Zurriuss.Ge » თეატრი

ჩემი პირველი 18+ სპექტაკლი
მაყურებელი ტაშს ყოველთვის რომ დაუკრავს, ეს ადრე ვირწმუნე, მაგრამ თუ ყველგან დაუკრავდა, ეს ამასწინათ დავიჯერე. ტაშის დაკვრა ხომ ერთგვარი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, როცა რამე ვერ გაიგე და არ იმჩნევ. მთავარია, ხომ აფასებ. ჩვენთან სტვენა და “ბუუუ” ზოგადად მიუღებელია, მიუღებელია ამგვარი რადიკალური აზროვნება.

ვერ ვიტყვი, რომ “ბუუუ” ეთიკურია, მაგრამ მისი არსებობა უცხოურ მაყურებელში, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა, გარკვეულწილად ქმნის სპექტაკლის პოპულარობის ყველაზე დაბალ დონეს. ჩვენთან ნებისმიერ შემთხვევაში “ჯილდო” ტაშია. ტაშითვე ჩაიარა კიდევ ერთმა სპექტაკლმა რუსთაველის თეატრში, სახელად “შემეხე”.

დიდად არ ვიცნობ ევროპულ თეატრს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაქვს, რომ მაყურებელი დიდი ხანია, დაიღალა ღრმა ფილოსოფიური სპექტაკლებით და სურს, სცენაზე იხილოს რეალური რეალობა ზედმეტი ალეგორიის, სიმბოლიკისა და აზრის გარეშე. თუ “შემეხე” ეს არის, მაშინ, უბრალოდ, არ მომწონებია ეს ჟანრი.

დიახ, მეც დავინახე საკუთარი თავი ამ სპექტაკლში, ისევე, როგორც ყველა სხვამ (ვინც ვერ დაინახა, ან ასექსუალია, ან ეძინა, ან თეატრის ადმინისტრაციას მცირეწლოვანთა შემოშვებისათვის უნდა ვუჩივლოთ). არამგონია, აქ ვინმეს თავისი, თუნდაც ფარული ზრახვები, ფიქრები და ფანტაზიები არ ამოეცნო, გარკვეული ფორმით მაინც. თუმცა მეორეა, ეს ყველაფერი როგორ და რამდენად ხარისხიანი ფორმითაა მოწვდილი.

პირადად მე უფრო ეროტიკულს, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ სპექტაკლს მოველოდი, სადაც ჩახდილ მსახიობსა სიტყვა “ტყნაურზე” გაცინება კულმინაცია არ იქნებოდა. პირიქით, თუ გახდა იყო, ყველა გაშიშვლებულიყო, ვინაიდან ყველა ჩვენგანი, ამა თუ იმ ფორმით, შიშვლები ვართ. მინდოდა, სპექტაკლი უფრო შინაარსიანი ყოფილიყო, რისი გამონათებებსაც მონოლოგები ქმნიდნენ და რაც, ლოგიკურად, ინტიმურ სცენებს უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ ეს არ მოხდა. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ან მე ვერ გავიგე, ან მისგან ზედმეტად დიდი მოლოდინი მქონდა.

მსგავსი შეუსაბამობების გამო სპექტაკლისგან მომეწონა:

მსგავსი პრეცედენტი, თუ მისი მცდელობა

ეს გოგონა, უფრო სწორედ, მისი მშვენიერი გარეგნობა. დიდი არტისტიზმით არ გამოირჩეოდა, მაგრამ საყვარელი იყო.

მსახიობები ზოგადად – ნორმალურად თამაშობდნენ

ერთ-ერთი მსახიობის მიერ მოყოლილი ანეკდოტი, რომლის გაგონებაზეც იმხელაზე გადავიხარხარე, ხალხმა ჩემკენ მოიხედა

მსახიობი ვიდეოკამერით უღებდა სურათებს მათ, ვინც მოეწონებოდა. ამ მომენტში მალერის მე-5 სიმფონია ჟღერდა და მეც ინსტინქურად ხელების დირიჟორივით ქნევა დავიწყე. შედეგად, სცენაზე დაყენებულ პროექტორში მეც ავისახე

მოკლედ, ახლა უკვე იცით, რატომ დავუკარი ტაში ამ სპექტაკლს. ვიმედოვნებ, ყველა მაყურებელი, სანამ აპლოდისმენტს შემოცხებს, ცოტათი მაინც დაფიქრდება და გააანალიზებს, რატომ აკეთებს ამას.

