Zurriuss.Ge » სპექტაკლები

მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში
მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში

დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.

რეჟისორი: გოჩა კაპანაძე

მარიამ სტიუარტი: მარინა კახიძე

დედოფალი ელისაბედი: მარინა ჯანაშია, ნანუკა ხუსკივაძე

საერთო შთაბეჭდილებით თუ ვიმსჯელებ, სპექტაკლი მომეწონა და ორივე მოქმედების განმავლობაში ინტერესი არ გამნელებია. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეული იყო ტიუდორთა დინასტიისადმი ჩემი დიდი სიყვარულით, მეორე მხრივ კი სპექტაკლის ინტერპრეტაციით. აქვე ვიტყვი, რომ სპექტაკლის ბოლომდე აღსაქმელად თეატრში არაერთხელ მივალ.

მარიამ სტიუარტი სცენაზე პირველად ვნახე და მან ძალიან მომხიბლა. მარინა კახიანმა, რომელიც შოტლანდიელთა დედოფალს ასახიერებდა, ნამდვილად ბოლომდე გაართვა თავი. მან ეს მოახერხა იმდენად, რამდენადაც მისი ფიზიკური მონაცემები – ხმა – და რეჟისორის ჩანაფიქრი საშუალებას აძლევდა. პირველთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მსახიობს პრობლემა აქვს, რადგან მის მძიმე და ბოხ ხმას აკლია მოქნილობა. მიუხედავად დრამატული ეფექტისა, შედარებით რბილი და ჩუმი პასაჟები დარბაზში თითქმის არ ისმოდა. ამას კი სამსახიობო პლასტიკით აბალანსებდა და რეჟისორის ფუნქციაც სწორედ აქ ერთვება: თუკი წამყვან მსახიობად მარინა კახიანი აირჩია, რომელსაც ერთ-ერთი ურთულესი როლი უნდა შეესრულებინა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, მისი სუსტი მხარეების გადაფარვა მსახიობის პლუსების გამოყენებით მოეხდინა; კახიანის პლასტიკურობა გრძელი მონოლოგებისათვის შეეზავებინა და ამით სათქმელის შინაარსი ნაკლებად მოსაწყენი ფორმით მოეწოდებინა.

ნანუკა ხუსკივაძე დედოფალ ელისაბედის როლში

ნანუკა ხუსკივაძემ ახალგაზრდა დედოფალი ელისაბედი შეასრულა (სპექტაკლი მოხუცი ელიზაბეთის მოგონებაზეა აგებული და დედოფალს ორი მსახიობი თამაშობს). ხუსკივაძის ინტერპრეტაციამ, პირდაპირ ვიტყვი, კიდევ ერთხელ გამაოცა. მისი ხმაც, არტისტიზმიც, პლასტიკაც და სცენიურობაც თითმის ასი პროცენტით შეესაბამებოდა, როგორც, ზოგადად, დედოფალი ელისაბედის “იმიჯს”, ისე რეჟისორის გადაწყვეტას. აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ელისაბედის სცენები უფრო  კარგად იყო “გაშალაშინებული”, ვიდრე მარიამ სტიუარტისა. ძალიან შთამბეჭდავი იყო ეფექტი, როდესაც ინგლისის დედოფალი აივანზე გადმომდგარი ხალხს მიმართავს შეკითხვით, დასაჯოს თუ არა შოტლანდიელი და – ჩემი აზრით ეს იყო მთელი სპექტაკლის კულმინაცია, რადგან ყველა კითხვას პასუხი დარბაზში უეცრად ანთებულმა შუქმა და მაყურებელთა (როგორც ლონდონის მოქალაქეთა) ტაშმა გასცა!

დარბაზის სცენა

ე.წ. მხცოვანი ელისაბედის როლი მარინა ჯანაშიამ შეასრულა, რომელიც სცენაზე დროდადრო გამოჩნდებოდა, რაც სპექტაკლის დრამატულ ეფექტს აძლიერებდა. წარმოდგენის დაწყებისას მისი გმირის მიერ წარმოთქმული ფრაზა, რომ მარიამ სტიუარტის მოკვლით მან ქალს ახალგაზრდობა შეუნარჩუნა, მოხუცი ელისაბედის გამოჩენისთანავე თავში მიტივტივდებოდა და ამ პარალელის გავლება რეჟისორის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავ ნაბიჯად მიმაჩნია.

მარინა ჯანაშია და ნანუკა ხუსკივაძე: დედოფალი ელისაბედი ხელს აწერს მარიამ სტიუარტის სიკვდილით დასჯის ბრძანებას

მამაკაც მსახიობებზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას: ლევან ხურციამ, რომელიც დედოფალ ელისაბედის ფავორიტს თამაშობს, დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ეს, ალბათ, როგორც რეჟისორის, ისე მსახიობის ბრალიცაა, რადგან ამ როლით ხურციამ ახალი ნამდვილად არაფერი თქვა… ისევე, როგორც წინა რამდენიმე როლით. ახალი არც მურმან ჯინორიას უთქვამს, მაგრამ დიდი სამსახიობო გამოცდილება თავისას შვება, თან მსგავსი როლი ძალიან უხდება ფიზიკურადაც და თამაშის მისეულ სტილსაც.

