
გაიღვიძეთ, თენდება!

მისგან მალე არაფერი დარჩება. მოჩვენებები, რომლებიც გატყავებულ კედლებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ, მალე უსახლკაროდ დაიწყებენ ხეტიალს. ერთხელაც მზე ამოვა და სხივები, როგორც იქნა, იქაურობას მახინჯ ჩრდილს არ მიახატავენ.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
სასახლე, რომელიც თავისი სილამაზით თურმე ვერსალს უტოლდებოდა, დღეს მისი მქრქალი აჩრდილია. აჩრდილებით დასახლებული აჩრდილი.
მარილი რომ დაყარო, ჩხუბი დაიწყება, ხო? აბა ბოლივიაში, უფრო სწორედ კი, უიუნიში, სადაც გინდა, ყარე. მაინც ვერ გამოლევ. თანაც ეს თეთრი, ქათქათა და ლითიუმით გაჯერებული მარილის უდაბნო ისეთ პეიზაჟებს ქმნის, რომ მიმიქარავს ბორა ბორა.

სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მარილის საბადო ასე გამოიყურება წვიმის შემდეგ

ცხელა. გარეთ ჰაერი დუღს, ფილტვებში – ალვეოლები.
ამიტომაც არის, რომ მიყვარს ზაფხული. ბუნების ნათელი უკიდურესობა. დრო, როცა შენი სხეულის 80 % ვერ ისვენებს, ბორგავს, ფეთქავს, ბუყბუყებს. ეს წყალია!
ზაფხულის ადუღებული და გაოფლილი ჰაერი ყოველთვის მირჩევნია ზამთრის სიცივით გაჭედილ ცხვირს, წაყინულ ხელისა და ფეხის თითებსა და აცრემლებულ თვალებს. რაც უნდა იყოს, ზაფხული დასვენების, გართობისა და ბევრი ბევრი ნაყინის დროა. დრო, როცა მაღლა აიხედავ და, გულამღვრეული ღრუბლების ნაცვლად, ცის უკიდეგანო ოკეანეს დაინახავ.
ხოლ ვისთვისაც ზაფხული მაინც მდუღარე ტანჯვა-წამებასთან ასოცირდება, წამომყვეს წყლის სამეფოში…

Discovery-ის განწყობაზე მოვედი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთ საოცრებაზე მოგითხრობთ.
ინდონეზიის კუნძულ იავაზე მდებარეობს ადამიანის რწმენის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური გამოვლინება – ბორობუდურის ტაძარი. იგი ქვისგანაა აგებული და ყველაზე დიდი ბუდისტური კომპლექსია დედამიწაზე. Continue reading
National Geographic-ს ვათვალიერებდი, როცა ასეთ ამბავს წავაწყდი: “Rarest of the Rare” Species Named
ანუ ჩვენს პლანეტაზე ცხოველთა რაოდენობა კლებას განაგრძობს და ახალი ჯიშები არიან გადაშენების პირას. იშვიათი ჯიშის იშვიათი წარმომადგენლები იღუპებიან.
კუნძულის ნაცრისფერი მელია აშშ-ის ტერიტორიაზეა გავრცელებული. თუმცა, რაღა გავრცელებული. მელიის ეს სახეობა 1000-ზე ნაკლებიღა შემორჩა.