პატარა ტბა
“იმ დაბურული ტყის პირას ერთი პატარა ტბა იყო. იმ ტბის ნაპირას მიყვარდა ყოფნა. საოცარია, როცა წვიმდა, ის პატარა ტბა, კიდევ უფრო პატარავდებოდა.”

საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა
სულ ასე ვარ: ვიღებ  ვიდეოებს, მერე ატვირთვა მეზარება და დიდი ხნის შემდეგ, თუ აზრი აქვს, ერთიანად გამოვაქვეყნებ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. მოვქექე ჩემი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო მომენტი და იუთუბის გზას გავუყენე.

ბიძინა ივანიშვილზე უკვე მგონი მიცვალებულებიც ალაპარაკდნენ, ჰოდა მეც მაქვს სათქმელი. უფრო სწორედ, საჩვენებელი. აი:

ეს ვიდეო გუშინ, აღმშენებლობის ბუღით მოცული აღმაშენებლის გამზირზე გადავიღე, როცა ამდენმა განახლებულმა შენობამ თვალი მომჭრა.

ეს ვიდეო ბომჟური ცხოვრებისა და ფოლკლორის მოყვარულთათვის მიმიძღვნია. 1-2 თვის წინ პერუელი ინდიელები გვსტუმრობდნენ და რუსთაველის ძეგლთან ასეთი კონცერტი გაგვიმართეს.

ეს კი მათ, ვისაც ჩემი ვინი უყვარს. ასეთი ხერხით გვიწევს ხოლმე მისი დაჭერა დასაბმელად

არ მეგონა, კლასიკურ მუსიკას ქუთაისში ამდენი მსმენელი თუ გამოუჩნდებოდა. თან ამ დღეს ისე ცხელოდა… აქ ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯერ ხალხმა კლასიკის მოსმენა და ყურის მიჩვევა უნდა ისწავლოს. ხარისხი მერე.

დაბოლოს, ეს კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართა და იაპონიის ტრაგედიას მიეძღვნა. ესეც ზაფხულში იყო, ოღონდ ზუსტად აღარ მახსოვს, როდის. დუტეტი პუჩინის ოპერიდან “მადამ ბატერფლაი”.

ვეცადე, ვიდეოები ინტერესის და მიხედვით დამელაგებინა და, მგონი, არ შევცდი. შედეგს ვნახავ

მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!
ზოგს ბიძინა ტკივა, ზოგს რამაზი. მერე რა, რომ ქართველი ხალხი ტაშს უადგილო ადგილას უკრავს (პანაშვიდიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი რამდენიმემ ისეთი ტაშით გააცილა, მეგონა, გამოსვენება დაიწყო). დღეს ჩემი მუზის კიდევ ერთი ნაწილი მიაბარეს მიწას. რამაზ ჩხიკვაძე სცენაზე ერთადერთხელ და ისიც უკანასკნელად სწორედ დღეს ვნახე.

თეატრში რომ მივედი რატომღაც გაუცხოება ვიგრძენი. ყველა, თითქოს, სადღაც ფიქრებში წასულიყო. კაპელდინერებს ვიცნობ და პირველი მათთან მივედი. საყვარელი ხალხია. ყველა ნამტირალევი სახითა და ჩაწითლებული თვალებით დამიხვდა.

83 წელი ნამდვილად არ არის არც ახალგაზრდა და არც შუახნის ასაკი, ეს უკვე სიბერეა. თუმცა მაინც ვერ ვგრძნობდი, რომ ბატონ რამაზს სიამაყით აცილებდა ხალხი. ალბათ, იმიტომ, რომ მსგავსი სიდიდის მსახიობი თითქმის აღარ დარჩა. “თითქმის” იმიტომ ვამბობ, რომ თავს ვიზღვევ, თორემ მე მაინც მგონია, რომ მსახიობი, რომელიც ერთნაირი წარმატებითა და აღფრთოვანებით ითამაშებდა, როგორც კომიკურ, ისე ტრაგიკულ როლებს, უკვე აღარ არსებობს. ვეღარ გაგაცინებს დღეს, ვეღარ აგატირებს ხვალ. მორჩა.