სპექტაკლი, როგორც რეჟისორული ნამუშევარი, ძალიან საინტერესოა, თუმცა ზოგიერთი სცენა შეუსაბამოდ მეჩვენა. მაგალითად, მარიამ სტიუარტი თავდაპირველად კომიკურ ტანისამოსში ჩნდება და ელისაბედის პაროდიას აკეთებს. სცენა პოსტმოდერნისტული ელემენტებითაა სავსე და ორიგინალის თანამედროვე ინტერპრეტაციას ისახავს მიზნად. თუმცა სპექტაკლის მსვლელობისას მსგავსი სცენები არ გვხვდება და, შესაბამისად, ის სცენაც კონტექსტიდან ამოვარდნილი რჩება.

მეორე საკითხია მუსიკა, რომელიც, თუ არ ვცდები, თითქმის მთლიანად გორან ბრეგოვიჩის ნაწარმოებებითაა გაფორმებული. არადა, თუ სცენებს შევხედავთ, ზოგიერთ სცენაში არც კოსტუმები, არც მიზანსცენები და არც მსახიობთა რეპლიკები არ ითხოვს თანამედროვე ჟღერადობის მუსიკას. აქედან გამომდინარე, ბრეგოვიჩის გამოყენებით, მგონია, რომ რეჟისორი კლასიკურ დადგმას მოდერნისკენ ძალით ექაჩება.

ასევე, ვფიქრობ, დედოფლის მასხარა-მსახურის როლითაც ახალი ვერაფერი ითქვა, რადგან ეს თემა მოძველებული მეჩვენა. ხოლო მიზანსცენას ავიღებთ, სადაც ნანული სარაჯიშვილის გმირი (ჯუჯა მასხარა) დედოფლის გვირვინს იდგამს თავზე და, ტითქოს ამით ელისაბედს ასახიერებს (მე ასე დავინახე, რადგან მსგავსი კოსტიუმი ეცვა), მას აშკარად აკლია წინაპირობა, რითაც გამართლებული იქნებოდა ამ სცენით დასრულება; თანაც მას უძღვის სცენა, სადაც მხცოვანი ელისაბედი და მარიამ სტიუარტი ერთად შედიან ჯოჯოხეთში.

მოკლედ, ეს არის, რაც მინდოდა, მეთქვა. კიდევ ბევრის დამატება შეიძლება, რადგან ზოგიერთი სცენა ძალიან ლამაზია, მაგრამ დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ. მე კი მარიამ სტიუარტის უკანასკნელი არიით დაგემშვიდობებით, რომელიც გაეტანო დონიცეტიმ ამავე სახელწოდების ოპერაისათვის დაწერა. ასრულებს  მარიელა დევია

ყველაზე რეიტინგული მაყურებელი
რუსთაველის თეატრმა ყველაზე რეიტინგული მაყურებლის ათეულში შემიყვანა. ამან ძალიან გამახარა, რადგან თეატრი ჩემი ბოლო 3 წლის ახირებაა. ვიცნობ მომუშავე პერსონალის ნაწილს, რამდენიმე მსახიობს, ზოგთან, საერთოდ, დავმეგობრდი კიდეც. სპექტაკლებზე ვსარგებლობ შეღავათებით, თან თითქმის ყველა მათგანზე პატარა რევიუებს ვაკეთებ Teatri.Ge-სათვის. დღეს, შეიძლება, ითქვას, თეატრი ჩემი ცხოვრებისა და ყოველდღიური საფიქრალის ნაწილია.

მახსოვს, სულ პირველად, მცირე სცენაზე მარტომ ვნახე სტურუას “მტრის ნიღაბი”, ამელი ნოტომის მიხედვით. მაშინ, ოპერის გარდა, არც ერთ მუსიკას არ ვწყალობდი და, ამის გამო, სპექტაკლი ძალიან მომეწონა (სულ არიებითაა გაფორმებული). მერე, არც მეტი, არც ნაკლები, “ჰამლეტი” ვნახე მეგობრებთან ერთად. გამოგიტყდებით, საშინლად არ მომეწონა. ვერ წარმომედგინა, “ასეთი” ჰამლეტი როგორ უნდა ყოფილიყო. ვერც შინაარსს გაიგებდი და ვერც მსახიობთა მიმიკების აზრს… თურმე სად ვბანაობ. მეორედ სულ მარტო წავედი მის სანახავად და იმ საღამოს წარმოდგენა შემეცვალა. როცა “შობის მე-12 ღამე ვნახე”, მივხვდი, რომ გა-და-მე-კე-ტა. ამან რაც მოიტანა, ნახეთ ქვემოთ.

შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ – 15

ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი - 10

ჰამლეტი - 11

მტრის ნიღაბი -4

სტუმარი – 5

ყოფილების სარეცელი – 3

დაბოლილი მთვარე – 3

დარისპანის გასაჭირი – 2

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო – 2

თორმეტი განრისხებული მამაკაცი -3

ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები - 4

ქარი მწყურია მე პირდაპირი - 2

კაცია ადამიანი?! – 4

მოხუცი ჯამბაზები - 1

ვარსკვლავბიჭუნა – 1

ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს? – 1

ორი ძმა - 1

სალამურა – 1

ქალი წარსულიდან - 2

სულიერი არსებები - 1

გონზაგოს მკვლელობა - 1

ბენიამინი – 1

ჰამლეტი.comX -2

გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება – 1

ეიfორია -2

ბონუს:

რეკვიემი (ვერდი)

ჰამლეტი (ნეკროშუსი)

მითრიდატე, პონტოს მეფე (მოცარტი) – 2

ჯამში, 70-ზე მეტი ვიზიტი. გუშინაც ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო და, ვიტყოდი, ექსპერიმენტული სპექტაკლის პრემიერაზე, სახელად ეიfორია. სხვა დროს, როცა რამე იქნება, შეგიძლიათ, დაფიქრდეთ, რამდენ ბანალურ საღამოს გაიმეტებდით თეატრისათვის

