს, კომენტარის სახით თანხმობა მომწერეთ. ღრმადლობა ყველას :)

შიში

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

_ ზურა, ვის მოკლავდი?
_ ვის არა, რას.
_ კარგი, რას მოკლავდი?
_ თუ იგი “ვინ” გახდება, მე მას აუცილებლად მოვკლავ. დავჭრი მაინც, რომ აღარ მომეკაროს!
_ ვის, რას?
_ ჩემს შიშს!

Continue reading

გაყიდულია!

როცა ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და არც-თუ ურიგოდ გამოგდის, უნდა ეცადო მისგან სარგებელი მიიღო. ბოლოს და ბოლოს, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო? ასე და ამგვარად, საკუთარი ნახატი გუშინ პირველად გავყიდე.

Continue reading

პატარა შეცდომები დიდ ფილმებში

მე, როგორც კინომოყვარულს, მიყვარს ხოლმე თვალების დახუჭვა ისეთ ლაფსუსებზე, რომლებიც ფილმის აღქმის შეგრძნებას გიკარგავს. თუმცა ზოგჯერ მაინც მაგარია, დააკვირდე, რა უმნიშვნელო დეტალებისთვის არ მიუქცევიათ ყურადღება. არადა კინემატოგრაფიაში უკვე ცალკე შტატია მათთვის, ვისაც სწორედ ასეთი დეტალების მეთვალყურეობა ევალება. ვნახოთ, რამდენად კარგად მუშაობენ ისინი :) Continue reading

პატარა ტბა

“იმ დაბურული ტყის პირას ერთი პატარა ტბა იყო. იმ ტბის ნაპირას მიყვარდა ყოფნა. საოცარია, როცა წვიმდა, ის პატარა ტბა, კიდევ უფრო პატარავდებოდა.”

ხატვა რომ არა

ესეც ჩემი "სახელოსნო" :ფჰეჰ:

გაუმარჯოს ყველას. როგორ ხართ? მე ისა ვარ, აქ რომ ადრე ხშირად ვწერდი და ახლა რომ ვერ ვიცლი საამისოდ. ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ჯარი და სამსახური ერთიანად მფიტავს და კიდევ რაღაცების დაწერის ნერვი ხშირად არ მაქვს. თუმცა ამ ერთხელაც მოვიკრიბე ძალა და ორიოდ სიტყვით გეტყვით, გიპასუხებთ კითხაზე “რა ხდება?” :) Continue reading

მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

ზოგს ბიძინა ტკივა, ზოგს რამაზი. მერე რა, რომ ქართველი ხალხი ტაშს უადგილო ადგილას უკრავს (პანაშვიდიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი რამდენიმემ ისეთი ტაშით გააცილა, მეგონა, გამოსვენება დაიწყო). დღეს ჩემი მუზის კიდევ ერთი ნაწილი მიაბარეს მიწას. რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე ერთადერთხელ და ისიც უკანასკნელად სწორედ დღეს ვნახე. Continue reading

კარიბის ზღვის მუშკეტერები 3D

დაასლოკინა, ბატიბუტის ქერქი სასულეში გადასცდა, პეპსის გაზმა ჰაიმორის ღრუ აუწვა, ერთხანს ხვნეშოდა საწყალი. მერე ვიღაცამ ზურგში ხელი წაუთაქა და სასიკვდილოდ განწირულმაც ამოისუნთქა. ბავშვივით ასლუკუნდა და ქათქათა მანჟეტებით ცრემლების მოწმენდას შეუდგა. ულვაშებზე ჩამოგორებული მარგალიტები პეპსის დარჩენილ წვეთებს შეერია და ყელბაფთა დაულაქავა. წარწყმედილი და შერცხვენილი ბერიკაცი ხელჯოხდაყრდნობილი გამოკანუნდა კინოდარბაზიდან. Continue reading

ჩაქვი

ვისაც ეს სახელი პრიველად გესმით, ამიერიდან იცოდეთ, რომ სანამ ბათუმამდე მიხვალთ, ჯერ დაბა ჩაქვი უნდა გაიაროთ, რომელსაც ბავშვობაში “ჩარკვს” ვეძახდი (ეგ არაფერი, ქობულეთი საზღვარგაერეთ მეგონა). ადგილი, რომელსაც ბუნებამ საჩუქრად სიმშვიდე უბოძა. პირველი ადგილი, სადაც მე ზღვაზე “დარჩენით” წავედი და ზაფხულის ყველაზე საჩემო 3 დღე გავატარე.

Continue reading

ჩემი საზაფხულო გატაცება ანუ თომას ქრაუნის აფიორა

_Wanna see it? ;)

_No :)

არადა, ისე ძალიან გინდა, ნახო, რომ ვეღარ ითმენ. მაგრამ ეს ხომ თამაშია. ჰოდა შენც ერთობი იმით, რომ გძინავს იმ მამაკაცთან, ვის საქმესაც იძიებ.

Continue reading