ბოლო დღეებია (თეატრის) მსახიობთა კატეგორიებად დაყოფა დავიწყე. არა იმის მიხედვით, თუ სად თამაშობენ, არამედ რა შეუძლიათ. ზოგი დრამაშია ძლიერი, ზოგი კომედიაში. ზოგს ორივე გამოსდის. თუ ერთს სამსახიობო პლასტიკა უკეთესი აქვს, მეორეს პლუსი მეტყველებაშია. ზოგს იმპროვიზაციის უნარი აქვს, ზოგიც ძალიან ღრმად იკვლევს როლს და ბოლომდე შესწავლილს მთელი თავისი სისავსით წარუდგენს მაყურებელს. რამაზ ჩხიკვაძე, სცენაზე ყოველი გამოსვლისას, საკუთარი თავით ამტკიცებდა, რომ ყველა ამ თვისების ერთ ადამიანში თავმოყრა შესაძლებელია. ჩემი აზრით, სწორედ ასეთ მსახიობს უნდა ეწოდოს “ყოვლისმომცველი”.

დღეს რუსთაველის თეატრი და ქართველი ერი ყოვლისმომცველ მსახიობს გამოეთხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მსახიობის ხსოვნას, რომელმაც ყველაზე მეტად ასახელა ქართული თეატრი, ერთი დღე არ დაეთმო და რუსთაველში ამ საღამოს დანიშნული სპექტაკლი არ გადაიდო. იმედი მაქვს, რამაზ ჩხიკვაძის საღამო აუცილებლად შედგება. მსახიობისა, რომლის არსებობას უნდა უმადლოდეს, როგორც რუსთაველის თეატრი, ისე მთელი ქართული თეატრალური სამყარო.

მშვიდობით, ყოვლისმომცველო მსახიობო!

<object width="558" height="419"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/bKBcFg9ndsM?version=3&feature=oembed"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/bKBcFg9ndsM?version=3&feature=oembed" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="419" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ყველაზე რეიტინგული მაყურებელი
რუსთაველის თეატრმა ყველაზე რეიტინგული მაყურებლის ათეულში შემიყვანა. ამან ძალიან გამახარა, რადგან თეატრი ჩემი ბოლო 3 წლის ახირებაა. ვიცნობ მომუშავე პერსონალის ნაწილს, რამდენიმე მსახიობს, ზოგთან, საერთოდ, დავმეგობრდი კიდეც. სპექტაკლებზე ვსარგებლობ შეღავათებით, თან თითქმის ყველა მათგანზე პატარა რევიუებს ვაკეთებ Teatri.Ge-სათვის. დღეს, შეიძლება, ითქვას, თეატრი ჩემი ცხოვრებისა და ყოველდღიური საფიქრალის ნაწილია.

მახსოვს, სულ პირველად, მცირე სცენაზე მარტომ ვნახე სტურუას “მტრის ნიღაბი”, ამელი ნოტომის მიხედვით. მაშინ, ოპერის გარდა, არც ერთ მუსიკას არ ვწყალობდი და, ამის გამო, სპექტაკლი ძალიან მომეწონა (სულ არიებითაა გაფორმებული). მერე, არც მეტი, არც ნაკლები, “ჰამლეტი” ვნახე მეგობრებთან ერთად. გამოგიტყდებით, საშინლად არ მომეწონა. ვერ წარმომედგინა, “ასეთი” ჰამლეტი როგორ უნდა ყოფილიყო. ვერც შინაარსს გაიგებდი და ვერც მსახიობთა მიმიკების აზრს… თურმე სად ვბანაობ. მეორედ სულ მარტო წავედი მის სანახავად და იმ საღამოს წარმოდგენა შემეცვალა. როცა “შობის მე-12 ღამე ვნახე”, მივხვდი, რომ გა-და-მე-კე-ტა. ამან რაც მოიტანა, ნახეთ ქვემოთ.

შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ – 15

ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი - 10

ჰამლეტი - 11

მტრის ნიღაბი -4

სტუმარი – 5

ყოფილების სარეცელი – 3

დაბოლილი მთვარე – 3

დარისპანის გასაჭირი – 2

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო – 2

თორმეტი განრისხებული მამაკაცი -3

ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები - 4

ქარი მწყურია მე პირდაპირი - 2

კაცია ადამიანი?! – 4

მოხუცი ჯამბაზები - 1

ვარსკვლავბიჭუნა – 1

ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს? – 1

ორი ძმა - 1

სალამურა – 1

ქალი წარსულიდან - 2

სულიერი არსებები - 1

გონზაგოს მკვლელობა - 1

ბენიამინი – 1

ჰამლეტი.comX -2

გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება – 1

ეიfორია -2

ბონუს:

რეკვიემი (ვერდი)

ჰამლეტი (ნეკროშუსი)

მითრიდატე, პონტოს მეფე (მოცარტი) – 2

ჯამში, 70-ზე მეტი ვიზიტი. გუშინაც ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო და, ვიტყოდი, ექსპერიმენტული სპექტაკლის პრემიერაზე, სახელად ეიfორია. სხვა დროს, როცა რამე იქნება, შეგიძლიათ, დაფიქრდეთ, რამდენ ბანალურ საღამოს გაიმეტებდით თეატრისათვის

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/TEKfONBQZEg?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/TEKfONBQZEg?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

Hamlet.comX – პრემიერა რუსთაველის თეატრში
20 მარტს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შექსპირის ”ჰამლეტის” კომიქსური ვერსია დაიდგა. როცა ამ სპექტაკლის შესახებ გავიგე, ცოტა სკეპტიკურად შევხედე. არ მინდოდა, კიდევ ერთი გოიმური და ძალით გაშარჟებული სპექტაკლი მენახა. როცა დარბაზში შევედი, რამდენჯერმე მსგავს რეპლიკასაც მოვკარი ყური. თუმცა, სპექტაკლის დაწყების პირველი წუთებიდანვე ყველაფერი შეიცვალა.

სპექტაკლის რეჟისორი ლევან ხვიჩიაა. მონაწილეობენ: ედმონდ მინაშვილი, მანანა აბრამიშვილი, პაატა გულიაშვილი, ირაკლი სანაია, გელა თავბერიძე, კახა კუპატაძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი. მხატვრები: შოთიკო ბაგალაშვილი, გიორგი უსტიაშვილი. რეჟისორის თანაშემწე რუსუდან ბარბაქაძე.

სპექტაკლი იყო შექსპირისეული სიუჟეტის მოკლე ვარიანტი, რომელშიც თითქმის კლიშედქცეული სცენები იყო გაშარჟებული. “ყოფნა-არყოფნის” მიზანსცენა რობერტ სტურუასეული “ჰამლეტის” რიმეიკი აღმოჩნდა, რომელიც მაყურებელმა მაშინვე იცნო. სხარტმა ტემპმა და მსახიობთა კომიკურმა რეპლიკებმა გაამართლა და დარბაზის მოწონება დაიმსახურა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ სპექტაკლის სანახავად მაყურებელი არაერთხელ მოვა. მთავარია, “ჰამლეტის” აზრზე იყოს

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/CS3dw70k__Y?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/CS3dw70k__Y?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

რატომ თეატრი და არა კინო?
ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ზედმეტად გადატვირთულ-გათანგული ვარ. სიახლეებზე ფიქრი – ჩემი მოვალეობაა, ყველაფერზე ნერვიულობა – ჩემი ავადმყოფობა და ამ ყველაფრის შედეგმა ცოტა ხნის წინ თავიც იჩინა. ახლა კარგად ვარ და ვცდილობ:

საჭიროზე მეტი არ ვინერვიულო

საჭიროზე მეტად არ ვიაქტიურო

ჭამას მოვუმატო

ადრე დავწვე და მეტ ხანს ვიძინო

თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც თითქმის ყოველდღე მიმსუბუქებს ამქვეყნიურ ტვირთს, საღამოს თეატრალური სეანსებია.

რატომ თეატრი და არა კინო?