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/TEKfONBQZEg?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/TEKfONBQZEg?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

Hamlet.comX – პრემიერა რუსთაველის თეატრში
20 მარტს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შექსპირის ”ჰამლეტის” კომიქსური ვერსია დაიდგა. როცა ამ სპექტაკლის შესახებ გავიგე, ცოტა სკეპტიკურად შევხედე. არ მინდოდა, კიდევ ერთი გოიმური და ძალით გაშარჟებული სპექტაკლი მენახა. როცა დარბაზში შევედი, რამდენჯერმე მსგავს რეპლიკასაც მოვკარი ყური. თუმცა, სპექტაკლის დაწყების პირველი წუთებიდანვე ყველაფერი შეიცვალა.

სპექტაკლის რეჟისორი ლევან ხვიჩიაა. მონაწილეობენ: ედმონდ მინაშვილი, მანანა აბრამიშვილი, პაატა გულიაშვილი, ირაკლი სანაია, გელა თავბერიძე, კახა კუპატაძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი. მხატვრები: შოთიკო ბაგალაშვილი, გიორგი უსტიაშვილი. რეჟისორის თანაშემწე რუსუდან ბარბაქაძე.

სპექტაკლი იყო შექსპირისეული სიუჟეტის მოკლე ვარიანტი, რომელშიც თითქმის კლიშედქცეული სცენები იყო გაშარჟებული. “ყოფნა-არყოფნის” მიზანსცენა რობერტ სტურუასეული “ჰამლეტის” რიმეიკი აღმოჩნდა, რომელიც მაყურებელმა მაშინვე იცნო. სხარტმა ტემპმა და მსახიობთა კომიკურმა რეპლიკებმა გაამართლა და დარბაზის მოწონება დაიმსახურა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლის სანახავად მაყურებელი არაერთხელ მოვა. მთავარია, “ჰამლეტის” აზრზე იყოს

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/CS3dw70k__Y?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/CS3dw70k__Y?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

რატომ თეატრი და არა კინო?
ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ზედმეტად გადატვირთულ-გათანგული ვარ. სიახლეებზე ფიქრი – ჩემი მოვალეობაა, ყველაფერზე ნერვიულობა – ჩემი ავადმყოფობა და ამ ყველაფრის შედეგმა ცოტა ხნის წინ თავიც იჩინა. ახლა კარგად ვარ და ვცდილობ:

საჭიროზე მეტი არ ვინერვიულო

საჭიროზე მეტად არ ვიაქტიურო

ჭამას მოვუმატო

ადრე დავწვე და მეტ ხანს ვიძინო

თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც თითქმის ყოველდღე მიმსუბუქებს ამქვეყნიურ ტვირთს, საღამოს თეატრალური სეანსებია.

რატომ თეატრი და არა კინო?

თეატრი ცოცხალია

სპექტაკლის ერთი და იგივე თამაში არ არსებობს

უფრო კონცენტრირებული ხარ, რადგან შენთვის თამაშობენ (თუნდაც მეასედ)

“იძულებული” ხარ, დაინტერესდე, რადგან საამისოდ სახლის ფუმფულა დივანი გაიღე მსხვერპლად

თუ ახლოს ზიხარ, ხედავ, ნელ-ნელა როგორ იღლებიან მსახიობები და შუბლი როგორ ეცვარებათ

განიცდი არა მხოლოდ გმირს, არამედ, შესაძლოა, მსახიობის ყოფასაც

თეატრთან შედარებით, კინო არის:

ყოველთვის ერთნაირი (ტექნიკურად)

საყურებლად კომფორტული

ნაკლებად საპასუხისმგებლო

გადახვევადი, განმეორებადი ანუ წარუვალი

თუ სპექტაკლს მეორედ ან მეტჯერ უყურებ, ნელ-ნელა ხვდები:

ნიუანსებს

ვინ რას ამატებს

ვინრას აკლებს

ვინ ჯანზეა

ვის ეზარება

ვის შეეშალა

ვინ დაეხმარა

თითოეული ნიუანსის ცვლილება, თითო საგნის გადაადგილება (სწორად დადგმულ და კარგად გათვლილ სპექტაკლში) რაღაცას ნიშნავს. თუ, რამე შემთხვევის წყალობით, ერთმა მეორეს ის ჭიქა კი არ ესროლა, არამედ გადაუგდო, მორჩა, ის უკვე სხვა გმირია, კრიტიკულ მომენტებში სულ სხვა თვისებებს ავლენს. არადა, შესაძლოა, რეჟისორს არც უფიქრია ამაზე და მსახიობმა (შემთხვევით ან განზრახ) თავისთვის სულ სხვა ტიპაჟი შექმნა. თუმცა, ასევე შესაძლოა, რომ ჭიქის გადაგდებამ პირიქით დააზარალოს პერსონაჟი და მაყურებელს სულ შეუცვალოს მასზე, როგორც ადამიანზე, წარმოდგენა.

მოკლედ, თეატრის მსახიობობა და აკრობატის თოკზე გასვლა ერთია: მუდამ რისკიანი, მუდამ საფრთხისშემცველი, მუდამ ბუნდოვანი ფინალით და არასდროს, არასდროს იცი, რა მოხდება.

ვისაც ასეთი რამეები არ გიყვართ ან არ გაინტერესებთ, ფილმების საიტები მიგასწავლოთ?

