
by Landish.Ge
მიუხედავად აყალმაყალისა, გაუგებრობისა და აზრთა სხვადასხვაობისა…
მიუხედავად უ-ზღვაში-ბანაობისა და გადატვირთული გრაფიკისა…
მიუხედავად, რაც თავში არ მომდის, ყველაფრისა…

by Landish.Ge
მიუხედავად აყალმაყალისა, გაუგებრობისა და აზრთა სხვადასხვაობისა…
მიუხედავად უ-ზღვაში-ბანაობისა და გადატვირთული გრაფიკისა…
მიუხედავად, რაც თავში არ მომდის, ყველაფრისა…
იცით, როგორ ვგრძნობ თავს? წინაღობებზე მხტომარესავით. “ბეგ ს პრეპიადსტვაიმი” რომ ქვია, ის. აქეთ სტატია, იქით ჯიპა, აქეთ სოციალური მედია, იქით ძილი და ნორმალური ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ჯერ არ ავჭრილვარ (მეტი რაღა უნდა მომივიდეს) და ღიმილის უნარიც შემრჩა (მგონი, ასაერთოდ გაღიმებული დავდივარ).
წინა კვირას, როგორც იქნა, ამისრულდა ორი რამ: 1. ვერ წავედი ბლოგერების ექსკურსიაზე და 2. სოციალური მედიის კარგა ხნის წინ დაგეგმილ ტრეინინგზე ამოვყავი თავი. პირველ პუნქტთან ბოდიშს მოვიხდი და მეორეს მიმოვიხილავ.


ზაფხულის ამ, ჩემთვის საყვარელ სიცხეში, როცა ხალხის შეწუხებულ სახეების ყურება ყელში ამომივა, მთაწმინდაზე ავრბივარ ხოლმე. თბილისი გამონაბოლქვისგან ყარს, ამას ემატება პირში სიგარეტგაჩრილი ნებისმიერი ასაკის მქაჩველი, რომელიც სხეულის შიდა ტემპერატურის მომატებით ცდილობს, დააბალანსოს მცხუნვარე მზის სითბო…
იმ დღეს (გუშინწინ) გიგასა და ჟღეროსთან ერთად “ბომბორაზე” ავედით. როგორც გაირკვა, ჩემს დასელ ძმაკაცებს საზაფხულო სამუშაო გამოუძებნიათ. გასამრჯელო 400 ლარია, კვირაში 6 დღე და დღეში 7 საათი. შიდა ტემპერატურა 63 გრადუსს აღწევს. რა სამუშაოა ეს? Continue reading