თეატრი ცოცხალია

სპექტაკლის ერთი და იგივე თამაში არ არსებობს

უფრო კონცენტრირებული ხარ, რადგან შენთვის თამაშობენ (თუნდაც მეასედ)

“იძულებული” ხარ, დაინტერესდე, რადგან საამისოდ სახლის ფუმფულა დივანი გაიღე მსხვერპლად

თუ ახლოს ზიხარ, ხედავ, ნელ-ნელა როგორ იღლებიან მსახიობები და შუბლი როგორ ეცვარებათ

განიცდი არა მხოლოდ გმირს, არამედ, შესაძლოა, მსახიობის ყოფასაც

თეატრთან შედარებით, კინო არის:

ყოველთვის ერთნაირი (ტექნიკურად)

საყურებლად კომფორტული

ნაკლებად საპასუხისმგებლო

გადახვევადი, განმეორებადი ანუ წარუვალი

თუ სპექტაკლს მეორედ ან მეტჯერ უყურებ, ნელ-ნელა ხვდები:

ნიუანსებს

ვინ რას ამატებს

ვინრას აკლებს

ვინ ჯანზეა

ვის ეზარება

ვის შეეშალა

ვინ დაეხმარა

თითოეული ნიუანსის ცვლილება, თითო საგნის გადაადგილება (სწორად დადგმულ და კარგად გათვლილ სპექტაკლში) რაღაცას ნიშნავს. თუ, რამე შემთხვევის წყალობით, ერთმა მეორეს ის ჭიქა კი არ ესროლა, არამედ გადაუგდო, მორჩა, ის უკვე სხვა გმირია, კრიტიკულ მომენტებში სულ სხვა თვისებებს ავლენს. არადა, შესაძლოა, რეჟისორს არც უფიქრია ამაზე და მსახიობმა (შემთხვევით ან განზრახ) თავისთვის სულ სხვა ტიპაჟი შექმნა. თუმცა, ასევე შესაძლოა, რომ ჭიქის გადაგდებამ პირიქით დააზარალოს პერსონაჟი და მაყურებელს სულ შეუცვალოს მასზე, როგორც ადამიანზე, წარმოდგენა.

მოკლედ, თეატრის მსახიობობა და აკრობატის თოკზე გასვლა ერთია: მუდამ რისკიანი, მუდამ საფრთხისშემცველი, მუდამ ბუნდოვანი ფინალით და არასდროს, არასდროს იცი, რა მოხდება.

ვისაც ასეთი რამეები არ გიყვართ ან არ გაინტერესებთ, ფილმების საიტები მიგასწავლოთ?

პ.ს. ერთი-ორი კარგი შინაარსიანი ფილმი მეც მირჩიეთ. დავიღალე “ჰაუსის” სერიების ლოდინით

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – დღე მეორე
როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, “მითრიდატეს” მეორე დღეზეც წავედი. მაინტერესებდა, როგორ იმღერებდნენ სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი.

ერთი იმიტომ, რომ ნაკლები ალიაქოთი და დაძაბულობა იყო.

მეორეც, ყველამ კარგად იმღერა და, საერთო ჯამში, წარმოდგენაც უფრო გათანაბრებული მომეჩვენა.

წინა დღის მსგავსი უადგილო წუილი და ბრახუნი არ ისმოდა.

რაც არ უნდა იყოს, სტუდენტები არიან და წინ კიდევ ბევრი რამ აქვთ, თუმცა სიმღერის ეს დონე და კულტურა უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს.

იანგმაც და მურჯიკნელმაც, წინასთან შედარებით, უკეთ იმღერეს.

რეჟისურასა და ორკესტრზე უკვე ვილაპარაკე.

ესეც ვიდეოები გუშინდელი #2 პრემიერიდან:

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/2fObmrTQhyw"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/2fObmrTQhyw" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/MUPuQBlbGfs"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/MUPuQBlbGfs" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/pfmr9O0swBg"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/pfmr9O0swBg" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/qgEO2COeTEg"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/qgEO2COeTEg" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/emFYgXi81MA"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/emFYgXi81MA" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/gf-BuCk-M6g"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/gf-BuCk-M6g" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/5z4OxCeANLg"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/5z4OxCeANLg" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/Dt3pKK5xKTU"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/Dt3pKK5xKTU" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

“მითრიდატე, პონტოს მეფე” – პრემიერა რუსთაველში
რას საქმიანობს ტიპური 14 წლის ბიჭი თუნდაც მე-18 საუკუნეში? სწავლობს ან არ სწავლობს, მასტურბირებს, “სხვა თვალით” უყურებს გოგონებს, ცელქობს, მშობლებთან უაზრო კამათს იწყებს… რას აკეთებს 14 წლის გენიოსი? წერს ოპერას. 19 თებერვალს რუსთაველის თეატრში მოცარტის ვირტუოზული ოპერის “მითრიდატე, პონტოს მეფე” პრემიერა შედგა.