პ.ს. ერთი-ორი კარგი შინაარსიანი ფილმი მეც მირჩიეთ. დავიღალე “ჰაუსის” სერიების ლოდინით

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – დღე მეორე
როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.

ერთი იმიტომ, რომ ნაკლები ალიაქოთი და დაძაბულობა იყო.

მეორეც, ყველამ კარგად იმღერა და, საერთო ჯამში, წარმოდგენაც უფრო გათანაბრებული მომეჩვენა.

წინა დღის მსგავსი უადგილო წუილი და ბრახუნი არ ისმოდა.

რაც არ უნდა იყოს, სტუდენტები არიან და წინ კიდევ ბევრი რამ აქვთ, თუმცა სიმღერის ეს დონე და კულტურა უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს.

იანგმაც და მურჯიკნელმაც, წინასთან შედარებით, უკეთ იმღერეს.

რეჟისურასა და ორკესტრზე უკვე ვილაპარაკე.

ესეც ვიდეოები გუშინდელი #2 პრემიერიდან:

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/2fObmrTQhyw"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/2fObmrTQhyw" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/MUPuQBlbGfs"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/MUPuQBlbGfs" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/pfmr9O0swBg"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/pfmr9O0swBg" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/qgEO2COeTEg"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/qgEO2COeTEg" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/emFYgXi81MA"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/emFYgXi81MA" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/gf-BuCk-M6g"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/gf-BuCk-M6g" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/5z4OxCeANLg"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/5z4OxCeANLg" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/Dt3pKK5xKTU"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/Dt3pKK5xKTU" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში
რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა.

14 წლის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

თეატრის შესასვლელი გადაჭედილი იყო პოლიციელებით. პრემიერას პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა. მე ვერ დავინახე, მაგრამ მითხრეს, რომ მეორე მოქმედებისკენ მოსულა. დარბაზში შეღწევა ძალიან ჭირდა და მოსაწვევებით მისულ რამდენიმე ცნობილ სახეს პრობლემაც კი შეექმნა. საბოლოო ჯამში ყველამ თავისი ადგილი (მო)ნახა და თეატრმაც ყველანი დაიტია.

სივრცის სიმცირის გამო, ორკესტრს მაყურებლისაგან გამყოფი ბარიერი არ მიჯნავდა, რაც მუსიკოსების "მოცარტისდროინდელი" განლაგების შთაბეჭდილებას ქმნიდა

სანამ შთაბეჭდილებებზე გადავიდოდე, ესეც მონაწილეთა სია:

მითრიდატე — იანგ იანგი (ტენორი)/Mitridate — Yang Yang (tenor)

ასპაზია — თეონა დვალი (სოპრანო), ნინო კასრაძე (დრამის მსახიობი)/Aspasia — Teona Dvali (soprano), Nino Kasradze (drama actor)

ქსიფარე — ირინე თაბორიძე (სოპრანო), დავით დარჩია (დრამის მსახიობი)/Sifare — Irine Taboridze (soprano), David Darchia (drama actor)

ფარნაქსე — სოფიო ჯანელიძე (მეცო-სოპრანო), თემიკო ჭიჭინაძე (დრამის მსახიობი)/Farnace — Sofio Janelidze (mezzo-Soprano), Temiko Tchitchinadze (drama actor)

ისმენე — სოფიო გორდელაძე (სოპრანო), ნინო თარხან-მოურავი (დრამის მსახიობი)/Ismene — Sophie Gordeladze (soprano), Nino Tarkhan-Mouravi (drama actor)

მარციუსი — ირაკლი მურჯიკნელი (ტენორი)/Marzio — Irakli Murjikneli (tenor)

არბატე — ნინო ჩაჩუა (სოპრანო), დავით უფლისაშვილი (დრამის მსახიობი)/Arbate — Nino Chachua (soprano), David Uplisashvili (drama actor)

დირიჟორი – ჯანლუკა მარჩანო/Conductor – Gianluca Marciano

რეჟისორი – დავით საყვარელიძე/Director – David Sakvarelidze

მხატვარი – ნინა კობიაშვილი/Designer – Nina Kobiashvili

სპექტაკლი 2 თვეში დაიდგა და მაში, ოპერის მომღერლებთან ერთად, რუსთაველის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობდნენ. რეჟისორის გადაწყვეტით, ზოგიერთ პერსონაჟს მსახიობი განასახიერებდა, მომღერალი კი ახმოვანებდა. ეს, ნაწილობრივ, იმით იყო განპირობებული, რომ ოპერის მოქმედი თითქმის ყველა მამაკაც მომღერალს სოპრანოს ან ალტის პარტია აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ მოცარტის დროს ასეთი როლები კასტრატი მომღერლებისთვის იწერებოდა, დღეს კი, ბუნებრივია, მათი შესრულება მამაკაცებს არ შეუძლიათ.

ოპერის მომღერლები თეატრის მსახიობებთან ერთად

“მითრიდატე, პონტოს მეფე” მოცარტმა მამასთან ერთად იტალიაში მოგზაურობისას დაწერა. ნაწარმოები 1770 წლის 26 დეკემბერს მილანის კარნავალზე დაიდგა. მას დიდი წარმატება ხვდა წილად და პრემიერის შემდეგ კიდევ 20-ჯერ  შესრულდა, რაც იმ დროისათვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. იმის შემდეგ, მე-20 საუკუნემდე, ოპერა პრაქტიკულად არ დადგმულა. მისი ჩანაწერებიც ძალიან ცოტაა. აქედან გამომდინარე, ქართველების წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, რომელსაც, ასე თუ ისე, წარმატებით გაართვეს თავი.

