სახეები

ადამიანის სახე, რაც უნდა ნაოპერაციები და გადაჭიმულ-გაკამკამებული იყოს იგი, ყოველთვის ასახავს იმას, რაც ბუნებამ დაახატა და დრომ დაატანა. გა-იცანით ისინი, გაცრეცილი სახეები, რომლებზეც დრომ, ითამაშა, იხარა,  იუბედურა და მათი მფლობელები სამუზეუმო ექსპონატებად შემოინახა:

Continue reading

Hamlet.comX – პრემიერა რუსთაველის თეატრში

20 მარტს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შექსპირის ”ჰამლეტის” კომიქსური ვერსია დაიდგა. როცა ამ სპექტაკლის შესახებ გავიგე, ცოტა სკეპტიკურად შევხედე. არ მინდოდა, კიდევ ერთი გოიმური და ძალით გაშარჟებული სპექტაკლი მენახა. როცა დარბაზში შევედი, რამდენჯერმე მსგავს რეპლიკასაც მოვკარი ყური. თუმცა, სპექტაკლის დაწყების პირველი წუთებიდანვე ყველაფერი შეიცვალა. Continue reading

რატომ თეატრი და არა კინო?

ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ზედმეტად გადატვირთულ-გათანგული ვარ. სიახლეებზე ფიქრი – ჩემი მოვალეობაა, ყველაფერზე ნერვიულობა – ჩემი ავადმყოფობა და ამ ყველაფრის შედეგმა ცოტა ხნის წინ თავიც იჩინა. ახლა კარგად ვარ და ვცდილობ:

  • საჭიროზე მეტი არ ვინერვიულო
  • საჭიროზე მეტად არ ვიაქტიურო
  • ჭამას მოვუმატო
  • ადრე დავწვე და მეტ ხანს ვიძინო

თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც თითქმის ყოველდღე მიმსუბუქებს ამქვეყნიურ ტვირთს, საღამოს თეატრალური სეანსებია.

Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – დღე მეორე

როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. Continue reading

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში

რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა. Continue reading

“ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა

ახლა ის დროა,

როცა ცოტა ხნით არაფრის გაგონება მინდა,

როცა ცოტა ხნით სუბიექტურობა მინდა,

როცა ცოტა ხნით ჟურნალისტობა არ მინდა

და როცა ცოტა ხნით ისევ იქ მინდა. Continue reading

მაიკლ კურტმანში – არაფერს გეუბნებათ, ხომ?

ცხოვრება თავიდან ბოლომდე, ანუ ოტ ი დო, სპორტია. სპორტია მწერლობაც, პოეზიაც, რაგბიც, კოსმონავტობაც, დედმამობაც, ცუკერბერგობაც და კომიკოსობაც. ყველაფერი. ნებისმიერ განმეორებით ქმედებას, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს, დროთა განმავლობაში ადამიანის ტვინი რეფლექსად აღიქვამს. უფრო მარტივად, რასაც ხშირად ვაკეთებთ, ჩვევაში გადაგვდის. ვინაიდან ნებისმიერი სახის ქმედება, გონების კოორდინაციასთან ერთად, მოითხოვს სულ მცირე ფზიკურ შრომას მაინც, თამამად შეიძლება, ვუწოდოთ სპორტი. ბოლოს და ბოლოს, ჭადრაკიც ხომ სპორტია. ვიმედოვნებ, ამიერიდან ყველანი ვთანხმდებით, რომ ცხოვრება სპორტია.

ჰოდაააა

Continue reading

“ანტიგონედამ” სახლისაკენ (ვიდეოპოსტი)

ვკარი წიხლი და მარჯანიშვილის თეატრში აღმოვჩნდი “ანტიგონეზე”. როგორი ხალხი დადის აქ: Continue reading

HუიMLET

წინასიტყვაობა ანუ წერილი ამირან ამირანის ძისა თანა

ყუერნი მამაკაცისა ერთგვარი თუალნია. მოქანავე თუალნი ქვედა სართულზე. წყვილია იგინი, ვითარცა თუალნი შუბლზე. ოდეს თუალნი შუბლისანი, იგივ სულისანი დაბნდებოდენ, ყუერნი იწყებენ სჯა-ფიქრსა. მრავლისა ფიქრისაგან ყუერნი გარდაიღლებიან და ვინაითგან მათ, ვითარცა სულის თუალთა, ქუთუთონი არა ჰქონდეთ, იჭირვიან ფხანასა ძლიერსა. სწორედ ამით ფხანითაგან შექმნილის ამოძახილით იშუებიან განსაცვიფრებელნი ჰაზრნი და საქმენი ამა სოფლისანი.

Continue reading

ოლივია ჰასი

ცოტა ხნის წინ მე და მამაჩემი ამ ქალზე ვსაუბრობდით. მითხრა, მაგარი შეცვლილია და “დამახინჯებულიაო”. ყბა წაწვეტებული აქვს და ტუჩები გაცვეთილიო. გეცნობათ?

არა, ხომ? მინიშნება: მისი წარსული მის უკან კიდია.

Continue reading