14 წლის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

თეატრის შესასვლელი გადაჭედილი იყო პოლიციელებით. პრემიერას პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა. მე ვერ დავინახე, მაგრამ მითხრეს, რომ მეორე მოქმედებისკენ მოსულა. დარბაზში შეღწევა ძალიან ჭირდა და მოსაწვევებით მისულ რამდენიმე ცნობილ სახეს პრობლემაც კი შეექმნა. საბოლოო ჯამში ყველამ თავისი ადგილი (მო)ნახა და თეატრმაც ყველანი დაიტია.

სივრცის სიმცირის გამო, ორკესტრს მაყურებლისაგან გამყოფი ბარიერი არ მიჯნავდა, რაც მუსიკოსების "მოცარტისდროინდელი" განლაგების შთაბეჭდილებას ქმნიდა

სანამ შთაბეჭდილებებზე გადავიდოდე, ესეც მონაწილეთა სია:

მითრიდატე — იანგ იანგი (ტენორი)/Mitridate — Yang Yang (tenor)

ასპაზია — თეონა დვალი (სოპრანო), ნინო კასრაძე (დრამის მსახიობი)/Aspasia — Teona Dvali (soprano), Nino Kasradze (drama actor)

ქსიფარე — ირინე თაბორიძე (სოპრანო), დავით დარჩია (დრამის მსახიობი)/Sifare — Irine Taboridze (soprano), David Darchia (drama actor)

ფარნაქსე — სოფიო ჯანელიძე (მეცო-სოპრანო), თემიკო ჭიჭინაძე (დრამის მსახიობი)/Farnace — Sofio Janelidze (mezzo-Soprano), Temiko Tchitchinadze (drama actor)

ისმენე — სოფიო გორდელაძე (სოპრანო), ნინო თარხან-მოურავი (დრამის მსახიობი)/Ismene — Sophie Gordeladze (soprano), Nino Tarkhan-Mouravi (drama actor)

მარციუსი — ირაკლი მურჯიკნელი (ტენორი)/Marzio — Irakli Murjikneli (tenor)

არბატე — ნინო ჩაჩუა (სოპრანო), დავით უფლისაშვილი (დრამის მსახიობი)/Arbate — Nino Chachua (soprano), David Uplisashvili (drama actor)

დირიჟორი – ჯანლუკა მარჩანო/Conductor – Gianluca Marciano

რეჟისორი – დავით საყვარელიძე/Director – David Sakvarelidze

მხატვარი – ნინა კობიაშვილი/Designer – Nina Kobiashvili

სპექტაკლი 2 თვეში დაიდგა და მაში, ოპერის მომღერლებთან ერთად, რუსთაველის თეატრის მსახიობებიც მონაწილეობდნენ. რეჟისორის გადაწყვეტით, ზოგიერთ პერსონაჟს მსახიობი განასახიერებდა, მომღერალი კი ახმოვანებდა. ეს, ნაწილობრივ, იმით იყო განპირობებული, რომ ოპერის მოქმედი თითქმის ყველა მამაკაც მომღერალს სოპრანოს ან ალტის პარტია აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ მოცარტის დროს ასეთი როლები კასტრატი მომღერლებისთვის იწერებოდა, დღეს კი, ბუნებრივია, მათი შესრულება მამაკაცებს არ შეუძლიათ.

ოპერის მომღერლები თეატრის მსახიობებთან ერთად

“მითრიდატე, პონტოს მეფე” მოცარტმა მამასთან ერთად იტალიაში მოგზაურობისას დაწერა. ნაწარმოები 1770 წლის 26 დეკემბერს მილანის კარნავალზე დაიდგა. მას დიდი წარმატება ხვდა წილად და პრემიერის შემდეგ კიდევ 20-ჯერ  შესრულდა, რაც იმ დროისათვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. იმის შემდეგ, მე-20 საუკუნემდე, ოპერა პრაქტიკულად არ დადგმულა. მისი ჩანაწერებიც ძალიან ცოტაა. აქედან გამომდინარე, ქართველების წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, რომელსაც, ასე თუ ისე, წარმატებით გაართვეს თავი.