ოპერის სცენიური გადაწყვეტის თაობაზე დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი და რა უფრო გაამართლებდა.  თუმცა მალევე გამახსენდა, რომ იგი არასაოპერო თეატრში დაიდგა მცირე ბიუჯეტით და მიწაზე დავეშვი. საყვარელიძის მიხედვით, მომღერლები თითქოს ერთ მთლიან პერსონაჟებს განასახიერებდნენ, მაგრამ მათ აკლდათ დამუშავება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომღერალზე გაცილებით მეტი აქცენტი იყო, ვიდრე მსახიობზე. ამ უკანასკნელთ, რამდენიმე მარტივი ჟესტის გარდა, პრატიკულად არანაირი ფუნქცია არ გააჩნდათ. მომენტებში საერთოდ იკარგებოდა იმის განცდა, რომ ესა თუ ის პერსონაჟი რეალურად მამაკაცია და არა მისი დუბლიორი სოპრანო.

როდესაც მსგავსი “განსხეულება” ხდება, ორი სახის უკიდურესობის საფრთხეს ვაწყდებით: ერთი, რომ მომღერალი გახდეს დომინანტი და მსახიობი მისი მარიონეტი (ანუ პლასტიკით იმეორებდეს არიის ტექსტს), მეორე – მსახიობებს მიეცეთ მოქმედების თავისუფალი შესაძლებლობა, რის შემთხვევაშიც მომღერლები წყდებიან ორკესტრს და ვერ ამყარებენ კონტაქტს დირიჟორთან. პირველ შემთხვევაში ზარალდება აზრობრივ-ვიზუალური მხარე, მეორეში – მუსიკა. ამასთან ერთად, მე-18 საუკუნის ეპოქის ოპერებში რეჩიტატივები და არიები მკაცრადაა გამიჯნული თვით პარტიტურაშიც კი, რაც რეჟისორს მანევრირების ნაკლებ საშუალებას უტოვებს. პრობლემას წარმოადგენს ადგილიცა და დროის სიმცირეც, როცა წარმოდგენა, საოპერო თეატრის ნაცვლად, მოქმედ დრამატულ თეატრში იდგმება. ყოველივე აქედან გამომდინარე, თვითონ ფაქტი, რომ გუშინდელი პრემიერა შედგა, უკვე დასაფასებელია.

ჩინელი მომღერალი იანგ იანგი მითრიდატეს როლში

დირიჟორის ნამდვილი დამსახურებაა, რომ ორკესტრი უწინდელზე გაცილებით უკეთ უკრავდა. მიუხედავად რამდენიმე პატარა შეცდომისა, მსმენელზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოები დაძლეულია. სხვა საქმეა ვოკალური მხარე. პირველ მოქმედებაში, შესაძლოა, ნერვიულობის გამო, სოპრანოები ნაკლებად კონცენტრირებულნი ჩანდნენ, რაც მეორე მოქმედებაში სავსებით გამოსწორდა. ჩემი სიმპათია ისმენეს პარტიის შემსრულებელს, სოფო გორდელაძეს ერგო. მისი ტემბრითა და შესრულებით ძალიან ვისიამოვნე. ასევე ძალიან მომეწონა იანგ იანგი, რომელიც მითრიდატეს პარტიას მღეროდა და განასახიერებდა. მისმა ვირტუოზულმა შესრულებამ, გათანაბრებულმა დიაპაზონმა, რეჩიტატივებმა და თავისუფალი ჟღერადობის მაღალმა ნოტებმა გამაოცა.

ყველაზე ძალიან რაც არ მომეწონა, აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა იყო. ხარვეზმა მე-2 მოქმედების შუა ნაწილში იჩინა თავი და თითქმის ნაწარმოების ბოლომდე შოკავდა მაყურებელს. თავდაპირველად რამდენჯერმე გაისმა წუილი, რომლის ხმამაც ორკესტრის ჟღერადობა გადაფარა და უკმაყოფილება გამოიწვია. შემდეგ აშლილი როიალის ხმა შემოგვესმა, რომელიც მოცარტისეული ჰარმონიის სრული ანტიპოდი იყო. ურყევ ტრადიციას კვლავ მობილურის რინგტონი წარმოადგენდა, როცა ერთ-ერთი პიანოს დროს ბიზეს “კარმენის” მარში გაისმა. კიდევ კარგი, რომ ხმამაღალი არ ყოფილა და დიდხანს არ გაგრძელებულა.

ასე თუ ისე, “მითრიდატეც” გადავაგორეთ და მას ბევრი “ბრავო” ხვდა წილად. დღეს პრემიერის მეორე დღეა, რომელსაც უკვე კონსერვატორიის სტუდენტები იმღერებენ. თუ საშუალება მომეცა, დავესწრები და შევადარებ.

P.S. ვინაიდან ქართული ჩანაწერი არ გამაჩნია, კოვენტ გარდენისეულ ვერსიას წარმოგიდგენთ, რათა მოისმინოთ 14 წლის მოცარტის ფანტაზია.

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/LUElAhx15ms?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/LUElAhx15ms?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

“ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა
ახლა ის დროა,

როცა ცოტა ხნით არაფრის გაგონება მინდა,

როცა ცოტა ხნით სუბიექტურობა მინდა,

როცა ცოტა ხნით ჟურნალისტობა არ მინდა

და როცა ცოტა ხნით ისევ იქ მინდა.