ტეპუის ტყეში წვიმს. წყალს მიწიდან ამოტანილი გაციებული ორთქლი ემატება. აუატეპუის პლატოს ერთ-ერთ-ერთი ნაპრალიდან გაბმული შრიალის ხმა ისმის. ხევიდან სინათლის სხივები ირეკლება, თითქოს კვარცის კედლებში ალმასის კრისტალებს მოეყაროს თავი. შხუილის ხმა უფრო იმატებს, ძლიერდება და მელოდიური ხდება. წყალი გაივლის მიხვეულ-მოხვეულ ნაპრალებს და…. უსასრულო სივრცეში ჩაიორთქლება…
ჰმ… აქედან უნდა დამეწყო. ვინც ჩემს პოსტებს ხშირად ეცნობით, გეცოდინებათ, რომ გლობალური დათბობის საფრთხეზე ხშირად ვწერ. ერთ-ერთი ამის ხელისშემშლელი ფართომასშტაბიანი პროექტი არის Earth Hour დაფუძნდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ყოველივე ეს ამცირებს ენერგიის გამოყოფას და, შესაბამისად, დედამიწის კლიმატიც რაღაც პროცენტით ნაკლებად შეიცვლება უარესობისაკენ. პირველად ეს ღონისძიება სიდნეიში ჩატარდა 2007 წელს, 2010-ში კი უკვე 121 სახელმწიფო იღებს მასში მონაწილეობას. რაც ყველაზე ძალიან მიხარია, საქართველოც ერთვება ამ წამოწყებაში!
დღეს, 27 მარტს, საღამოს 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე უკვე საქართველოშიც ჩაქრება ნაგებობები და ამით ჩვენი ქვეყანა შეუერთდება Earth Hour 2010-ს. როგორც საინფორმაციო სააგენტო GHN.Ge წერს, აღნიშნულ დროს გამოირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის გარე ელექტროგანათება და თბილისის ძველი მერიის შენობა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის ჩაქრობაზეც. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (ალბათ, ეგენი ოთახებში სინათლეს თუ ჩააქრობენ) და “ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი” (HSBC Bank Georgia) – ამ ბანკის შესახებაც არაფერი ვიცი.
დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა. მთავარია, დადგე მათ გვერდით და ერთ საქმეში მიიღო წვლილი. მერე რა, რომ მათზე მეტი გამოცდილება გაქვს (აი, რით ვჯობივართ ევროპას და ამერიკას!). შენც ადექი, გაიხსენე და გაუზიარე უშუქობისდროინდელი შთაბეჭდილებები სხვებს
ვინც ჩემი ფეისბუკელი მეგობარი ხართ, ალბათ წაიკითხავდით ჩემს გუშინდელ სტატუსს:

სხვდასხვა რჩევა-მოსაზრება დაიწერა ამასთან დაკავშირებით. სვითი მეუბნება, რომ კომერციული პოსტები უნდა ვწერო, რადგან ასეთი ბლოგები ქართულ სივრცეში ცოტაა. ვეთანხმები, მაგრამ მაგასაც დრო და ტვინის განძრევა უნდა. ზოგს უნდა, რომ zurriuss-ის თამასა შევინარჩუნო და ურჩევნია, პოსტების სიხშირე შევამცირო. ლილიანმა კი მირჩია, ყველაფერ იმაზე დამეწერა, რისი დროც მქონდა და რისიც – არა. ამ დავიდარაბაში….
თანაც კარგად მახსოვს, ერთ-ერთი ფოტოკოლაჟი რამდენმა მომიწონა. ამასთან ერთად, ჩემი ყოველდღიურობის შესახებაც დავწერ. პოსტებს draft-ებში შევინახავ და ასე გამოვიზოგებ. მოკლედ, რამეს ვიზამ
ახლა კი “დედამიწის საათი” ანუ Earth Hour, რომელის გლობალური დათბობის შეჩერების ხელშესაწყობდ იმართება. პროექტის ყველა წევრ ქვეყანაში ღირსშესანიშნაობებს ერთი საათით აქრობენ, რითაც დიდი ენერგია იზოგება. ყოველ წელს ახალ-ახალი სახელმწიფო გამოთქვამს სურვილს, მსგავსი აქცია თავისთანაც ჩატარდეს. მუდამ განათებული ადგილების ჩაბნელების იდეა იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ ამ სანახაობას მნახველებიც არ აკლია.
ამ გადარბენის ჟამს დავრწმუნდი, რაოდენ ყოვლისშემძლეა ბლოგის Draft–ი
დღევანდელი თემა ისევ ფოტოკოლაჟია. გადავქექე ალბომები და ახლა აფრიკაში გადავინაცვლოთ, მალის რესპუბლიკაში. ეს ჯენის მეჩეთია, რომელიც ქალაქ ჯენეში დაახლოებით მე-13 საუკუნეში აიგო. თვითონ ჯენე ქრისტეშობამდე მესმე საუკუნიდან არსებობს და კონტინენტის ამ რეგიონის უძველესი ქალაქია. მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ჯენეს ნაგებობა უნიკალურად ითვლება, არის მასალა – ტალახი. დიახ, მთელი შენობა მხოლოდ მოზელილი ტალახისგანაა შექმნილი, რის გამოც ჯენის მეჩეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალახის ნაგებობაა. მეტიც, ჯენეს ყველა ნაგებობა, ყველა სახლი, ტალახისგანაა შექმნილი.
ტალახის არქიტექტურა ჯენეს მკვიდრთათვის შორეული წარსულიდანაა ცნობილი და თაობებს გადაეცემა. პრინციპი უცვლელია: მზეზე გამომშრალ ტალახის აგურებს ერთმანეთზე ალაგებენ და ტალახითვე ლესავენ. კედლებს ყოველ წელს შეაკეთებენ, რათა წვიმის სეზონისაგან დაზიანებული ადგილები ამოავსონ. რაც შეეხება ტალახს, იგი მხოლოდ მიწისა და წყლის ნაზავი არ არის. მასში შერეულია როგორც თივა, ისე ნაკელიც.
ჯენეს მეჩეთის მშენებლობა მეცამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო. ნაგებობა რამდენჯერმე დაინგრა და ხელახლა აიგო, რისი ძირითადი მიზეზიც წვიმა გახდა. ვინაიდან აფრიკაში ეს არც თუ ხშირი მოვლენაა, ჯენეს მეჩეთი მხოლოდ რამდენჯერმე განახლდა. მისი დღევანდელი სახე 1907 წელს შეიქმნა. 1988 წლიდან მეჩეთი UNESCO-ს სიაშია შესული.