ოპერის სცენიური გადაწყვეტის თაობაზე დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი და რა უფრო გაამართლებდა.  თუმცა მალევე გამახსენდა, რომ იგი არასაოპერო თეატრში დაიდგა მცირე ბიუჯეტით და მიწაზე დავეშვი. საყვარელიძის მიხედვით, მომღერლები თითქოს ერთ მთლიან პერსონაჟებს განასახიერებდნენ, მაგრამ მათ აკლდათ დამუშავება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომღერალზე გაცილებით მეტი აქცენტი იყო, ვიდრე მსახიობზე. ამ უკანასკნელთ, რამდენიმე მარტივი ჟესტის გარდა, პრატიკულად არანაირი ფუნქცია არ გააჩნდათ. მომენტებში საერთოდ იკარგებოდა იმის განცდა, რომ ესა თუ ის პერსონაჟი რეალურად მამაკაცია და არა მისი დუბლიორი სოპრანო.

როდესაც მსგავსი “განსხეულება” ხდება, ორი სახის უკიდურესობის საფრთხეს ვაწყდებით: ერთი, რომ მომღერალი გახდეს დომინანტი და მსახიობი მისი მარიონეტი (ანუ პლასტიკით იმეორებდეს არიის ტექსტს), მეორე – მსახიობებს მიეცეთ მოქმედების თავისუფალი შესაძლებლობა, რის შემთხვევაშიც მომღერლები წყდებიან ორკესტრს და ვერ ამყარებენ კონტაქტს დირიჟორთან. პირველ შემთხვევაში ზარალდება აზრობრივ-ვიზუალური მხარე, მეორეში – მუსიკა. ამასთან ერთად, მე-18 საუკუნის ეპოქის ოპერებში რეჩიტატივები და არიები მკაცრადაა გამიჯნული თვით პარტიტურაშიც კი, რაც რეჟისორს მანევრირების ნაკლებ საშუალებას უტოვებს. პრობლემას წარმოადგენს ადგილიცა და დროის სიმცირეც, როცა წარმოდგენა, საოპერო თეატრის ნაცვლად, მოქმედ დრამატულ თეატრში იდგმება. ყოველივე აქედან გამომდინარე, თვითონ ფაქტი, რომ გუშინდელი პრემიერა შედგა, უკვე დასაფასებელია.

ჩინელი მომღერალი იანგ იანგი მითრიდატეს როლში

დირიჟორის ნამდვილი დამსახურებაა, რომ ორკესტრი უწინდელზე გაცილებით უკეთ უკრავდა. მიუხედავად რამდენიმე პატარა შეცდომისა, მსმენელზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოები დაძლეულია. სხვა საქმეა ვოკალური მხარე. პირველ მოქმედებაში, შესაძლოა, ნერვიულობის გამო, სოპრანოები ნაკლებად კონცენტრირებულნი ჩანდნენ, რაც მეორე მოქმედებაში სავსებით გამოსწორდა. ჩემი სიმპათია ისმენეს პარტიის შემსრულებელს, სოფო გორდელაძეს ერგო. მისი ტემბრითა და შესრულებით ძალიან ვისიამოვნე. ასევე ძალიან მომეწონა იანგ იანგი, რომელიც მითრიდატეს პარტიას მღეროდა და განასახიერებდა. მისმა ვირტუოზულმა შესრულებამ, გათანაბრებულმა დიაპაზონმა, რეჩიტატივებმა და თავისუფალი ჟღერადობის მაღალმა ნოტებმა გამაოცა.

ყველაზე ძალიან რაც არ მომეწონა, აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა იყო. ხარვეზმა მე-2 მოქმედების შუა ნაწილში იჩინა თავი და თითქმის ნაწარმოების ბოლომდე შოკავდა მაყურებელს. თავდაპირველად რამდენჯერმე გაისმა წუილი, რომლის ხმამაც ორკესტრის ჟღერადობა გადაფარა და უკმაყოფილება გამოიწვია. შემდეგ აშლილი როიალის ხმა შემოგვესმა, რომელიც მოცარტისეული ჰარმონიის სრული ანტიპოდი იყო. ურყევ ტრადიციას კვლავ მობილურის რინგტონი წარმოადგენდა, როცა ერთ-ერთი პიანოს დროს ბიზეს “კარმენის” მარში გაისმა. კიდევ კარგი, რომ ხმამაღალი არ ყოფილა და დიდხანს არ გაგრძელებულა.