ადგილი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა

რეჟისორი – მურმან ჯინორია

ავტორი – მურმან ჯინორია

მუსიკალური გამფორმებელი – მურმან ჯინორია

ინსცენირების ავტორი – მურმან ჯინორია

ერთადერთი როლის შემსრულებელი – მურმან ჯინორია

ლექსი ხატვაა, მუსიკით ხატვა და ბგერებით  წერა. თითოეული სიტყვის წარმოთქმა მუსიკალური რეჟისურაა, მხატვრული  ინტერპრეტაციაა, არტისტული კომპოზიციაა.

დღეს ტემბრმა, რომელიც რამდენიმე  ინსტრუმენტს მოიცავს, კიდევ ერთხელ დაარწმუნა მაყურებელი რეალურობის  ირეალურობაში. კიდევ ერთხელ დააბრუნა გალაკტიონის, რჩეულიშვილის,  ყარაჩოღელთა და სხვათა ილუზიური ისტორია. კიდევ ერთხელ მაესტრომ  მრავალფეროვნად დაგვარწმუნა, რომ “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არ  აშენებულით ტკბობაში”. კიდევ ერთხელ მურმან ჯინორიამ თავისი მუსიკა  ააჟღერა.

დღესაც, ისევე, როგორც წინათ,  რუსთაველის თეატრში შემთხვევით მოვხვდი. საშუალება მომეცა, ამ წარმოდგენას  დავსწრებოდი. მიჭირს, გავიხსენო, ბოლო დროს რა მომეწონა ასე ძალიან. აჰ,  ხვოროსტოვსკის კონცერტი. მაგრამ ის მუსიკა იყო, ეს კი პოეზიაა. არა, ესეც  მუსიკაა. “პოეზია” დამაკნინებლად ჟღერს ამისთვის. მურმან ჯინორიას  დღევანდელ გამოსვლას, ალბათ, შევადარებდი პლასიდო დომინგოს ერთ-ერთ  კონცერტს. თბილს, მაჰიპნოზირებელსა და უზარმაზარი ნიჭით გაჯერებულს.  წარმოდგენას, რომელშიც მთავარი გმირის ცხოვრების ყველაზე მძაფრი  შეგრძნებები მასზედვე აისახება. იგი მარტოა, სცენაზე ყველას წინაშე და  სწორედ ამ მარტოობითაა იგი გენიალური.

ვიცი, რომ ეს საღამო ჩემი მოგონებების  უცველი ნაწილი გახდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს ასე იქნება!  დასასრულს კი “მთაწმინდის მთვარე”. ისეთი, როგორიც “ჯერ არასდროს არ  შობილა”.

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/SUgTLcv1yyY"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/SUgTLcv1yyY" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

პოსტი გამოქვეყნდა  Teatri.Ge-ზე

HუიMLET
წინასიტყვაობა ანუ წერილი ამირან ამირანის ძისა თანა

ყუერნი მამაკაცისა ერთგვარი თუალნია. მოქანავე თუალნი ქვედა სართულზე. წყვილია იგინი, ვითარცა თუალნი შუბლზე. ოდეს თუალნი შუბლისანი, იგივ სულისანი დაბნდებოდენ, ყუერნი იწყებენ სჯა-ფიქრსა. მრავლისა ფიქრისაგან ყუერნი გარდაიღლებიან და ვინაითგან მათ, ვითარცა სულის თუალთა, ქუთუთონი არა ჰქონდეთ, იჭირვიან ფხანასა ძლიერსა. სწორედ ამით ფხანითაგან შექმნილის ამოძახილით იშუებიან განსაცვიფრებელნი ჰაზრნი და საქმენი ამა სოფლისანი.

HAMLET იგივე ГАМЛЕТ იგივე HუიMLET

დანიშნულების ადგილი: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი

დამდგმელი რეჟისორი: ამირან ამირანაშვილი

მხატავარი: იგივე

მოქმედნი პირნი:

კლავდიუს, მეფე დანიისა – (სააკაშვილს + გამსახურდია)*პახმელიაზე

გერტრუდა, მისი ბოზანდარა მეუღლე, მანამდე კი აწგანსვენებული კლავდიუსის ძმის ცოლი და დანიის დედოფალი – არშემდგარი შორენა ბეგაშვილი

ჰამლეტი – რომანტიკოსი სიმპათიური ახალგაზრდა, რომელიც ზედმეტად რაღაცნაირია დრამატული როლისათვის.

მეფის აჩრდილი – 2 ცალი – პირველკლასელის საშინაო დავალება ხატვის გაკვეთილზე ფიროსმანის “მეეზოვე”

პოლონიუსი – მრჩეველი კლავდიუსისა – ზაპოროჟეცი აღმართში

ოფელია – შვილი პოლონიუსისა, სატრფო ჰამლეტისა – კივილი

ლაერტი – ძმა ოფელიასი – “ქეთო და კოტე”

ჰორაციო – ჰამლეტის საუკეთესო მეგობარი – მამა ბასილის მრევლი

მსახიობები – ყველაზე მაგარი ხალხი

პიონერები

ჩმორები

შნირები

დეკორაცია: მავზოლენინიუმი

შენიშვნა: სასურველია ცოტა მეტი საუნდტრეკი ან ერთი პიანინო სცენის კუთხეში

ინტერვიუ პრემიერის შემდეგ: “მოძებნო თავის ქალა “ჰამლეტისათვის” არც ისე ადვილია. რამდენი უცნობი სასაფლაო უნდა გადათხარო, რომ ნაპოვნი თავის ქალა შენს გონებაში წარმოსახული იორიკისას ჰგავდეს. თავის ქალა კარგად არ უნდა გარეცხო. მხოლოდ “ფეირიში” 1-2 ამოვლება და მზადაა. ყველაზე ძლიერ კი მაინც მსახიობთა დაყოლიება და ჩემ მიერ დასახული მიზანსცენების ზედმიწევნითი თამაშია. ამჯერად დასმა, ჩემის მითითებით, ზედმიწევნით ზუსტად ითამაშა “ჰამლეტის” თითოეული ფურცელი. სამწუხაროა, რომ დასაწყისში რამდენიმე გვერდი ამოხეული იყო, თორემ მასსაც ვათამაშებდი.”

