დღეს გადავწყვიტე, თავი მომეყარა ყველა იმ ინფოგრაფიკისთვის, რომელიც ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს ბლოგინგის არსს, მის მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ვისაც ბლოგები არ გიყვართ (და რაღაც მანქანებით აქ მაინც შემოხვედით), ეგებ, ახლა მაინც დაინახოთ, რომ ბლოგინგი, ზოგადად, კარგი რამაა. უბრალოდ, გააჩნია, როგორ და რა მიზნებით გამოიყენებ მას
მაშ ასე… Continue reading
Category Archives: მინიპოსტები
ყურძნის ერთი კუმპალით შეცვლილი დიპლომატია

გუშინ დასის სარეპეტიციო ოთახიდან (რომელიც პირველი კორპუსის სხვენშია და ამიტომაც ჰქვია თეატრს “სხვენი) ჩავედი თსუ-ს ჰოლში და ფურშეტს შევესწარი. მივიხედ-მოვიხედე და ფინელი სტუმრებისთვის ყოფილა გაშლილი, რომლებიც თსუ-ს ხალხური მუსიკის კონცერტს ესწრებოდნენ. ზრდილობიანად მივედი მაგიდასთან და ყურძნის მტევანი ავიღე. ის-ის იყო, რამდენიმე კუმპალი გადავსანსლე, რომ ერთი ქერათმიანი ქალი მომადგა დიპლომატიური ღმილითა და ცინიკური მზერით, თუმცა საკმაოდ არადიპლომატიური მესიჯით: Continue reading
გაყიდულია!

როცა ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და არც-თუ ურიგოდ გამოგდის, უნდა ეცადო მისგან სარგებელი მიიღო. ბოლოს და ბოლოს, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო? ასე და ამგვარად, საკუთარი ნახატი გუშინ პირველად გავყიდე.
პატარა შეცდომები დიდ ფილმებში

მე, როგორც კინომოყვარულს, მიყვარს ხოლმე თვალების დახუჭვა ისეთ ლაფსუსებზე, რომლებიც ფილმის აღქმის შეგრძნებას გიკარგავს. თუმცა ზოგჯერ მაინც მაგარია, დააკვირდე, რა უმნიშვნელო დეტალებისთვის არ მიუქცევიათ ყურადღება. არადა კინემატოგრაფიაში უკვე ცალკე შტატია მათთვის, ვისაც სწორედ ასეთი დეტალების მეთვალყურეობა ევალება. ვნახოთ, რამდენად კარგად მუშაობენ ისინი
Continue reading
პატარა ტბა
მე ვდარაჯობ დილას
უკვე კარგად განათებული სუსხიანი დილა იყო, როდესაც ჩიტი ასფალტზე დავარდა, ფრთები გაასავსავა და სამუდამოდ დაკეცა. Continue reading
Ночь, улица, фонарь, аптека

![]()
დღე, ღამე, ძილი, უძილობა, ცხადი, ფანტაზია, რეალობა, ჩანახატი… ყველაფერი ერთმანეთშია არეული. მეტროს გაჩერებაზე მდგარს ხანდახან მგონია, რომ ჩემ მიერ დახატული მატარებელი გამოივლის ან ვგრძნობ, როგორ ვბანაობ ავატარების ტბაში, როცა თბილ ლოგინში ვწვები…
ჩვენი ყოველდღიურობა (ფოტოკოლაჟი)

უფს, გაიჭედა. ისე, ნეტა ახალი აპარატები დაამონტაჟეს მეტროებში თუ ეგენიც ჩამოწერილებია?

