
გილოცავთ 2011-ს და ღმერთმა ისეთი ბედნიერი გამყოფოთ, როგორი მე – ანდრეა ბოჩელით ტკბობისას. აგსრულებოდეთ სურვილების 99%, როგორც მე – ანდრეა ბოჩელის მოსმენისას (საშინლად წვიმდა). ჰოდა ინებეთ ჩემი საახალწლო პოსტი
ყველაფერი გაცილებით ადრე, დომინგოს ვიზიტის შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა, ახალ წელს ვინც იმღერებდა. მაშინ ბედსშეგუებული ჯორივით გადავრეკე სახლში და გავამხილე, რომ 31-ში ჩემი ბათუმში ყოფნა უდრიდა
- ჟანგბადის ბალონს – წყალქვეშ
- პარაშუტს – ვარდნისას
- გათიშულ ელექტროენერგიას – აბაზანაში ფენის ჩავარდნისას
- სამოთხეს – ჩვენ რომ ვიცით, მაშინ
მშობლების პასუხი იყო: “ყველანი ერთად შევხვდეთ ახალ წელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე”.

2003 წლის მზიანი დღეს. მე-9 კლასელი ზურა შედის მზით განათებულ ოთახში. მარჯვენა მხარეს, მწვანე დივანზე დედა ფეხმოკეცილი ზის და ფილმს უყურებს.
მსოფლიო ოპერის პაპის ბათუმში ვიზიტით კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის ეპოქა დასრულდა. ამიერიდან ტელევიზორში დომინგოს კონცერტის ფრაგმენტები გაიჟღერებს. ვისაც ოპერა და, განსაკუთრებით, დომინგო უყვარს, ვულოცავ (საკუთარი თავის ჩათვლით). დანარჩენებს კი გაძლებას ვუსურვებ. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: ბათუმის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხელოვანის ვიზიტია.
და ამით დიდი ჯოან საზერლენდის ეპოქა დასრულდა. ოპერის უდიდესმა და უმნიშვნელოვანესმა სასიმღერო სტილმა “ბელკანტომ” ფარდა ჩამოიფარა. სოპრანომ, რომლის კოლორატურაზეც ორკესტრის ინსტრუმენტებიც კი ოცნებობდნენ, ოპერას ის არქივი დაუტოვა, რომელიც, 