დამატება:

- კითხვები გაქვთ?

- დიახ.

- ბრძანეთ.

- აზრი…?

თქვენ იცით, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო?
მე ვიცი!..

ერთი წელი გადის, რაც  დასის წევრი “ვიყავი”. ეს, ალბათ, მთელი ჩემი თსუ-ური ცხოვრების ყველაზე დიდი და ნათელი მოგონებაა, რადგანაც ამ დროს შევიცვალე და გავიზარდე. რეპეტიციები მორჩებოდა  თუ არა, გიგასა (სურათზე: თმააბურძგნული) და თოკასთან (სურათზე: მეორე) ერთად  ხან ქუჩაში ვმღეროდით მოწყალების მისაღებად, ხან პატარ-პატარა იმპროვიზაციულ ეტიუდებს ვასრულებდით – გამვლელ-გამომვლელთა გასაგიჟებელ-გაზართობად. დღის ყველაზე მაგარი დასასრული კი მაინც თეატრი იყო. ჯიბეში გადაკუჭული 3-3 ლარითა და ხვეწნამუდარით გაჩალიჩებული თეატრი.

ერთ-ერთი ასეთი ბედნიერი დღე “თაგვის” დღე გახლდათ. ეს სპექტაკლი ჭოლამდ დადგა და რუსთაველის თეატრალურ სარდაფში გადიოდა. ძალიან გული მწყდება, რადგან უსაშველოდ მენატრება ჩემი ფეხის ტერფიდან სულ რაღაც 10 სანტიმეტრში გათამაშებული ამბები. არავითარი სცენა, არავითარი გაუცხოება. ამბავი შენს თვალწინ ითხზვება, თანაც, ყოველ ჯერზე ახლებურად. სამწუხაროდ, დღეს აღარც “თაგვია” და აღარც თეატრი.

“შენ მარტო აღარა ხარ, კაკუნნნა!” – შესძახებს მეძავი დუდა ცდებისაგან ტვინგამოჭმულ პროფესორს და სინათლე ქრება. “კი-კი-კი! ა-კა-კი!…” – აღტაცებით ყვირის სცენის კუთხეში განათებულ საწოლში  მობუქნავე დუდა და ვერც კი ამჩნევს, რომ აკაკი კი არ იმასუშვება, არამედ “დანტეს” კითხულობს…

დასანანია, რომ თქვენ ეს ვერ ნახეთ. დასანანია, რომ არ იცით, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო…

ამ რამდენიმე ვიდეოფაილს თქვენთვის მხოლოდ იმიტომ ვიმეტებ, რომ თუკი დაგჭირდებათ, გეცოდინებათ მაინც, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/VYnedGG_r-A?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/VYnedGG_r-A?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/JLhy6sKXyIQ?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/JLhy6sKXyIQ?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/6BppQueDyu0?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/6BppQueDyu0?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ურიელ აკოსტა
"ურიელ აკოსტა" – უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე

ყველა  თეატრს გააჩნია  თავისი სპექტაკლი – სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც  უკვდავია და უცვლელი სახით უნდა დარჩეს.

Teatri.Ge

“ურიელ  აკოსტა” ჩვენი თაობის იმ სპექტაკლებს განეკუთვნება, რომლებიც  ლეგენდის  ხარისხშია აყვანილი. მარაჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იგი   დასაბამიდანვე, უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. თავდაპირველად მას უშანგი   ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდნენ. მეორე დიდი ტანდემი 1972 წელს   შედგა, როცა მთავარი როლები კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა მოირგეს.

"ურიელ აკოსტა" – კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

დღეს  “ურიელ აკოსტას” უკვე მეოთხე თაობა ასრულებს. 2006 წელს, სოფიკო ჭიაურელის  მიერ აღდგენილ სპექტაკლში , ნიკა თავაძემ და ნატა მურვანიძემ ითამაშეს.  პირველად ხდება, რომ მთავარი გმირები რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის  მეუღლეები არიან. პირველსა და მეორე შემთხვევაში, ორივე წყვილმა სწორედ “ურიელ აკოსტას” შემდეგ ოჯახები დაანგრია.

"ურიელ აკოსტა" – ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე

“ურიელ  აკოსტა” წარსული დროის, წარსულ მსახიობთა და წარსული ყაიდის სპექტაკლია.  ძველქართული ენა, ძველი, ჰეროიკული სასცენო პლასტიკა, მუსიკა–უვერტიურა.  ყოველივე ეს სპექტაკლს საოპერო ჟანრთან აახლოებს. “ურიელ აკოსტას”   თითოეული სცენა უცვლელი სახითაა შემონახული. შეიცვალა დრო, შეიცვალნენ  მსახიობები.

