ზაკ გალიფიანაკისი, ნატალი პორტმანის გაპარსული ვაგინა და ორი გვიმრა

Zach Galifianakis

ერთი კითხვა საკუთარ თავს:

რატომ აქამდე არ ვიცოდი ამ ტიპის შესახებ?

ეს ჰენგოუვერი კაცი კი ვიცოდი, მაგრამ მისი შოუ პირველად ვნახე და სიცილით ვხოხავ :d :d :d :d :d

ზაკ გალიფიანაკისის შოუს “ორ გვიმრას შორის” ჰქვია, რომელიც, ძირითადად, ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეკაიფება. უბანძესი და თან უმაგრესი დეკორაცია, ლეღვი საუბარი და ბევრი სიცილი. მოკლედ, ეს ვიდეოები ძილის წინ ნახეთ და ვისაც არ გაგეცინებათ, ან ინგლისური ისწავლეთ ან თავი მოიკალით :green:

დანარჩენ ვიდეოებს იმიტომ არ ვდებ, რომ 1: პოსტი ძალიან გრძელი გამოვა და 2: ემბედ კოდი აქვს დაბლოკილი. ასე რომ, გადაბრძანდით მაგ ბმულზე და დანარჩენი სიამოვნება იუტუბისგან მიიღეთ. მე მადლობასაც დავჯერდები :green:

მარიამ სტიუარტი რუსთაველის თეატრში

მარინა კახიანი მარიამ სტიუარტის როლში

დიდი ბრიტანეთის ისტორია, ალბათ, მომაბეზრებელი მეცნიერული ნაშრომების დამტვერილი გროვა იქნებოდა, რომ არა ტიუდორების დინასტია. ამ გვარის წარმომადგენელთა ცხოვრება, თავგადასავლები და, რაც მთავარია, მათი ნამოქმედარი, დღესაც ასაზრდოებს, როგორც დიდი ბრიტანეთის ისტორიას, ისე ხელოვნებას, რომელიც მას უკავშირდება. დონიცეტიმ ტიუდორებს სამი გენიალური ოპერა მიუძღვნა, შილერმა კი “მარიამ სტიუარტი” დაწერა. სწორედ ამ სპექტაკლის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დავესწარი გუშინ რუსთაველის თეატრში.

Continue reading

დიდუბის პანთეონი Vol. 1

დადგა ის აუტანელი დრო, როცა დღესაც და ღამესაც ერთი ფერი აქვთ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შვილივით გამოზრდილ ბლოგზე წერა ასე შემეზარებოდა. ხან დრო მიშლის ხელს, ხან ხასიათი. თუმცა იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემში თავგადაკლული ბლოგერი მალე გაიღვიძებს. ახლა კი საქმე.

დიდუბის სასაფლაოზე უკვე 800 ადამიანი განისვენებს. თითქმის ყველა მათგანი ცნობილი პიროვნებაა ან მე არ მეცნობა. თითქმის არც ერთის საფლავი არ ჰგავს ერთმანეთს. ყველა თავისებურად განსხვავებული და მათში განსვენებულთა ისტორიის ნაწილის მატარებელია. ქართველებს გვიყვარს პომპეზური საფლავები, თუმცა აქ ეს აკვიატება ვერ დავინახე. ჩემი აზრით, ყველა თუ არა, უმეტესი ნაწილი მაინც გემოვნებითაა შექმნილი და გარდაცვლილთა მოღვაწეობის სფეროს ელემენტებით გაჯერებული.

ზურაბ ჟვანია

Continue reading

მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

ზოგს ბიძინა ტკივა, ზოგს რამაზი. მერე რა, რომ ქართველი ხალხი ტაშს უადგილო ადგილას უკრავს (პანაშვიდიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი რამდენიმემ ისეთი ტაშით გააცილა, მეგონა, გამოსვენება დაიწყო). დღეს ჩემი მუზის კიდევ ერთი ნაწილი მიაბარეს მიწას. რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე ერთადერთხელ და ისიც უკანასკნელად სწორედ დღეს ვნახე. Continue reading

ცნობილი მიძინებულები

ნაპოლეონი

გაფრთხილება: სუსტი ნერვების მქონეთ, თუ კიდევ დარჩნენ აქ, ვთხოვ, ნუ ნახავენ აღნიშნულ ინფორმაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანასკნელი კეისარი მომხდარზე პასუხს არ აგებს.