ასე თუ ისე, “მითრიდატეც” გადავაგორეთ და მას ბევრი “ბრავო” ხვდა წილად. დღეს პრემიერის მეორე დღეა, რომელსაც უკვე კონსერვატორიის სტუდენტები იმღერებენ. თუ საშუალება მომეცა, დავესწრები და შევადარებ.

P.S. ვინაიდან ქართული ჩანაწერი არ გამაჩნია, კოვენტ გარდენისეულ ვერსიას წარმოგიდგენთ, რათა მოისმინოთ 14 წლის მოცარტის ფანტაზია.

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/LUElAhx15ms?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/LUElAhx15ms?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

“ქარი მწყურია მე პირდაპირი” ანუ მურმან ჯინორიას მუსიკა
ახლა ის დროა,

როცა ცოტა ხნით არაფრის გაგონება მინდა,

როცა ცოტა ხნით სუბიექტურობა მინდა,

როცა ცოტა ხნით ჟურნალისტობა არ მინდა

და როცა ცოტა ხნით ისევ იქ მინდა.

ადგილი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა

რეჟისორი – მურმან ჯინორია

ავტორი – მურმან ჯინორია

მუსიკალური გამფორმებელი – მურმან ჯინორია

ინსცენირების ავტორი – მურმან ჯინორია

ერთადერთი როლის შემსრულებელი – მურმან ჯინორია

ლექსი ხატვაა, მუსიკით ხატვა და ბგერებით  წერა. თითოეული სიტყვის წარმოთქმა მუსიკალური რეჟისურაა, მხატვრული  ინტერპრეტაციაა, არტისტული კომპოზიციაა.

დღეს ტემბრმა, რომელიც რამდენიმე  ინსტრუმენტს მოიცავს, კიდევ ერთხელ დაარწმუნა მაყურებელი რეალურობის  ირეალურობაში. კიდევ ერთხელ დააბრუნა გალაკტიონის, რჩეულიშვილის,  ყარაჩოღელთა და სხვათა ილუზიური ისტორია. კიდევ ერთხელ მაესტრომ  მრავალფეროვნად დაგვარწმუნა, რომ “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არ  აშენებულით ტკბობაში”. კიდევ ერთხელ მურმან ჯინორიამ თავისი მუსიკა  ააჟღერა.

დღესაც, ისევე, როგორც წინათ,  რუსთაველის თეატრში შემთხვევით მოვხვდი. საშუალება მომეცა, ამ წარმოდგენას  დავსწრებოდი. მიჭირს, გავიხსენო, ბოლო დროს რა მომეწონა ასე ძალიან. აჰ,  ხვოროსტოვსკის კონცერტი. მაგრამ ის მუსიკა იყო, ეს კი პოეზიაა. არა, ესეც  მუსიკაა. “პოეზია” დამაკნინებლად ჟღერს ამისთვის. მურმან ჯინორიას  დღევანდელ გამოსვლას, ალბათ, შევადარებდი პლასიდო დომინგოს ერთ-ერთ  კონცერტს. თბილს, მაჰიპნოზირებელსა და უზარმაზარი ნიჭით გაჯერებულს.  წარმოდგენას, რომელშიც მთავარი გმირის ცხოვრების ყველაზე მძაფრი  შეგრძნებები მასზედვე აისახება. იგი მარტოა, სცენაზე ყველას წინაშე და  სწორედ ამ მარტოობითაა იგი გენიალური.

ვიცი, რომ ეს საღამო ჩემი მოგონებების  უცველი ნაწილი გახდება და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს ასე იქნება!  დასასრულს კი “მთაწმინდის მთვარე”. ისეთი, როგორიც “ჯერ არასდროს არ  შობილა”.

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/e/SUgTLcv1yyY"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/e/SUgTLcv1yyY" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

პოსტი გამოქვეყნდა  Teatri.Ge-ზე