დღეს  ახალი თაობა ცდილობს, გადმოცეს კარლ გუცკოვის მიერ შექმნილი და კოტე  მარჯანიშვილის მიერ დადგმული ნაწარმოების სული.  ებრაელთა მიერ შეჩვენებული  ფილოსოფოსის, ურიელ აკოსტას როლს ნიკა თავაძე ასრულებს. იგი, ერთი მხრივ,  ებრძვის ზედმეტად ტრადიციულ ღვთისმსახურებას, მეორე მხრივ, თავდავიწყებით  უყვარს ივდითი – ებრაელი მღვდელთმთავრის, დე სილვას ძმისწული. ივდითი,  რომელსაც ნატა მურვანიძე თამაშობს, ულამაზესი იუდეველი ქალია და მდიდარ  ბენ–იოხაიზე ძალით ათხოვებენ.

სპექტაკლის  პირველი მოქმედება და პირველი რეპლიკები ჩემთვის იმდენად მოულოდნელი  აღმოჩნდა, რომ მეცინებოდა. ამაში, ალბათ, მე ნაკლები დანაშაული მიმიძღვის,  ვინაიდან ყოველდღიურობაა ასეთი. დღეს ვერც ერთ სპექტაკლში ვერ შეხვდებით  თავქარიან მონოლოგებს, ძველქართულ ენასა და სტატიკურ ჰეროიკულ სცენებს (რაც  ძალიან კარგია სურათის გადასაღებად). თუმცა შემდეგ უკვე გავითავისე  სპექტაკლი და მსახიობებზე გადავერთე.

ამ ფოტოში ნატა მურვანიძე დოდო ჭიჭინაძეს მივამსგავსე

ესეც ნიკა თავაძე – სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში

ნატა  მურვანიძე შესანიშნავად ასრულებს ივდის. ძნელია, უცვლელად ითამაშო ის როლი,  რომელსაც 80 წელი გაშორებს. ძნელია, XXI საუკუნეში XX საუკუნის ტექნიკით  განასახიერო ივდითი და, ამასთან ერთად, არ იყო ყალბი. იგივე ითქმის ნიკა  თავაძეზეც. თავდაპირველად ცოტა მშრალი მომეჩვენა მისი შესრულება, მაგრამ  მეორე მოქმედებიდან ჩემ თვალწინ ნამდვილი ურიელ აკოსტა იდგა.

გამაოცა  ლეო ანთაძის სამსახობო ოსტატობამ, რომელიც უხუცეს ბენ-აკიბას ასახიერებს.  მის ასაკში ასე დახვეწილად, მრავალფეროვნად და ასე დამაჯერებლად თამაში  მართლაც იშვიათია. ბენ-აკიბა იყო ერთადერთი ეპიზოდური ფიგურა, რომელიც  მხოლოდ დადებით და გულწრფელ ემოციებს აღძრავდა. მომეწონნენ დიმიტრი  ტატიშვილი, დავით დვალიშვილიცა და გიორგი ჩუგუნაშვილიც.  სამივე მათგანი  ქმნიდა დამაჯერებლობის ეფექტს და ცდილობდა, სრულად გადმოეცა ძველი ეპოქის  სული.

ჩემი  აზრით, ასეთი სპექტაკლების მთავარი პრობლემა დღესდღეობით დამაჯერებლობაა.  დღეს რომ მაყურებელს ვერთერის ან რომეოს მონოლოგი ისე პათეტიკურად  წაუკითხო, როგორც ერთი საუკუკნის წინ, ძნელად დაგიჯერებს, თუკი ამ საქმის  დიდი ოსტატი არ ხარ. სწორედ ამ საქმის დიდი ცოდნა გეხმარება, რომ ჯერ შენ  დაიჯერო და მერე სხვა დაარწმუნო შენს სიტყვებსა და ქცევებში.

სამწუხაროდ,  ამას ვერ ან არ ახერხებდნენ სცენაზე მდარი ახალგაზრდა მსახიობები,  რომლებიც მასობრივ სცენებში მონაწილეობდნენ. მეჩვენებოდა, რომ ისინი  ღადაობდნენ სპექტაკლზე, რაც, დამეთანხმებით, გაუმართლებელია. ამასთან  ერთად, კულისებიდან ისმოდა დეკორაციის ხმაური, რაც ერთგვარს აკუსტიკურ  სიბინძურეს ქმნიდა. თვითონ სპექტაკლის დეკორაციას რაც შეეხება, ხელის  შევლება არ აწყენდა. ოცხელის ნახატების მიხედვით აწყობილ სცენას დღეს  უდიერად მოპყრობის კვალი ატყვია, რაც ძალიან არ მომწონს.

თუ ასე გარისკეს და ერთ–ერთი  უძლიერესი სპექტაკლი უცვლელად აღადგინეს, ბარემ ბოლომდე მოუარონ ამ  სამუზეუმო ექსპონატს.

მიუხედავად  ყველაფრისა, “ურიელ აკოსტამ” ძალიან დადებითად განმაწყო. ჩემ თვალწინ  გათამაშდა ყველაფერი ისე, როგორც ეს ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. მე  ვიგრძენი ძველი თეატრალური ტრადიციების სული. სწორედ აიიტომ ღირს “ურიელ  აკოსტას” ნახვა, რომ იმოგზაუროთ ქართული თეატრის ისტორიაში.

როდესა სპექტაკლი დასრულდა,  მსახიობებმა  “ურიელ აკოსტას” ძველ შემსრულებელთა პორტრეტებს სთავი  დაუკრეს.