როგორები არიან ადამიანები, როცა მათ უკანასკნელად ხედავენ. მაშინ, როცა მათ აღარავინ ერჩით და ყველა მათი ცოდვა, ასე თუ ისე, მიტოვებულია. ეს კითხვა 1995 წლიდან მაწუხებს, როცა პირველად ვნახე მიცვალებული, რომელიც წინა დღით ცოცხალი იყო, ჩემი დიდი ბებია. არ ვიცი, მისი “ბრალი” იყო თუ არა, მაგრამ დაახლოებით იმ პერიოდიდან მუდამ მიტაცებდა გარდაცვლილთა შეუცნობელი სამყარო და ძალიან ბევრჯერ ვხატავდი მათ. მიყვარდა სარეცელზე მდიდრულად გაჭიმული მეფე-დედოფლების დახავა. ყოველივე ეს შეგრძნება დაგროვდა და დღეს ამ ფოტოების სახით მოაღწია. არა აქვს მნიშვნელობა წინა ცხოვრებას, ყველა გარდაცვლილის სახე საბრალოდ ჩამოღვენთილია. თითქოს სამუდამოდ “დროებით” გავიდნენ… Continue reading

ისევ და ისევ ის

1955 წელი. ლა სკალა ოვაციით ეგებება "სომნამბულას" მთავარ გმირს.

უკვე 7 წელზე მეტი გასულა მას შემდეგ, რაც იგი აღმოვაჩინე. ამ ხნის განმავლობაში ჩემს პიროვნებაში სამიოდე “გენერალური უბორკა” მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა და გადაფასდა, მაგრამ იგი ისევ იქ არის, სადაც თავიდანვე ადგილი მივუჩინე. იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. უკვე 7 წელია, მარია კალასს ვაღმერთებ. Continue reading

ერთი კეთილი ფილმი ამირანში

ერთ მშვენიერ გუშინდელ დღეს მე, ლიტერატორი და მისი მეგობარი (მგონი, ვერიკო ჰქვია. სახელებში სულ ვიჭედები) წავედით კინოთეატრ ამირანში. თავიდან რუსთაველში, ჯიმ ქერის “პინგვინებზე” გვინდოდა, მაგრამ, აფიშების შეცვლასთან ერთად, ჩვენი გეგმებიც შეიცვალა. ასე ამოვყავით თავი “ამირანის” მცირე დარბაზში.

Continue reading

ის, რაც ყველას ჩვენებურად გვიყვარს

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს ერი ვიდეოკასეტითა და ვიდეომაგნიტოფონით ეზიარებოდა, ჩვენ, პატარა გოგო-ბიჭები, ერთად შეყუჟულები ვუყურებდით უკვე მერამდენედ გადაღეჭილ საბავშვო ფილმებს. როცა ხედავ, რომ იქ, ამერიკაში, უკეთესად აცვიათ, გასაგიჟებლად მიმზიდველი რამეები ხდება და ყველას ისე ერთობა, როგორც უნდა, მიეჯაჭვები ვიდეოს, აბა რას იზამ. ჩვენი დახამებულობისა და ულევი ინტერესის შედეგად, ვიდეომაგნიტოფონმაც ზეპირად იცოდა ყველა ფილმი და ზოგჯერ კასეტის ჩადება სულ არ გვჭირდებოდა, ისე მოგვიყვებოდა ყველაფერს :) Continue reading

სახეები – ნაწილი მესამე

ვიდრე რაიმე სერიოზულზე გადავიდოდე, მირჩევნია, ისევ “სახეების” თემა ამოვწურო. ამჯერად, ბოლო პოსტი იქნება მათზე, ვისი სახეებიც არასდროს წაიშლება. ახალგაზრდობასა თუ მოხუცებულობაში, ჭირსა თუ ლხინში, სიცოცხლესა თუ სიკვდილში ისინი ჩვენთან და ჩვენს მეხსიერებასთან ერთად იქნებიან. Continue reading

სახეები (ნაწილი 2)

თითოეული ჩვენგანის სახე დორიან გრეის პორტრეტია თავისი უმანკო ბრწყინვალებით, თუ ბრწყინვალე უმანკოებით და მახინჯი ცოდვილობით, თუ ცოდვილი სიმახინჯით. სახე ჩვენი CV-ია, ჩვენი შრომითი გამოცდილება და ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

როცა ამათ ვაგროვებდი, ვცდილობდი, ყველაში დამენახა და წარმომედგინა, როგორ შეხვდა სიბერეს, ცხოვრების ბოლო იარლიყს. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემზე უკეთ სახეები ამბობენ. Continue reading