
მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში
დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.


ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ზედმეტად გადატვირთულ-გათანგული ვარ. სიახლეებზე ფიქრი – ჩემი მოვალეობაა, ყველაფერზე ნერვიულობა – ჩემი ავადმყოფობა და ამ ყველაფრის შედეგმა ცოტა ხნის წინ
როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.
რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა. 