ძველი მეჩეთის ნანგრევები
პირველი წყაროების მიხედვით, როცა სულთანი კუნბურუ გახდა მუსულმანი, მან საკუთარი სასახლე დაანგრევინა და მის ადგილას აღნიშნული მეჩეთი აგებინა. 1834–1836 წლებში სეკუ ამადუმ, ფულელმა ლიდერმა და ჯიჰადის ერთ–ერთმა ინიციატორმა, ახალი, უფრო განიერი მეჩეთი ააშენებინა, რომელიც წინა ნაგებობიდან სამხრეთით იდგა. ამ უკანასკნელს არ ჰქონდა ის კოშკები, რომლებიც მანამდე არსებულ მეჩეთს გააჩნდა.
ჯენეს დიდი მეჩეთი, აქაური არქიტექტურის თანახმად, მზეზე გამშრალი ტალახის აგურებითაა აშენებული და ტალახითვე გალესილი. შენობის ფუძე 75-მეტრიანი კვადრატია და ტალახის ერთგვარ პლატფორმაზე დგას. მეჩეთის სიმაღლე 3 მეტრია და შიგ 6 კიბეა. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. გარეთა კედლები ერთმანეთს პერპენდიკულარულად არ ეხება, რაც შენობას ტრაპეციის ფორმას აძლევს. მთავარი სალოცავი 3 მეტრის სისქის კედელი, იგივე ქიბლა, აღმოსავლეთით, მექასკენ არის მიმართული. მლოცველთა დარბაზი მართკუთხოვანი ფორმისაა, 26/50 მეტრზე. ტაძრის სქელი კედლები დღის სინათლეზე გამოყოფილ სითბოს შთანთქავენ. საღამოთი კი ნაგებობის სახურავზე ამოჭრილ 104 ხვრელს თიხის ხუფს ხსნიან და იქიდან ამოსული სითბო ტაძარში ტემპერატურას დაბლა წევს.
წვიმისაგან დაზიანებულ მეჩეთს კედლებში დატანებული პალმის ფიცრების დახმარებით არემონტებენ. ეს ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ ხდება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში ტაძარი კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს. მთავარი კი მზე, მარჯვე ხელები და ჯენეს ტრადიციული ტალახია. Continue reading